ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
"ნეტავ, ის არ დაენგრიათ, რაც გვქონდა"
არმიაში პრობლემების აღიარების მიუხედავად, ხელისუფლება ავღანეთში კიდევ ზრდის სამხედრო კონტინგენტს, რადგან როგორც ერთმა ნატოელმა მაღალჩინოსანმა თქვა: "ქართველი ჯარისკაცები მთაგორიანი რელიეფის პირობებში უფრო უკეთ იბრძვიან, ვიდრე ლიტველები და პოლონელები"... "ეს ჯარი მოუვლის როგორც შიდა, ისე გარეშე მტერს", - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძის ეს სკანდალური ფრაზა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ხელისუფლებისთვის ჯარი, ეროვნული არმია სახელმწიფოებრიობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სიმბოლო კი არა, პოლიტიკური ბრძოლის იარაღია. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჯარი სამხედრო-პოლიტიკური ექსპერიმენტების პოლიგონად იქცა, რის შედეგადაც, 2008 წლის აგვისტოს ელვისებურ ომში სავალალო შედეგი მივიღეთ. დღეს თავდაცვის სამინისტროს პირველი პირებიც კი აღიარებენ, რომ სამხედრო სფეროში არაერთი სასწრაფო რეფორმაა ჩასატარებელი. ამ მეტად აქტუალურ თემაზე რამდენიმე კითხვით მივმართეთ ექსპერტს, სამხედრო აკადემიის ყოფილ რექტორ გიორგი თავდგირიძეს.

- რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ლაპარაკია კადეტთა სამხედრო ლიცეუმის აღდგენაზე, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტის მსგავსად, ქუთაისში განთავსდება...
- კადეტთა კორპუსის აღდგენაზე ლაპარაკი ხელისუფლების მორიგი პიარია. თუ ეს იქნება განათლების სისტემას დაქვემდებარებული სასწავლებელი, მისაღებია, წინააღმდეგ შემთხვევაში - არა. თავის დროზე, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით - კადეტთა კორპუსის ხელაღებით გაუქმება გაუმართლებელი იყო.
კადეტთა ლიცეუმი არ უნდა იყოს გასამხედროებულ-იდეოლოგიზებული სასწავლებელი. დასავლური მიდგომა ამ მეტად სათუთი საკითხისადმი ასეთია: სამხედრო არის მოქალაქე უნიფორმაში; ისინი ზედმეტი გასამხედროების, კორპორაციულ-კასტური მიდგომის წინააღმდეგნი არიან და უპირატესობას პროფესიონალიზმს ანიჭებენ, შეიარაღებული ძალები იქ საზოგადოებისგან იზოლირებული არ არის.

- ასევე მიღებულია გადაწყვეტილება თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სწავლების 9-თვიანი კურსის ნაცვლად, კვლავ 4-წლიანის აღდგენის თაობაზე.
- ამ ექსპერიმენტის მოთავეები ცდილობდნენ, მომავალი ოფიცრისთვის სპეციალური საგნები, სამხედრო საქმე ცხრა თვეში ესწავლებინათ. დღეს აკადემიის სრულად აღდგენაზე ლაპარაკი დაგვიანებულია, უნდა შემუშავდეს ახალი პროგრამა, სადაც სამხედრო განათლების სისტემისადმი მიდგომა ძირეულად შეიცვლება. ოფიცრის განათლება სამსაფეხურიანია: 1. სამხედრო აკადემიის კურსის გავლა; 2. შტაბის ოფიცრის სასწავლო პროგრამა, რომელიც შეიძლება ერთ ან ორწლიანი იყოს; 3. გენერალური შტაბის დონის კვალიფიკაცია. ასე რომ, სამხედრო აკადემიის, კადეტთა კორპუსის აღდგენა მიხეილ სააკაშვილის პიარილეთია გაუთვითცნობიერებელი საზოგადოების თვალის ასახვევად. პროფესიონალები, რომლებსაც ამ დარგში გარკვეული გამოცდილება გვაქვს, მზად ვართ გამოცდილების გასაზიარებლად, ნებისმიერ კამათში მონაწილეობის მისაღებად და ეს არ იქნებოდა ნიშნის მოგებით ნათქვამი: ხომ ვამბობდით, რომ 9-თვიანი კურსის შემოღება დიდი შეცდომა იყო?

- ახლახან ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, საარტილერიო ბრიგადის დისლოკაციის ახალი ადგილის პრეზენტაციაზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა: დღეს ჯარისკაცს ყველაზე მეტად კომპიუტერისა და უცხო ენების სწავლა სჭირდებაო.
- რიგით ჯარისკაცს არც ინგლისური სჭირდება და არც კომპიუტერი. თუ იგი საზღვარგარეთ, სამხედრო მისიით მიემგზავრება, ერთი თვის განმავლობაში აითვისებს უცხო ენის იმ აუცილებელ მინიმუმს, რაც საურთიერთოდ და ბრძანების გასაგებად დასჭირდება. ჯარისკაცისთვის აუცილებელია ნორმალური მატერიალური ანაზღაურება და ღირსეული სოციალური უზრუნველყოფა. ქართველ ჯარისკაცებს არც პატრიოტიზმი აკლიათ, არც - სიმამაცე და გამომგონებლობა (რომელიც სააკაშვილმა რატომღაც მესამე რიგის თვისებად მიიჩნია), ამიტომ არც ასეთი შემოძახებები სჭირდებათ.
რაც შეეხება ოფიცრებს, სამხედრო აკადემიაში ორ უცხო ენას ვასწავლიდით, ასევე ფუნქციონირებდა ენის შესწავლის საგანგებო ენობრივი ცენტრი, ანუ სააკაშვილი ნუ ცდილობს ველოსიპედის გამოგონებას, ნეტავ, ის არ დაენგრიათ ასეთი შემართებით რაც გვქონდა.

ნინო კვიტაშვილი

”ყველა სიახლე”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja