ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის წევრობის მსურველებს ფილტრავენ

RadioFreeEurope
RadioLiberty
ბრიუსელი – დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმის განხილვა უნდა დაიწყონ, მიანიჭებენ თუ არა წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP) (გადამწყვეტი ეტაპი ალიანსში გაწევრიანების გზაზე) – ჩერნოგორიას და ბოსნიას და ჰერცოგოვინას.

დიპლომატები ამბობენ, რომ მაშინ როდესაც სავარაუდოდ ჩერნოგორია MAP-ს დღეს მიიღებს, ბოსნიას, რომელიც ნატოს ბევრი წევრის აზრით ძალიან არასტაბილური ქვეყანაა, მომავალ წლამდე მოუწევს მოცდა.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეხვდებიან კოლეგებს უკრაინიდან და საქართველოდან. ორივე ქვეყანას განუცხადებენ, რომ ნატოს კარი მათთვის ღიაა, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში ვერცერთი მათგანი MAP-ს ვერ მიიღებს.

ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრის დაწყებამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ჩერნოგორიასთან და ბოსნიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს თითოეული ქვეყნის ”ინდივიდუალურ დამსახურებებს”.

სერიოზული წინააღმდეგობა

თუმცა, საჯარო გამოსვლების მიღმა, ნატოს წყაროები ამბობენ, რომ სურათი გაცილებით მძიმეა, ვიდრე მას რასმუსენი წარმოაჩენს.

ჩერნოგორია, როგორც ჩანს უდაო კანდიდატია და MAP-ს ის დღეს აუცილებლას მიიღებს.

თუმცა ბოსნია ნატოს შიგნით სერიოზული წინააღმდეგობის საგანია და მას დღეს გამოტოვებენ. ფედერალურ სახელმწიფო ბოსნიაში აშკარად იგრძნობა ბრძოლა მის შემადგენლობაში შემავალ ორ ძირითად ეთნიკურ ნაწილს შორის (სერპსკას რესპუბლიკას და მუსულმანურ ხორვატიულ ფედერაციას შორის). გერმანია და საფრანგეთი (დიდი ბრიტანეთი ნაკლებად) თვლიან რომ ბოსნია MAP-თვის მზად არ არის.

თურქეთი ბოსნიის მხარდამჭერებში ლიდერია, მას მოსდევენ სხვა ბალკანური ერები, სამხრეთ ევროპელი მოკავშირეები და ესპანეთი. ალიანსის დაგეგმილ შეხვედრამდე, ანკარამ დღეს დილით ცალკე შეხვედრა მოიწვია ბოსნიისთვის MAP-ის მინიჭების თემაზე.

ბოსნიის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ იმის გამო, რომ ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობის დაკვირვების ქვეშ რჩება (რასაც უმაღლესი წარმომადგენლის ოფისი ანხორციელებს, ავსტრიელი დიპლომატის ვალენტინ ინზკოს ხელმძღვანელობით) ის ჯერ სრულად სუვერენული სახელმწიფოს კვალიფიკაციით არ სარგებლობს. არსებობს ასევე უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი შიშები, რომ ბოსნიის შიდა დანაწევრებამ შეიძლება ნატოს კედლებში გადაინაცვლოს, სადაც როგორც წევრ ქვეყანას, მას ალიანსის გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლება ექნება.

ბოსნიის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ნატოში მისი სწრაფი გაწევრიანება ხელს შეუწყობდა ქვეყნის და ზოგადად რეგიონის სტაბილურობას. სინამდვილეში, ნატოში გაწევრიანების სურვილი, ბოსნიის სამი ეთნიკური დაჯგუფების რამდენიმე მიზანს შორის, მხოლოდ ერთ-ერთია. ბოსნიის მხარდამჭერები ასევე აღნიშნავენ, რომ წელს ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი გახდა.

ნატოს ჩინოვნიკები ამბობენ, რომ შეერთებული შტატების პოზიცია გადამწყვეტი გახდება. ჯერჯერობით, ვაშინგტონი სკეპტიკოსთა რიგებშია. თუკი დღეს სიტუაცია არ შეიცვალა, ბოსნიას MAP-ის მიღებისთვის მოცდა მოუწევს, ვიდრე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ხელახლა არ შეიკრიბებიან ტალინში, (ესტონეთი) 2010 წლის აპრილში – თუ უფრო მეტხანს არა.

უკრაინისა და საქართველოსთვის გაცემული დაპირებები ძალაშია

MAP-ის მიღების დამატებით ორი პრეტენდენტი ქვეყნის, უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ნატოში ცალკეულ შეხვედრებს გამართავენ. სავარაუდოდ ალიანსი ფართოდ მიესალმება იმ წარმატებებს, რომლებსაც ორივე ქვეყანამ მათი ყოველწლიური ინდივიდუალირი სამოქმედო გეგმების ფარგლებში მიაღწია.

2 დეკემბერს რასმუსენმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანას უნდა უთხრან, რომ დაპირება მათ შესაძლო გაწევრიანებაზე, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაიცა, ძალაში რჩება.

”ისინი გახდებიან ნატოს წევრები, როდესაც სტანდარტებს მიუახლოვდებიან და ამის სურვილს გამოთქვამენ”, განაცხადა რასმუსენმა. ”ჩვენ განვიხილავთ რეფორმების წინსვლის საკითხს, რომელთა მხარდაჭერასაც ნატო განაგრძობს”.

უახლოეს მომავალში, საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხის განხილვა გამორიცხულია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ დასავლეთ ევროპელი მოკავშირეების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია. რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც მტკიცედ ეწინააღმდეგება ორივე ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას, ამ ეტაპზე ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზანია, რომელსაც ახლა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც იზიარებს.

ატო ლიბიაკასი
ForeignPress

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja