|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
"ნევსკი ექსპრესის" აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "კავკასიური მოჯაჰედების" ხელმძღვანელობამ აიღო |
|
|
მოსკოვი-პეტრებურგის სამგზავრო მატარებლის, "ნევსკი ექსპრესის" აფეთქებაზე "კავკასიური მოჯაჰედების" ხელმძღვანელობამ აიღო პასუხისმგებლობა. რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, შესაბამისი შინაარსის განცხადება "ბოევიკების" ერთ-ერთ ვებგვერდზე დღეს განთავსდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერაქტი განხორციელდა იმ ოპერაციის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევის მიტანა. აქვე აღნიშნულია, რომ ისინი დოკუ უმაროვის ბრძანების თანახმად მოქმედებდნენ. "ბოევიკების" ინფორმაციით, აფეთქება სპეციალურმა დივერსიულმა ჯგუფმა განახორციელა. "ბოევიკები" პირობას სდებენ, რომ მსგავსი ტერაქტები განხორციელდება, ვიდრე ოკუპანტები კავკასიაში არ შეწყვეტენ რელიგიური ნიშნით რიგითი მუსლიმების მკვლელობის პოლიტიკას. აქვე ნათქვამია, რომ შეეცდებიან, თავი აარიდონ რუსეთის მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მატარებლის აფეთქებასთან შესაძლო კავშირის გამო სამართლადამცავები რამდენიმე ადამიანს ეძებდნენ, მათ შორის ოთხ კავკასიელს. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ტერაქტი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს რუს ვაჰაბიტ პაველ კოსოლაპოვთან. რუსეთში, ნოვგოროდის ოლქში ჩქაროსნულმა მატარებელმა "ნევსკი ექსპრესმა" ავარია 27 ნოემბერს, მოსკოვის დროით 21:30 საათზე განიცადა. მატარებელი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით მოძრაობდა. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, ავარიის შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ვერსიით, ერთ-ერთ ვაგონში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მოსკოვი-პეტერბურგის ჩქაროსნულ მატარებელში სამი ქართული გვარის მოქალაქეც იმყოფებოდა. მატარებლის მგზავრების სიაში არიან ა.ვ ხუბუტია, ა.ბ ბოჩერაშვილი და კ.ს ღონღაძე. მათ შესახებ სხვა ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. "ინტერპრესნიუსი"
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |