ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ოკუპირებული რეგიონები - 2009 წლის სტატისტიკა

2009 წლის დასაწყისში, 20 იანვარს რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.
ამავე დღეს სოხუმს "ინტერ რაო ეეს”-ის ხელმძღვანელი ევგენი დოდი ეწვია.
26 იანვარს რუსეთის არმიის უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე გლუხოვი ახალგორში მდგარი რუსული სამხედრო ნაწილიდან 26 იანვარს გაიქცა და დახმარებისთვის ქართულ პოლიციას მიმართა. რუსულმა მხარემ თავდაპირველად გლუხოვის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულა, მოგვიანებით კი რუსეთის სამხედრო პროკურატურამ საკუთარ ჯარისკაცზე დეზერტირობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მისი გადაცემა მოითხოვა. საქართველოს ხელისუფლებამ გლუხოვს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. თებერვლის დასაწყისში რუსმა სამხედროებმა ცხინვალში ბაზის პირველი ობიექტების მშენებლობა დაასრულეს.

18 თებერვალს კი ჟენევაში, კავკასიის უსაფრთხოების საერთაშორისო კონსულტაციის მეოთხე რაუნდზე მხარეები ინციდენტების თავიდან აცილებისა და რეაგირების ერთობლივი მექანიზმების ამუშავებაზე შეთანხმდნენ. ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მხარეებს შორის მიღწეული პირველი შეთანხმება.

2 მარტს, სოხუმს აგვისტოს კონფლიქტის გამომწვევი ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი ჰეიდი ტალიავინი ესტუმრა. 6 მარტს კი ტალიავინი ცხინვალში ჩავიდა და ცხინვალის რეჟიმის ლიდერს ედუარდ კოკოითის შეხვდა.
6 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ სერბ რეჟისორს, ემირ კუსტურიცას ცხინვალის კონფლიქტის შესახებ ფილმის გადაღება დაუკვეთა.
ამავე დღეს სოხუმის მარიონეტულმა რეჟიმმა მოსკოვთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსული ბაზები აფხაზეთში 49 წლის განმავლობაში დარჩება. მარტშივე ცხინვალში რუსული სამხედრო ბაზებისთვის ტერიტორიების 99 წლით გადაცემა გადაწყვიტეს.
აპრილში აფხაზეთში, კერძოდ კი, კოდორის ხეობაში ქართველი სასულიერო მოღვაწეების შევიწროებამ ღია ხასიათი მიიღო - 2 აპრილს აჟარის მამათა მონასტრიდან მღვდელ-მონაზვნები - ზაბლონი და ბიძინა და ბერ-დიაკონი გიორგი მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან გამოაძევეს.

აპრილის ბოლოს, 30 აპრილს რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან "სახელმწიფო საზღვრის" ერთობლივი გაკონტროლების შესახებ შეთანხმებები გააფორმა.
29 მაისს, ცხინვალის კონფლიქტის ზონაში, სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა.

31 მაისს, ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, რომელშიც ედუარდ კოკოითის პარტიამ "ედინსტვო” 44,85 პროცენტით გაიმარჯვა.
11 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაიამ თანამდებობა დატოვა, იგი გიორგი ბარამიამ შეცვალა.
15 ივნისს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსულმა მხარემ საქართველოში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას ვეტო დაადო.

30 ივნისს კი მუშაობა საქართველოში ეუთო-ს მისიამ შეწყვიტა.
2 ივლისს, სოფელ პერევში დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილი რუსმა ჯარისკაცმა დიმიტრი არტემიევმა დატოვა და დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართა.
13 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მოულოდნელად ცხინვალს ეწვია, მარიონეტული რეჟიმის პირველ პირებს შეხვდა და ცხინვალში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე თათბირი გამართა.
14 ივლისს გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა.

მეორე დღეს კი, 15 ივლისს სოხუმს ნატო-ში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი, დიმიტრი როგოზინი ეწვია და მარიონეტული რეჟიმის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა.
28 ივლისს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მეორე შეხვედრა გალში გაიმართა.

4 აგვისტოს ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ საკუთარი ე.წ. მთავრობის პრემიერი ასლანბეკ ბულაცევი და მთელი შემადგენლობა დაითხოვა.
5 აგვისტოს ცხინვალის რეჟიმის ე.წ. პრემიერის პოსტზე ვადიმ ბროვცევი დაინიშნა.
12 აგვისტოს აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის პრემიერი ვლადიმერ პუტინი ეწვია. ამავე დღეს გაგრასა და სოხუმში აფეთქებები მოხდა. გაგრაში 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა. სოხუმში აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა.
14 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ აფხაზ ხალხს ენგურის ხიდიდან მიმართა და შერიგებისა და გაერთიანებისკენ მოუწოდა.

15 აგვისტოს საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს სადარაჯო ხომალდებმა აფხაზეთისკენ მიმავალი პანამის დროშით მცურავი, თურქული ტანკერი „BUKEთ’"-ი დააკავეს.

18 აგვსიტოს სოხუმის რეჟიმის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის სტანისლავ ლაკობას განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, სოხუმის რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 25 აგვისტოს დააკმაყოფილა.
26 აგვისტოს საღამოს სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებმა რუსეთის ფედერაციის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების ერთი წლისთავი აღნიშნეს. ამავე დღეს რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დამაკავშირებელი „ძაურიკაუ-ცხინვალის" გაზსადენი გაიხსნა, თუმცა, აღნიშნული გაზსადენით რეგიონში გაზი არ შესულა.

31 აგვისტოს ცხინვალის რეჟიმმა „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა" და კონტრანაბდის ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის 6 მკვიდრი დააკავა.
3 სექტემბერს „გაზპრომმა" და ცხინვალის რეჟიმმა კონტრაქტი გააფორმეს. ამავე დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშო ჯგუფების მესამე შეხვედრა გაიმართა.
9 სექტემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დვნილთა დაბრუნებისა და მათი ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობა დააფიქსირა.
10 სექტემბერს ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

17 სექტემბერს კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მეშვიდე რაუნდი გაიმართა.
22 სექტემბერს კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა.
24 სექტემბერს სოფელ ერგნეთში ამავე მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მეხუთე შეხვედრა შედგა.

29 სექტემბერს კი ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საკითხზე "ომი საქართველოსა და რუსეთს შორის: ერთი წლის შემდეგ” რეზოლუცია მიიღო.
ერთი დღის შემდეგ კი, 30 სექტემბერს საქართველოში კონფლიქტის გამომწვევი ფაქტების დამდგენმა საერთაშორისო მისიამ დასკვნა გამოაქვეყნა.
2-3 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთს ეწვია და სოხუმის რეჟიმის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
9 ოქტომბერს ცხინვალს სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა ეწვია.
26 ოქტომბერს რუსმა მესაზღვრეებმა დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში საქართველოს 16 მოქალაქე დააკავეს და ახალგორის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

1-ელ ნოემბერს რადიო "თავისუფლებამ"აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მაუწყებლობა დაიწყო.
4 ნოემბერს კი ოსმა მილიციელებმა სოფელ ტირძნისის მცხოვრები 4 არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დააკავეს. ცხინვალის რეჟიმის მტკიცებით, მოზარდებს ხელყუმბარები და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოუჩინეს.
11 ნოემბერს ჟენევაში კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა, რომელზეც ქართულმა მხარემ ცხინვალში დაკავებული ქართველი მოზარდების გათავისუფლების საკითხი დააყენა.
17-20 ნოემბერს ბელორუსი პარლამენტარების სამი დელეგაცია საქართველოში, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა.
27 ნოემბერს საქართველოს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ჰამარბერგი ეწვია.


29 ნოემბერს საჩხერის რაიონის სოფელ ჯრიის მკვიდრი, ავტობუსის მძღოლი რამაზ მაკასარაშვილი რუსმა ოკუპანტებმა სოფელ პერევის საგუშაგოსთან დააკავეს.
2 დეკემბერს ცხინვალის რეჟიმმა ორი ქართველი მოზარდი ალეკო ცაბაძე და გიორგი რომელაშვილი გაათავისუფლა.
7 დეკემბერს აფხაზეთის სანაპიროსთან სამი რუსული სასაზღვრო კატერი
განთავსდა.

8 დეკემბერს კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მომდევნო შეხვედრა გაიმართა.
12 დეკემბერს სოხუმის რეჟიმმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა. დე-ფაქტო არჩევნებში 61,16%-ით სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა.

15-16 დეკემბერს ნაურუს რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებები გააფორმა.
19 დეკემბერს ცხინვალის რეჟიმმა კიდევ სამი ქართველი მოზარდი - ვიქტორ ბუჩუკური, ლევან ხმიადაშვილი და გიორგი არჩვაძე გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის"ლიდერ ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ცხინვალში იმყოფებოდა. იმავე დღეს ცხინვალში რუსეთის ომბუდსმენი ვლადიმერ ლუკინი ჩავიდა.

21 დეკემბერს საჩხერის რაიონის სოფელ პერევში დისლოცირებული სამხედრო ნაწილიდან რუსი სამხედრო მოსამსახურე ვიტალი ხრიპუნი გაიქცა და საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარი სთხოვა.
29 დეკემბერს სოხუმის რეჟიმის წარმომადგენლებმა და რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად მხოლოდ 4 პოსტი - ნაბაკევი-ხურჩის, ოტობაია-განმუხურის, საბერიოს მონაკვეთებზე და ენგურის ცენტრალურ ხიდზე არსებული პოსტები დატოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja