|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
პროფესიული წმენდა მონტერეის საგზაო პოლიციაში |
|
|
სიდიდის მიხედვით რიგით მესამე მექსიკური ქალაქის ხელმძღვანელობამ საგზაო პოლიციის თანამშრომელთა მეოთხედი სამსახურიდან დაითხოვა, რაც მათი კორუმპირებულობითა და არაკომპეტენტურობით ახსნა. ინსპექტორებად მომუშავე 1142 ადამიანიდან 276 პირი სამსახურისთვის გამოუსადეგრად მიიჩნიეს, 526 პოლიციელი პროფესიული უნარ-ჩვევების ასამაღლებლად გაგზავნეს, ხოლო დანარჩენმა 340-მა კაცმა მოთხოვნები სრულიად დააკმაყოფილა. მონტერეის პოლიციის თანამშრომლებიდან ანტიდოპინგტესტი მხოლოდ ექვსმა ვერ გაიარა, ზედმეტი წონის გამო შენიშვნა 65-მა ოფიცერმა მიიღო, ხოლო ქალაქის საგზაო პოლიციაში მომუშავე 100-ზე მეტი პირი ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ამხილეს. აქვე იმასაც დავძენთ, რომ დიდი ხანია, რაც მონტერეის ოფიცრებს პარკირებულ მანქანებში ყოფნა და მობილური ტელეფონის გამოყენება აეკრძალათ, რადგან ასეთ შემთხვევაში, სამართალდამცავებს ბანდიტური დაჯგუფებების სასარგებლოდ მოქმედება და ჩასაფრების შესახებ მათი გაფრთხილება შეეძლოთ. ალექსი რეხვიაშვილი ჟურნალი ”გზა”
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |