ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ომის შემდგომი ანალიზისა და დაფიქრების წელი

2009 წლის სამხედრო მოვლენების ანალიზი - მუხროვანის ინციდენტიდან ქართული არმიის ავღანურ ეპოპეამდე

განვლილი 2009 წელი საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, როგორც მთელი ქვეყნისთვის, უნდა ქცეულიყო ანალიზისა და დაფიქრების წლად, უნდა შეფასებულიყო 2008 წლის აგვისტოს ომი და მისი მძიმე შედეგები. ძნელი სათქმელია, რამდენად ეფექტიანი დასკვნები იქნა გამოტანილი, მაგრამ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაიწყო სერიოზული ცვლილებები და საკადრო გადაჯგუფებები. თუმცა მათ სისწორეზე პასუხს მომავალი მოგვცემს. 2009 წელს ქართულ არმიაში მომხდარი არაერთი მოვლენა უთუოდ სერიოზულად იმოქმედებს მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაზეც.

მუხროვანის ინციდენტი
5 მაისს მუხროვანის სამხედრო ნაწილის გარშემო მობილიზებულ იქნა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, რომლებმაც მიზანში ამოიღეს ამ ნაწილის ტერიტორიაზე დისლოცირებული ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის საბრძოლო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა.
ხელისუფლებამ ამ ბატალიონის მეთაურობასა და მათთან მისულ სამხედრო პოლიციის საბრძოლო დანაყოფის ოფიცრებს სამხედრო აჯანყების მოწყობის მცდელობაში დასდო ბრალი.
აშკარა იყო, მუხროვანის ნაწილის გარშემო მობილიზებულ ტანკებს, "კობრებსა" თუ ნაღმსატყორცნებს (ვაზიანში გაშლილი ჰაუბიცების ბატარეა ასევე მუხროვანის სამხედრო ნაწილს უმიზნებდა) ხელისუფლება ცეცხლის გახსნას უბრძანებდა.
მაშინ მთელი საქართველო იდგა დიდი საშიშროების წინაშე, რადგან ერთმანეთისთვის ცეცხლი შეიძლება გაეხსნათ იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ცხინვალში მხარდამხარ იბრძოდნენ...
საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული მოქმედი და ყოფილი სამხედრო დააკავეს. ნაწილმა აღიარა დანაშაული და საპროცესო გარიგებას დათანხმდა, ნაწილი კატეგორიულად უარყოფს სამხედრო ამბოხში მონაწილეობას, თუმცა არ უარუყვიათ დაუმორჩილებლობის ბრალდება, რადგან 26 მაისს დაგეგმილ აღლუმში მონაწილეობას აგვისტოს ომში დაღუპულ თანამებრძოლთა უპატივცემულობად მიიჩნევდნენ. რამდენიმე დაკავებული, მათ შორის გენერალი კობა კობალაძე, დაბეჯითებით უარყოფს რაიმე დანაშაულს, მით უმეტეს, რომ მის წინააღმდეგ ძირითადი ბრალდება აგებულია ღვალაძის ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებაზე, რომელმაც უკვე გააფორმა საპროცესო გარიგება...
მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებული ბევრი რამ ისევ ბურუსითაა მოცული. ეს საქმე აუცილებლად მოითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას, თუმცა საკითხავია, რამდენად შესაძლებელია ეს დღევანდელ პირობებში.

საკადრო ცვლილებები
მუხროვანის ინციდენტის შემდეგ ბუნებრივი იქნებოდა, პრეზიდენტ სააკაშვილს სერიოზული წმენდა ჩაეტარებინა თავდაცვის სამინისტროშიც და შეიარაღებულ ძალებშიც.
ასეც მოხდა, თუმცა სამი თვის შემდეგ, მას მერე, რაც თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე მისმა მოადგილემ, ბაჩო ახალაიამ შეცვალა.
მანამდე რამდენიმე დღით ადრე, ორფოლოს პოლიგონზე მოხდა ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც უკვე მიუთითებდა, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილი ჰქონდა თავდაცვის მინისტრის შეცვლა. სამხედრო სწავლება "ფარი-2009"-ზე ჩაფრენილი პრეზიდენტი სააკაშვილი შვეულმფრენიდან გადმოსვლის შემდეგ ხელის ჩამორთმევით მიესალმა გაერთიანებული შტაბის უფროსსა და სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალს, თუმცა იქვე მდგომ თავდაცვის მინისტრს დემონსტრაციულად გვერდი აუქცია, რაც ვიდეოკადრებმა ნათლად დააფიქსირეს...
გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე მუხროვანის ინციდენტამდე ორიოდე თვით ადრე დაინიშნა გაერთიანებული შტაბის უფროსად და მისი გადაყენება ლოგიკური არ იქნებოდა.
თავდაცვის სამინისტროში შეიცვალა მინისტრის ყველა მოადგილე, დეპარტამენტის უფროსების დიდი ნაწილი; ანალოგიური ცვლილებები მოხდა გაერთიანებული შტაბის დეპარტამენტებსა და ზოგიერთ ბრიგადაში.
არმიაში დაიწყო პირადი შემადგენლობის ატესტაცია, რომელიც, გასაუბრებასთან ერთად, მოიცავდა სამხედროების ფიზიკური მომზადების შემოწმებას. ატესტაციის შემდეგ შეიარაღებული ძალებიდან კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს 200-მდე ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკი.

ომის განახლების სინდრომი და საოკუპაციო ჯარები
მთელი 2009 წლის განმავლობაში არ შენელებულა იმის შიში, რომ ომი შეიძლება განახლებულიყო. საშიშროების პიკი აგვისტო გახლდათ, როდესაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, ჩრდილოეთ კავკასიაში გრანდიოზული მასშტაბის სამხედრო სწავლებები ჩაატარეს.
საბედნიეროდ, ახალ ომს გადავურჩით, თუმცა კვლავ დაძაბული დარჩა მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გააგრძელეს სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხოლო რუსმა მესაზღვრეებმა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის "ჩამოჩოჩება" ჩვენი ქვეყნის სიღრმეში, ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. ოჩამჩირის პორტში რუსეთის სანაპირო დაცვამ სასაზღვრო-საპატრულო კატარღების დივიზიონი ჩამოაყალიბა, რამაც სერიოზული პრობლემა შექმნა აფხაზეთში უკანონოდ მიმავალი კონტრაბანდული საქონლის დასაკავებლად.

ქართული არმიის ავღანური ეპოპეის დასაწყისი
ნოემბერში ავღანეთში გაემგზავრა სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ერთი გაძლიერებული ასეული 173 კაცის შემადგენლობით, რითაც დაიწყო ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის მრავალწლიანი მისია. ამ მისიას 2010 წლის გაზაფხულზე ერთი ქართული 750-კაციანი ბატალიონი შეუერთდება. შესაძლოა, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მალევე მიიღოს გადაწყვეტილება, ავღანეთში დამატებით ახალი ქართული სამხედრო დანაყოფების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ამა თუ იმ ქვეყნის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში გაგზავნის შესახებ.
ერაყისგან განსხვავებით, ავღანეთში უფრო დაძაბული საომარი ვითარებაა, რაც გულისხმობს საბრძოლო შეტაკებების მეტ ინტენსივობას. შესაბამისად, იზრდება საბრძოლო დანაკარგების ალბათობაც, მით უფრო ავღანეთის ჰილმენდის პროვინციაში, სადაც ქართულ ბატალიონს ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მოუწევს ანტიპარტიზანულ ბრძოლებში ჩაბმა.
2009 წელს, მიუხედავად სერიოზული ინციდენტებისა, ქართულ არმიას, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანას, მიეცა ამოსუნთქვისა და დაფიქრების დრო, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მომავალმა 2010 წლის გაზაფხულმა ბევრი უსიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზოს.

ირაკლი ალადაშვილი

2) ავტორი: giorgi jari
ee dzmao weria mere avtori! evil chven dzmao prosta vexmarebit xalxs ro gaigos... arsenal;sh ki ara kvirispalitrashi ewra da chvenxelebi kide ar kitxulobven kvirispalitras

1) ავტორი: ilo khvichia khvichia
XOO KAIA JARI MAGRAM ARSENALSHI WERIA amobchdva ar sheidzleba biggrin SG

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja