ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
პუტინი მოკრძალებულად საუბრობს 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე

მოსკოვი – იგი საქარხნო ქალაქებში რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი მუშების დასმულ შეკითხვებს პასუხობდა. მაგრამ ხუთშაბათის ხანგრძლივი საჯარო საუბრის დროს, ყველაზე მეტი ყურადღება ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ მომავალზე დასმულმა შეკითხვამ მიიპყრო. მიიღებს თუ არა იგი მონაწილეობას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში?

”მე ამაზე ვიფიქრებ”, თქვა პუტინმა.

ყოფილი პრეზიდენტი და დღეს პრემიერ-მინისტრი პუტინი აშკარად არ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელიც პოლიტიკურ კარიერას ასრულებს. ყოველწლიური ტელეგადაცემის დროს, რომლის ფორმატიც კითხვებზე პასუხების გაცემაა, ის ვირტუოზულად გამოვიდა და საკუთარი სტატუსის (რუსეთის რეალური ლიდერის) და რუსეთის რიგით მოქალაქეებზე ზრუნვის დემონსტრირებას შეეცადა.

ბევრ კითხვას, 57 წლის პუტინი, რთული სტატისტიკური მონაცემებით, დეტალურად პასუხობდა. ოთხსაათიანი გადაცემის განმავლობაში, რომლის ტრანსლაციაც მთელ ქვეყანაზე მიმდინარეობდა, 90 კითხვა დაისვა, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ პუტინი არ დაღლილა და კიდევ დიდხანს არ დაიღლება პასუხების გაცემით.

ერთ მომენტში მას ჰკითხეს, ხომ არ დადგა დრო, რომ მრავალწიანი სახელმწიფო სამსახურის შემდეგ დაისვენოს. პუტინმა გაიღიმა და თქვა: ”ვერ ეღირსებით”.

ვლადიმერ პუტინი 2002 წლის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობას ორი ვადის განმავლობაში ასრულებდა. მან მესამედ არჩევნებში მონაწილეობა არსებითი შეზღუდვების გამო ვერ მიიღო. ამიტომ თანამდებობა მის ახლო თანაშემწეს დიმიტრი მედვედევს გადაულოცა, რომელიც 2008 წელს პრეზიდენტი გახდა და რომელმაც პუტინი პრემიერ-მინისტრად დანიშნა.

ფინანსური კრიზისით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად, პუტინი კვლავ პოპულარულია. თუკი იგი გადაწყვეტს და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის თავისუფლად შეძლებს ამ პოსტზე ზედიზედ ორი ვადით, 2024 წლამდე (ის ამ დროს 71 წლის იქნება) დარჩენას.

ახლა ეს ვადა 4 წლიანია, თუმცა შარშან მედვედევმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა და პრეზიდენტობის ვადა 6 წლამდე გაიზარდა. ბევრმა ეს ფაქტი ისე აღიქვა, თითქოს რომ პუტინი ძალაუფლებას წინასწარ იბევებს.

ხუთშაბათს პუტინმა განაცხადა: ”2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით მივიღებთ, თუ როგორი სიტუაცია შეიქმნება ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში. მაგრამ დღეს მხოლოდ 2009 წელია”.

და მაინც, პუტინმა არაერთხელ ისაუბრა თავის წარმატებებზე რუსული ეკონომიკის სტაბილიზაციის საქმეში, რომ ოპერატიულად რეაგირებდა პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაში სტიქიური უბედურებებით და კატასტროფებით, ასევე ლოკალური პირადი ტრაგედიებით იქმნება. ”ადამიანებს ქვეყნის პოზიტიური განვითარების სჯერათ”, თქვა მან.

გარკვეულწილად, ხუთშაბათის ღონისძიებამ ხაზი გაუსვა პუტინი-მედვედევის ურთიერთობების არაორდინალურობას, რომლებიც ქვეყანას ე.წ. ”ხელისუფლების ტანდემის” ფარგლებში მართავენ. თუმცა მინიმალურად, მაგრამ მაინც, მედვედევი თანამდებობით უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ის ამგვარი კითხვა-პასუხის რეჟიმში შეხვედრებს არ მართავს, და ვიდრე პუტინი ხუთშაბათს ტელევიზიით მთავარ როლში იყო, იგი ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა.

კითხვას, მიიღებს თუ არა იგი მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მედვედევმა უპასუხა, რომ ამას პუტინთან ერთად გადაწყვეტს.

”როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, ჩვენ ახლობლები ვართ, ერთმანეთის გვესმის და ერთად ვმუშაობთ. ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებას ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ ვკრათ”, განაცხადა მედვედევმა.

ორივე ხელმძღვანელის განცხადებები ცხადყოფს, რომ ისინი ძალიან მოკრძალებულ პროგნოზებს აკეთებენ იმაზე, თუ რა ელით მომავალში, რომ როგორც კი ერთ-ერთი მათგანი უარს იტყვის 2012 წლის არჩევნებში, ის ავტომატურად უიღბლო პოლიტიკოსი გახდება.

რუსი პოლიტიკოსები რეგულარულად ეძებენ განხეთქილების ნიშნებს ამ ორ ადამიანს შორის, თუმცა მტკიცებულებები მათ არ გააჩნიათ. იმავდროულად, პუტინი და მედვედევი ერთმანეთისგან განსხვავებულ მიზნებს ემსახურებიან, რაც ცხადი გახდა ხუთშაბათის ტელეფორუმის დროს პრემიერის პასუხებიდან.

პუტინი თავს არიდებდა ან არ იმჩნევდა იმ კითხვებს, რომლებზეც მედვედევი ამახვილებს ყურადღებას. სხვა თემებთან ერთად ეს არის კორუფცია, ინოვაციები და ადამიანის უფლებები. გასულ თვეში მედვედევმა თავის საპრეზიდენტო გზავნილში განაცხადა, რომ თუკი რუსეთის მოდერნიზაცია არ მოხდება, ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა წამყვან სახელმწიფოებს.

ოქტომბერში მედვედევმა სტალინი გააკრიტიკა. ხუთშაბათს პუტინმა გარკვევით თქვა, რომ სტალინის მიმართ მის დამოკიდებულებაში უფრო მეტი ნიუანსია. პრემიერმა განაცხადა, რომ სტალინმა სასტიკი დანაშაულებები ჩაიდინა, მაგრამ მან ასევე მეორე მსოფლიო ომი მოიგო და საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაცია მოახდინა.

”ნებისმიერი ისტორიული მოვლენა მთლიანობაში უნდა განვიხილოთ”, აღნიშნა პუტინმა.

მედვედევი პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაციის ინიციატივით გამოდის, მაშინ როდესაც პუტინი, რომელსაც ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებენ და მას ავტოკრატს უწოდებენ, არსებული სისტემით კმაყოფილია.

ხუთშაბათს კრემლს ამ ფორუმისთვის არც ფული და არც რეკლამა არ დაუზოგია. ადამიანები კითხვებს სვამდნენ ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, აგზავნიდნენ ტექსტურ შეტყობინებებს. მთლიანობაში ორ მილიონამდე კითხვა დაგროვდა – უფრო მეტი, ვიდრე შარშანდელ გადაცემაში.

პუტინმა მოუსმინა ირინა ცვეტკოვას ომსკიდან, რომელმაც იკითხა, შეიძლება თუ არა სახელმწიფო დახმარების გამოყენება ინვალიდი-ბავშვებისთვის, ასევე ოლეგ ტრუსოვს, რომელმაც ითხოვა, რომ მის 84 წლის დეიდას, როგორც ომის ვეტერანს, იქნებ ბინის მიღებაში დაეხმარონ.

პუტინმა განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ სოფლებში წარმოება აღდგეს. ის პასუხობდა კითხვებს ჯანდაცვის, უმუშევრობის და განათლების პრობლემებზე. მან პირობა დადო, რომ გასულ კვირას ჩქაროსნული მატარებლის აფეთქების გამო, რასაც ადამიანების დაღუპვა მოჰყვა, ტერორიზმს ”ხერხემალში გადაამტვრევს”.

ეს გამოსვლა, მომენტებში, 2009 წელს პუტინის მიღწევების მიმოხილვას მოგაგონებდათ. სახელმწიფო ტელევიზიამ კორესპონდენტები რუსეთის იმ რეგიონებში გაგზავნა, რომლებსაც პუტინი კრიზისული სიტუაციების მოგვარებისთვის სტუმრობდა: ეს იყო პიკალევოც, სადაც ადამიანები ქალაქის ერთადერთი ქარხნის სახელფასო დავალიანებას აპროტესტებდნენ; ”რუსული დეტროიტი” ტოლიატიც, სადაც უზარმაზარი საავტომობილო საწარმოო კომპლექსი კატასტროფულ მდგომარეობაშია; და ჰიდროელექტროსადგური ციმბირში, სადაც ავარია მოხდა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა იმას, თუ როგორ უხდიდნენ ადამიანები პუტინს მადლობას დახმარებისთვის. მართალია კითხვების უმრავლესობა რბილი ფორმით დაისვა, მაგრამ ბევრ ადამიანს არ ერიდებოდა მწვავე, სადაო თემებზე საუბარი.

ქალბატონმა, სახელად ტატიანა გულინმა პიკალევოდან თქვა, რომ ქალაქი ნელ-ნელა კვდება. ”ჩვენც გაგვასახლებენ, თუ თავად წავიდეთ აქედან?”, იკითხა მან.

ეს იყო ერთ-ერთი იმ მრავალი კითხვიდან, რომელსაც პუტინს დაზარალებული საწარმოო რეგიონიდან უსვამდნენ. ხოლო კითხვაზე პასუხისას თუ რატომ ჩავიდა იგი პიკალევოში, პუტინმა გარკვევით თქვა, რომ ამგვარ ვიზიტებს მომავალშიც განახორციელებს.

”მე სწორად და მიზანშეწონილად მივიჩნიე სიგნალი გამეგზავნა, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ყველა დონის ხელმძღვანელისთვის, რომ მათ მოუწევთ პასუხის გაცემა იმაზე, რაც ადგილებზე ხდება”.

კლიფორდ ლევი

ForeignPress

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja