|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
ნატო-ში რუსულ გამანადგურებლებთან შეტაკების შესახებ განაცხადეს |
|
|
გერმანელმა სამხედროებმა ინციდენტის შესახებ ისაუბრეს, რომელშიც გერმანიის, რუსეთისა და ფინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი გამანადგურებლები მონაწილეობდნენ. აღნიშნული ინციდენტი 15 სექტემბერს ბალტიის ზღვის თავზე მოხდა. როგორც ”Rheinische Post”-ი ბუნდესვერზე დაყრდნობით წერს, გერმანიის ერთ-ერთი გამანადგურებელი ”Eurofighter”-ი ესტონეთის საჰაერო სივრცის პატრულირებას აწარმოებდა, როდესაც მან რუსული თვითმფრინავ А-50-ისთვის გზის გადაღობვის ბრძანება მიიღო, რომელიც ესტონეთის საზღვრებს უახლოვდებოდა. გერმანელი მფრინავები რუსულ თვითმფრინავს მიუახლოვდნენ და მათთან კონტაქტზე გასვლა სცადეს, თუმცა მზვერავმა დუმილი არჩია. გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლები თვითმფრინავ А-50-ს ფოტოებს უღებდნენ, როდესაც მათ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ორი Су-27 გამანადგურებელი ზებგერითი სიჩქარით მიუახლოვდა. ამ არეულობის დროს სამმა რუსულმა და ორმა გერმანულმა თვითმფრინავმა ფინეთის საჰაერო საზღვრამდე მიაღწია. მათ შესაჩერებლად ორი ფინური F-18 გაემართა, რომელთა მფრინავებმაც რუსებისგან მოითხოვეს არ გადაეკვეთათ საზღვარი და ინციდენტის მონაწილეებს ნეიტრალურ საჰაერო სივრცემდე ესკორტირება გაუწიეს. ამის შემდეგ ყველა თვითმფრინავი წარმატებით დაბრუნდა საკუთარ ბაზაზე. მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |