პენტაგონი ”ავღანეთში შესაძლო დამარცხების შესახებ საუბრობს”
ამერიკელი შეიარაღებული ძალები ავღანეთში იმ შემთხვევაში, თუ მათ ერთი წლის განმავლობაში დამატებით დახმარებას არ გაუგზავნიან, დამარცხების საფრთხის წინაშე დადგებიან, ნათქვამია ”ვაშინგტონ პოსტის” რედაქციის ხელში აღმოჩენილ სპეციალურ დასკვნაში. დასკვნა, რომელიც ჟურნალისტების განკარგულებაში აღმოჩნდა, გენერალმა სტენლი მაკრისტალმა მოამზადა. გენერალმა ცოტა ხნის წინ ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების სტრატეგიის სერიოზული გადახედვის წინადადება წამოაყენა. ”თუ ჩვენ ინიციატივის ჩვენს თავზე აღებასა და წინააღმდეგობის გატეხვას ვერ შევძლებთ (უახლოესი 12 თვის მანძილზე) - იმ დროის განმავლობაში, ვიდრე ავღანეთის შეიარაღებული ძალები გამოცდილებას აგროვებენ - ჩვენ იმგვარი ვითარების წინაშე აღმოჩენით ვრისკავთ, როდესაც მეამბოხეთა დამარცხება უკვე შეუძლებელი იქნება”, - გაზეთი გენერალის სიტყვების ციტირებას ახდენს. გენერალის აზრით, მთავარი პრობლემა რესურსების უკმარისობაა. თუ აშშ ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, კონფლიქტი გაჭიანურდება, რაც სერიოზულ დანაკარგებს ნიშნავს, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ფინანსურ-პოლიტიკური თვალსაზრისითაც.