|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
პენტაგონი მართვადი ტყვიის შექმნაზე მუშაობს |
|
|
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პერსპექტიული ტექნოლოგიების სამმართველომ პროექტ ”EXACTO”-ს (EXtreme ACcuracy Tasked Ordnance) ფარგლებში სნაიპერული შაშხანებისთვის მართვადი ტყვიის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, ნათქვამია სამმართველოს პრეს-რელიზში. პროგრამის მიზანი ისეთი საბრძოლო მასალის შექმნაა, რომელიც სნაიპერებს ცვალებადი ქარისა და გასროლილი ტყვიის სიჩქარის ცვლის შემთხვევაში, სროლის სიზუსტეს გაზრდის. საბრძოლო მასალის შექმნაზე კომპანია ”Teledyne Technologies” იმუშავებს, კონტრაქტის ღირებულება 25 მლნ დოლარს შეადგენს. როგორც კომპანიის პრეს-რელიზშია ნათქვამი, ახალი საბრძოლო მასალის კალიბრი 50 დიუმი იქნება (12,7 მილიმეტრი). პროგრამა ორ ეტაპად მიმდინარეობს, პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. პროგრამის პირველი ნაწილის ფარგლებში სპეციალისტებმა მართვადი ტყვიის კომპიუტერული მოდელი შექმნეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ტყვიის რეალურად დამზადება უკვე შესაძლებელია. მეორე ეტაპი მართვადი საბრძოლო მასალის რამდენიმე ერთეულის შექმნასა და მის გამოცდას ითვალისწინებს. ახალი ტყვია ფრენის ტრაექტორიის კორექტირებას შეძლებს, ხოლო მისი სიჩქარე სტანდარტული 12,7 მილიმეტრიანი კალიბრის ტყვიის სიჩქარეზე მაღალი იქნება. პერსპექტიული ტექნოლოგიების სამმართველოს შეფასებით, ახალი ტყვია სნაიპერებს დიდი სიჩქარით მოძრავი ობიექტების განადგურების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, ტყვიის შესაძლებლობების ხარჯზე, სნაიპერებს სამალავების ფართო არჩევანი ექნებათ. მომზადებულია teledyne.com-ის მიხედვით.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |