ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რა შეცდომები იყო დაშვებული ცხინვალის ოპერაციისას?

[თამთა ქარჩავა. გაზეთი ”რეზონანსი”]
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი გიორგი ყარყარაშვილი ამბობს, რომ ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებით ეს მისი ბოლო ინტერვიუა. ყოფილი მინისტრი ოსების და აფხაზების გასაგონად ამბობს, რომ ნუ გაიხარებენ დღევანდელი ქართული სახელმწიფოს დროებითი სისუსტით, მარცხით თუ უკან დახევით, რადგან მუდმივი წარმატება სამხედრო საქმეში არ არსებობს. ვისი ბრძანებით ჩავიდა ცხინვალში და რა საუბარი შედგა ომის დაწებამდე მასსა და თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსან სოსო ქუთათელაძეს შორის? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, გიორგი ყარყარაშვილთან.

ბატონო გიორგი, მართლა აიღეს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ცხინვალი?
არ ვიცი. ორი ინფორმაციაა. გარკვეული სამხედრო ხელმძღვანელები იძახიან, რომ იყო აღებული. მეორეს მხრივ, თვითონ ქალაქის აღება რასაც ნიშნავს, არ იყო აღებული. თამარაშენის მხრიდან 300 მეტრით იყვნენ წინ წაწეული, ფრისის მხრიდან იყვნენ სიღრმეში შესულები დაახლოებით 300 მეტრით, შეიძლება სტადიონამდე იყვნენ ჩასულები. ნიქოზის მხრიდან 700 მეტრით იყვნენ წაწეული. ეს ისეთი საკითხია, რომელიც შეიძლება შევაფასოთ, როგორც ცხინვალის აღება. მაგრამ აღება ნიშნავს იმას, როცა მოწინააღმდეგე არაა საერთოდ შიგნით და დროშას ააფრიალებ. სამხედრო ოპერაციის დაგეგმისას მე კორექტივებს შევიტანდი და პირიქით, ცხინვალს ავარიდებდი.

ანუ როკის გვირაბი იქნებოდა მთავარი სამიზნე?
როკის გვირაბის აფეთქება არის ზღაპარი. როკის გვირაბი ასე არ ფეთქდება. 1992 წელის იანვარში გეოლოგიური ინსტიტუტიდან 12 სპეციალისტი მყავდა ჩაყვანილი, მათ შორის ისინი, ვინც მონაწილეობდა ამ გვირაბის მშენებლობაში. დეტალურად შეისწავლეს როკის გვირაბის აფეთქების გეგმება. ხელისუფლების კრიტიკა იმ მხრივ, რომ როკის გვირაბის აფეთქება შესაძლებელი იყოო, ნამდვილად არ შეიძლება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ როკის გვირაბი რომც არ ყოფილიყო, რუსები ფოთიდან შემოვიდოდნენ.

რამდენად დიდია მსხვერპლი?
ღმერთმა დაგვიფაროს, რომ დიდი იყოს, მაგრამ ის ჭორები,რაც ვრცელდებოდა, ჯერ-ჯერობით არ მართლდება. ასევე არ მართლდება არც ის ჭორები, რასაც რუსული ტელევიზია ავრცელებდა 2 ათას დაღუპულ ოსთან დაკავშირებით. ეს რომ მართლა მომხდარიყო, ჩვენ საბოლოოდ დავკარგავდით ოსებს, როგორც ნათესავებს. ეს ამ მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი ბოლო ინტერვიუა.

თუ ჩემს წინადადებას ხელისუფლებიდან ვინმე გულით მოეკიდება, გუბერნატორების დონზე, იქნებ, ისეთი საკადრო პოლიტიკა გატარდეს ამ რეგიონებში, რაც მისაღები იქნება ოსი ხალხისთვის. იქნებ, ვინმე ნორმალური, ასაკოვანი, გამოცდილი გონიერი და ავტორიტეტული კადრი იყოს შერჩეული, რომელიც უშუალოდ იქნება კონტაქტში თუნდაც რუსეთის სამშვიდობოებთან. თუ დღეს ოპერატიულად არ მოხდა რუსების მეშვეობით ჩარჩენილი ტყვეების გამოყვანა, გავლენ რუსები და ლეკიანობა შეიძლება, დაიწყოს უკონტროლო ტერიტორიებზე, სანამ საერთაშორისო გარანტიები შექმნება.

აქვე ოსების და აფხაზების გასაგონად მინდა, ვთქვა: ნუ გაიხარებენ დღევანდელი ქართული სახელმწიფოს დროებითი სისუსტით, მარცხით თუ უკან დახევით. მუდმივი წარმატება სამხედრო საქმეში არ არსებობს. გარკვეული დროის შემდეგ მოდის წარუმატებლობებიც.

როგორ ფიქრობთ, როდემდე გაგრძელდება საქართველოს მიწაზე რუსული ტანკების ბოგინი?
აღმოსავლეთ საქართველოში რეალობა იქნება ასეთი -ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან რუსები გამაგრდებიან მყარად, წინ გამოწევენ სამეთვალყურეო თავდაცვით პოსტებს. ეს იქნება მთელს პერიმეტრზე, დაწყებული ახალგორიდან, დამთავრებული საჩხერემდე. ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სადღაც შეიწევენ კარალეთთან და იქ იქნება პირველი საკონტროლო პოსტები. აფხაზეთისგან განსხვავებით, სადაც მაინც გეოგრაფიულად მდინარე ენგური ჰყოფს დანარჩენ საქართველოსგან აფხაზეთს. აქ ამის როლს შეასრულებს საკონტროლო გამშვები პუნქტები თავდაცვითი ზღუდეებით. ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იქნა ის ე.წ. გასვლა, რომლის ვალდებულება აიღო ვითომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე რუსეთმა. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ენგურიდან ჭუბერამდე ბუნებრივი საზღვარი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გეოგრაფიულად არის დაფიქსირებული.

აქიდან გამომდინარე, ხომ არაა მცდელობა, რომ რუსებმა ცეცხლის გახსნის პროვოცირება მოაწყონ, რათა აქ ყოფნა გაამართლონ?
სიხარულით შეხვდებიან ამას, თუ რაიმე პროვოკაციაზე წამოეგებიან ჩვენი სამხედრო პოლიტიკური სტრუქტურები.

როგორ ფიქრობთ, მართლა იყო რუსების გეგმაში, როგორც სააკაშვილი ამბობს, თბილისის აღება და ხელისუფლების შეცვლა?
სამხედრო მოქმედებები ითვალისწინებს უახლოეს, ძირითად და შემდგომ ამოცანას. უახლოესი ამოცანა რაც იყო დასმული,პრაქტიკულად მათ ძალიან მალე შეძლეს შესრულება. სამხედრო თეორია არ ითვალისწინებს მხოლოდ უახლოესი ამოცანის დასმას, რა თქმა უნდა, შემდგომი ამოცანაც იქნებოდა დასმული. თუმცა რამდენად იყო ბრძანება მიცემული, რომ წასულიყვნენ თბილისისკენ, ეს არ ვიცი.

ასეთ შემთხვევაში რამდენად იყო შესაძლებელი თბილისის დაცვა? როცა მოწინააღმდეგე დაპყობილ ქალაქში შედის, თუ მოსახლეობაში არა აქვს დასაყრდენი, პრაქტიკულად შეუძლებელია დასახული ამოცანის შესრულება. რაც შეეხება სამხედრო წინააღმდეგობას, თბილისში შემოსვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ,საკმაოდ დიდი წინააღმდეგობრივი მოძრაობა დაიწყებოდა, რომელიც საერთო სახალხო წინააღმდეგობაში გადაიზრდებოდა. ვერც 300 და500 ტანკს ვერ უწინასწარმეტყველებ დიდ ქალაქში წარმატებას. შეიძლება, პირველი 3 დღე ყოფილიყო დაბნეულობა, მაგრამ სამი დღის მერე ეს მოჩენებითი წარმატება ჯოჯოხეთად გადაექცეოდათ.

სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ, თუ შეგიძლიათ, თქვათ რა სახის წინააღმდეგობასთან გვქონდა საქმე?
თუ ავიღებთ იმ ძალებს, რა ძალებითაც მოინდომა მოწინააღმდეგემ სამხედრო ოპერაციის განხორიელება, რა თქმა უნდა, უდიდესი იყო. ეს მეტყველებს მოწინააღმდეგეს მიერ ჩვენი სამხედრო ძალების სწორ შეფასებასა და სულისკვეთებაზე. სამწუხაროდ, ანალოგიურს ვერ ვიტყვი ჩვენზე, რომ ჩვენც ასევე სათანადოდ შევაფასეთ მოწინააღმდეგეს სავარაუდო მოქმედებები, შესაძლებლობები და სავარაუდო ძალები, რაც შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული, თუნდაც სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით. ვგულისხმობ ავიაციას და სარაკეტო საშუალებებს. ეს არის სტრატეგიის უპირველესი ამოცანა, რომ სწორად შეაფასო მოვლენების განვითარება, როგორი იქნება მოსალოდნელი ომის ხასიათი. მოწინააღმდეგემ სწორად შეაფასა და ამიტომაც მევეთანხმები პრეზიდენტს, როცა ამბობს, რომ ასეთი ძალები შეიძლება ჩეხოსლოვაკიაშიც კი არ ყოფილა გამოყენებული.

ფიქრობდით, რომ რუსეთი ღიად ჩართავდა ამ კონფლიქტშითავის ფართომასშტაბიან არმიას და გამოიყენებდა ავიაციას?
ვფიქრობდი კი არა, დარწმუნებული ვიყავი. მეტსაც გეტყვით, აღდგომის ღამეს ერთ-ერთ სამხედრო ხელმძღვანელთან, სოსო ქუთათელაძესთან და ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად მომიწია ჭიათურაში ყოფნა. წირვის პერიოდში გარეთ ვიდექით და ვკამათობდით. ვუთხარი, ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ მოვლენებს, მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს, სავარაუდო ხასიათს,მოქმედებებს, ბრძოლის იმ ფორმებს და ხერხებს, რომელიც შეიძლება გამოიყენოს, თუნდაც ავიაციას-მეთქი.

როგორც ვიცი, ხელმძღვანელობის თხოვნით თქვენიმყოფებოდით ცხინვალში და შეხვდით თავდაცვის მინისტრს,რომელმაც დახმარება გთხოვათ. თუ საიდუმლო არაა, რა სახისდახმარების გაწევა გთხოვათ? 11 აგვისტოს, ღამის 12 საათზე ჩემთან მოვიდა მარნეულის გამგებელი და მთხოვა, იქნებ, ხალხი ჩამოიყვანოო. მედავუყენე ჩემი პირობა - ამას ვიზამ იმ შემთხვევაში, თუ მომცემთ უფლებას, იმ ხალხს, რომელსაც მე ჩავიყვან, თვითონ ვუხელმძღვანელებ-მექი. მივიღე დადებითი პასუხი.

ჩავედი მეორე დილით. გენშტაბის უფროსის მოადგილემ ითხოვა ჩემთან შეხვედრა, შევხვდი თავდაცვის მინისტრს, მოკრძალებულად ვთხოვე, თუ ნებას დამრთავთ, ჩავერთვები ერთ ბატალიონთან ერთად, რომელიც ყოფილი “თეთრი არწივის” ვეტერანებისგან იყო დაკომპლექტებული. თავდაცვის მინისტრი, ეტყობა, გადაღლილი იყო და გენშტაბის უფროსის მოადგილე გამომაყოლა შტაბში. გენშტაბის უფროსს, ჩემი ხედვით რაც იყო შესაძლებელი, შევთავაზე.

რა შესთავაზეთ?
მოწინააღმდეგის უპირატესობა იმხელა იყო, რომ ჩვენი ნაწილები ვერანაირად ვერ შეცვლიდა ბრძოლის სასწორს და ამიტომ ომის ხასიათი იყო შესაცვლელი. მე შევთავაზე ომის ხასიათის შეცვლა. გეგმა მარტივი იყო - ხალხი უნდა გამოგვეყვანა წინა ხაზიდან, გამართულიყო საინჟინრო-თავდაცვითი ზღუდეები, რომელიც პირველ ეტაპზე შეაფერხებდა მოწინააღმდეგის წინსვლას, რადგან დროში ძალიან შეზღუდული ვიყავით. საომარი ბრიგადები სასწრაფოდ უნდა გადაწყობილიყო ასეულებად, ოცეულებად და უფრო მეტიც, მათი მოქმედება პირველ ეტაპზე უნდა ყოფილიყო წინააღმდეგობის შეკავება. ბრძოლა უნდა გადასულიყო დირვესიულ ქმედებებზე გორის მისადგომებამდე.

მეორეს მხრივ ვფიქრობდი, რომ მოწინააღმდეგისთვის სადმე ხაფანგი უნდა გაკეთებულიყო. რასაც გულისხმობს ხაფანგი, ეს ვუთხარი გენშტაბის უფროსის მოადგილეს. დღესაც ვთვლი, ეს რომ გაგვეკეთებინა, დღეს ცოტა უფრო ამაყად ვიქნებოდით. თუმცა ვერავის გავამტყუნებ. უკვე გვიანი იყო ამ გეგმის განხორციელება.

ბრძოლის სასწორი იმდენად იყო მოწინააღმდეგისკენ გადაწეული, რომ ნამდვილად ვერ შეძლებდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალები გადაწყობას, თან მართვის სისტემა მთლიანად გარღვეული იყო. კავშირგაბმულობის სისტემა არ მუშობდა. პასუხიც ასეთი მითხრეს - ჩვენი რესურსი უკვე ამოწურულიაო.

გამოდის, რომ ამ ტიპის წინააღმდეგობისთვს არ ყოფილამზად ქართული უსაფრთხოება და თავდაცვითი სისტემა?
ეტყობა, ვერ წარმოგვედგინა, რომ რუსების მიგ-29 ასე თავხედურად ჩაერეოდა ომში. ვერ წარმოედგინათ, თუ ამხელა დივიზია ამხელა ტექნიკით შემოვიდოდა. ამიტომ ვერ განვსაზღვრეთ ომის სავარაუდო ხასიათი. მე ვთვლი, რომ ვიცოდი და ამის მაგალითია სოსო ქუთათელაძესთან, მამუკა ყურაშვილთან და დევი ჩაკვეტაძესთან ერთად ერთი თვით ადრე ჩემი საუბრები და კამათი. უფრო მეტიც,თითქმის ჩხუბამდე მივედით ჩვენ ამ კამათში. მაგრამ ...

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja