ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
მილიარდერი "გავლენის აგენტები"

დიდძალი ფული, განსაკუთრებით კი მედიამაგნატების ხელში, საბოლოოდ მაინც დიდი პოლიტიკისკენ მიილტვის, თუმცა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებში ჯერჯერობით ვერც ერთმა მილიარდერმა უმაღლესი პოსტის დაკავება ვერ შეძლო. XXI საუკუნე საინფორმაციო და ვირტუალური ტექნოლოგიების საუკუნეა. მედიასაშუალებების მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება, რადგანაც ის საზოგადოების მანიპულირების მძლავრი იარაღია. მედიამაგნატებსა და ოლიგარქებს პოლიტიკაში იზიდავთ ძალაუფლების ხელში ჩაგდების და ამით ტკბობის "სურნელი". უფრო ხშირად კი პოლიტიკური მოღვაწეობა მათთვის ერთგვარი ხელშეუხებლობის გარანტიაა, ზოგისთვის - სხვადასხვა მეთოდით ნაშოვნი ფულის "გაპრავების" გზა, ხშირად კი პოლიტიკაში მოსვლის ძირითადი მიზანი კონკურენტების ჩაძირვა და ახალი მილიარდების შოვნაა.

ოლიგარქების ცხოვრება მხოლოდ შორიდან ჩანს უზრუნველი და ბედნიერი, რეალობაში კი ისინი იძულებულნი არიან, ბევრ გარეშე ფაქტორს გაუწიონ ანგარიში.დიდი ბანკირები და მედიამაგნატები ყოველთვის იყვნენ სპეცსამსახურების დაკვირვების და შესწავლის ობიექტები. უფრო მეტიც, ხშირად მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა და ოლიგარქებს რომელიმე ქვეყნის (ზოგჯერ ქვეყნების) სპეცსამსახურები მართავდნენ.ყველა შედარება პირობითია. ამიტომ ქვემოთ მოყვანილი ფაქტების ქართველი მილიარდერების ცხოვრებასთან დაკავშირება უმართებულო იქნება.სპეცსამსახურების ისტორიაში ბევრი მაგალითია, თუ როგორ ხდებოდნენ მდიდარი და ცნობილი პიროვნებები "გავლენის აგენტები". ზოგი მხოლოდ ერთი ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებდა, ზოგი კი რამდენიმე ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში იყო მიღებული და კულუარულ ინფორმაციას თავისი ბიზნესისთვის ხელშეწყობის რეჟიმზე "ცვლიდა". ბევრ ცნობილ მილიარდერზე არსებობს ეჭვი, რომ ისინი საბჭოთა დაზვერვის "გავლენის აგენტები" იყვნენ და სანაცვლოდ - მილიონობით დოლარს ხელსაყრელი კონტრაქტებიდან იღებდნენ.არმანდ ჰამერი, ვიქტორ როტშილდი და რობერტ მაქსველი - აი, რამდენიმე მილიარდერი იმ დიდი სიიდან, რომელთა ბიზნესი საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ლიდერებთან და სპეცსამსახურებთან კონტაქტების შედეგად აყვავდა. სანაცვლოდ, ისინი თავს არ იზოგავდნენ კომუნისტური იმპერიისთვის დადებითი იმიჯის შესაქმნელად, ზოგჯერ კი საიდუმლო დოკუმენტებსაც აწვდიდნენ "კრემლს".

"ამხანაგი მილიარდერი"
არმანდ ჰამერი 1898 წელს ამერიკაში, რუსი ებრაელის ოჯახში დაიბადა. 1921 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯი. არმანდის მამას, იულიუს ჰამერს, რამდენიმე ფარმაცევტული ფირმა ჰქონდა და ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფოს სამოქალაქო ომის წლებში წამლებით ამარაგებდა. ბოლშევიკებმა მიღებული მედიკამენტების ღირებულება არ გადაიხადეს და სწორედ ვალის (იმხანად ასტრონომიული თანხის - 150 ათასი დოლარის) დასაბრუნებლად ჩავიდა ახალგაზრდა არმანდი 1921 წელს მოსკოვში. ვლადიმერ ლენინთან შეხვედრის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ვალის დაბრუნებაზე უარი მიიღო, ჰამერი კმაყოფილი დარჩა. მათ, როგორც ორმა ბიზნესმენმა, შესანიშნავად გაუგეს ერთმანეთს.
ლენინმა ახალგაზრდა ამერიკელს ვალის სანაცვლოდ ხელსაყრელი პირობები შესთავაზა - რუსეთიდან ოქროს, ხეტყის, ხიზილალისა და ბეწვეულის შეუფერხებელი ექსპორტი ჰამერისთვის ციდან მოვლენილი საჩუქარივით იყო. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რუსეთის უკანასკნელი მეფის, ნიკოლოზ II-ის ოჯახისა და რომანოვების დინასტიის ნახატებისა და ხელოვნების ნიმუშების ჩალის ფასად ხელში ჩაგდება.. არმანდ ჰამერმა 1921-1930 და 1961-1987 წლებში მოახერხა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექციის შექმნა, რომელიც დროდადრო გამოიფინებოდა სხვადასხვა ქვეყანაში (სხვათა შორის, 1980-იანი წლების შუა პერიოდში ჰამერის კოლექციის რამდენიმე ნახატი, კერძოდ, იმპრესიონისტების ნამუშევრები, თბილისშიც იყო წარმოდგენილი).1924 წელს ჰამერის მონაწილეობით აშშ-ში შეიქმნა "ამტორგი" - ერთობლივი ამერიკული სავაჭრო ორგანიზაცია. საბჭოთა კავშირში ბიზნესის წარმოებაში მას დიდ დახმარებას უწევდა "ჩეკას" თავმჯდომარე ფელიქს ძერჟინსკი. სავარაუდოა, რომ სწორედ მაშინ დაიწყო ჰამერის ოპერატიული დამუშავება. სარწმუნო ვერსიის მიხედვით, ახალგაზრდა ამერიკელს "ჩეკამ" ბოშური სიმღერების შემსრულებელი, ულამაზესი ქალბატონი ოლგა ვადინა მიუგზავნა. 1927 წელს ისინი დაქორწინდნენ. ჰამერი ამერიკაში დაბრუნების შემდეგაც მრავალი წლის განმავლობაში ცოლის გავლენის ქვეშ იყო.იმ პერიოდში აშშ არ ცნობდა საბჭოთა კავშირს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ამიტომ "ამტორგს" უნდა შეესრულებინა როგორც სავაჭრო, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციები. ამასთანავე, ეს ორგანიზაცია იყო ამერიკაში საბჭოთა დაზვერვის ერთადერთი ლეგალური "სახურავი", სადაც, საელჩოს გახსნამდე, საბჭოთა მზვერავები აფარებდნენ თავს და ოპერატიულ-აგენტურულ ოპერაციებს გეგმავდნენ.თავის მხრივ, არმანდ ჰამერი მოსვენებას არ აძლევდა აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს და საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას სთხოვდა. 1933 წელს აშშ-მა საბჭოთა კავშირი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, აღიარა. ჰამერს ურთიერთობა ვერ აეწყო სტალინთან, რის გამოც თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში ის მოსკოვში არ ჩასულა. სამაგიეროდ, შორიდან არ აკლებდა ქება-დიდებას საბჭოთა იმპერიას. ნიკიტა ხრუშჩოვის ე.წ. დათბობის წლებში არმანდ ჰამერს "მეორე სუნთქვა" გაეხსნა და ახალი ენერგიით შეუდგა "კრემლის" ლობირებას მსოფლიოში და არც საკუთარი მილიონების "კეთებას" ივიწყებდა. ლეონიდ ბრეჟნევის პერიოდში მოსკოვი ცდილობდა, ჰამერის შესაძლებლობები ახალი საბჭოთა ინიციატივის - "განიარაღების პროგრამის" შესასრულებლად, კრედიტების მისაღებად და აშშ-ში საბჭოთა ექსპორტის გასაფართოებლად გამოეყენებინა.1978 წელს "ამხანაგი მილიარდერი", ასე ეძახდნენ ჰამერს პარტიული ბოსები, დიდი ზარ-ზეიმით დააჯილდოეს "ხალხთა მეგობრობის" ორდენით. შემდგომ წლებშიც, განსაკუთრებით კი გორბაჩოვოს მმართველობისას, ჰამერი დაუღალავად ასრულებდა "მთავარი საბჭოთა ლობისტის" ფუნქციებს. ის 1990 წლის 10 დეკემბერს, ოთხმოცდათორმეტი წლისა გარდაიცვალა. მემკვიდრეები მოუთმენლად ელოდნენ ანდერძის გახსნას. მათდა გასაკვირად ჰამერს ვალი გაცილებით მეტი ჰქონდა, ვიდრე მისი ქონება. იმედგაცრუებული უახლოესი ნათესავები დაკრძალვასაც კი არ დასწრებიან.ბესიკ ალადაშვილი ”ყველა სიახლე”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja