|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
პრეზიდენტმა საარტილერიო ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილი გახსნა |
|
|
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეიარაღებული ძალების საარტილერიო ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ. პრეზიდენტმა ჯარისკაცებს ახალი ბაზის გახსნა მიულოცა და თავდაცვის სისტემაში მიმდინარე ცვლილებების შეახებ ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებული ძალები მუდმივად მაღალ დონეზე მომზადებული უნდა იყოს. ამისთვის, მისი თქმით, მთავრობა და თავდაცვის სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს, რაც ბაზების აშენებაში, ჯარისკაცების განათლებაში, აღჭურვასა და სათანადო პირობების შექმნაში გამოიხატება. მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე სისტემურ ცვლილებებსაც შეეხო. მან კადეტთა ლიცეუმის შექმნისა და ახალი სარეზერვო სიტემის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ქართული ქვედანაყოფების ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსგავს მისიებში მონაწილეობა სამხედროების საბრძოლო გამოცდილების ამაღლების კუთხით განსაკუთრებულად მაღალი მნიშვნელობისაა. შეიარაღებული ძალების საარტილერიო ბრიგადა ამ დრომდე გორის სამხედრო ბაზაზე იყო განლაგებული. როგორც თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ აღნიშნა, ახალ ბაზაზე სამხედროების წვრთნისა და მომზადებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |