|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
NATO-ს რეიტინგის ზრდა! |
|
|
ნატოს საინფორმაციო ცენტრის დაკვეთით სოციოლგიურმა კომპანიამ ”სარკე-კვლევა” თბილისში 1500-მდე რესპოდენტი გამოკითხა. კვლევის მთავარი თემა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი თბილისელების დამოკიდებულების გარკვევა იყო. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ თბილისის მოსახლეობის 76% საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეა. გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირზე უნდა იყოს ორიენტირებული, 16%-ის აზრით აშშ-ზე, 7% კი ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ნატოზე უნდა იყოს ორიენტირებული. ავღანეთში ქართული კონტიგენტის გაგზავნას თბილისელების 42.9% ემხრობა, 44.7% კი წინააღმდეგია. გამოკითხულთა 34%-ის აზრით საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელი რუსეთ-საქართველოს ომმა შეუშალა, 14% კი ამას საქართველოს ხელისუფლების საშინაო პოლიტიკას აბრალებს. ნატოს საინფორმაციო ცენტრი რეგულარულად ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევას. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის აპრილის შემდეგ ნატოში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა 9%-ით გაიზარდა. ასევე მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი ფლობს ინფორმაციას ნატოს საინფორმაციო ცენტრისა და მის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |