ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ოცნებებში დანახული ამერიკიდან გამოგზავნილი იარაღი

რუსულმა მასმედიამ აიტაცა ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის მოსაზრება, რომ აშშ აპირებს საქართველოს მიაწოდოს ზოგიერთი ამერიკული იარაღი, მათ შორის - საზენიტო "პეტრიოტები" და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი "ჰელფაირ-2"-ები...

ეს რომ აბსურდია, ზოგიერთი რუსი სამხედრო ექსპერტიც აღიარებს, რადგან თავისი მნიშვნელობისა და სირთულის გამო საზენიტო-სარაკეტო სისტემების - "პეტრიოტების" საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემა ფანტასტიკის სფეროა. რაც შეეხება ტანკსაწინააღმდეგო "ჰელფაირ-2"-ებს, მათ გასაშვებად ამერიკული შვეულმფრენების შეძენაც დაგვჭირდებოდა, რაც დღეს (ისევე როგორც უახლოეს მომავალში) ასევე დაუჯერებელი ჩანს.

უფრო რეალური შეიძლება იყოს გადასატანი საზენიტო-სარაკეტო "სტინგერებისა" და ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების" შეძენა (მით უმეტეს, რომ "ჯაველინებისადმი" ინტერესი უკვე რამდენიმე წელია, არსებობს, თუმცა უფრო დაწვრილებით ამ თემას ვერ შევეხებით), მაგრამ აქ სხვა პრობლემა იჩენს თავს.

შეიძლება აშშ-ის ხელისუფლება საჯაროდ მიესალმება საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას თუ კორუფციასთან ბრძოლას, მაგრამ თავიანთი სპეცსამსახურებიდან მიღებული ინფორმაციების გაანალიზების შემდეგ თეთრ სახლში გარკვეული ეჭვი უჩნდებათ. იქ შიშობენ, რომ ქართული არმიისთვის დღეს მიწოდებული შედარებით კომპაქტური და

ადვილად გადასატანი "სტინგერები" თუ "ჯაველინები" შეიძლება ხვალ ჩრდილო კავკასიაში აღმოჩნდეს. თუკი ერთი "სტინგერი" მაინც სადმე გროზნოს თავზე რუსულ შვეულმფრენს ან თვითმფრინავს ჩამოაგდებს და მოსკოვი დაამტკიცებს, რომ ის თავის დროზე აშშ-მა საქართველოს მიაწოდა, თეთრი სახლი საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე "გაწმინდეს" გორის, სენაკისა და ფოთის სამხედრო ბაზები და მილიონების ნაალაფარი - ქართული შეიარაღება წაიღეს, მათ შორის - რამდენიმე ათასი M4 ტიპის ავტომატური კარაბინი, "ჰამერის" ჯიპები და "ჰარისის" ტიპის რადიოკავშირის თანამედროვე სისტემები, ამიტომ, ჩანს, პენტაგონში აღარ სურთ, საქართველოს გავლით რუსეთი "სტინგერებითა" თუ "ჯაველინებით" შეაიარაღონ.

ამ ეტაპზე აშშ-ის მთავარი ამოცანა იმ ქართველი სამხედროების მომზადების ხელშეწყობაა, ვინც ავღანეთში მიემგზავრება ამერიკელების გვერდით თალიბების წინააღმდეგ საბრძოლველად. მათი კარგად აღჭურვითა და გაწვრთნით მართლაც არის დაინტერესებული პენტაგონი, რათა ბრძოლაში ამერიკელ ჯარისკაცს გვერდს სანდო და კარგად გაწვრთნილი კოლეგა უმაგრებდეს.

მაგრამ რამდენად ფიქრობენ თეთრ სახლში იმაზე, ამერიკული "სტინგერებითა" და "ჯაველინებით" რამდენ რუსულ მოიერიშეს ჩამოაგდებენ და რამდენ რუსულ ტანკს ააფეთქებენ ქართველები საკუთარი მიწის დასაცავად, ძნელი სათქმელია...

ირაკლი ალადაშვილი

1) ავტორი: SHOOTER SHOOTER
ver gavige rashi gamoixateba am amerikis mxardachera da evropisa marto agshpoteba-sheshpoteba ushvelis saqmes xval ro rusuli tankebma da vertmrenebma dedaqalaqs shemouteven??? sad

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja