|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
რადიკალური ისლამის დასავლეთ აფრიკაში გააქტიურებას წინააღმდეგობა ხვდება |
|
|
“Washington Post”-ის გადმოცემით, მაგალითის მიმცემი დასავლეთ საჰარის უდაბნო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა და კულტურული გზაჯვარედინი იყო, ბოლო წლის განმავლობაში რადიკალური ისლამის შემოტევას განიცდის. ძალადობრივი ბრენდის პოპულარიზაცია საფრთხეს მთელ დასავლეთ აფრიკას უქმნის, რომელიც კონტინენტის დანარჩენი ტერიტორიებისგან განსხვავებით ბოლო დრომდე სტაბილურობას ინარჩუნებდა. თუმცა ბოლო დროს მავრიტანიასა და მალიში მომხდარ ძალადობრივ აქტებს ამერიკელი მასწავლებელი, ბრიტანელი ტურისტი და მალელი პოლკოვნიკი შეეწირნენ, ხოლო ნიგერიაში ორი კანადელი დიპლომატი გაიტაცეს. ზემოთ აღნიშნული ყველა კრიმინალი ალ-ქაიდას ალჟირული წარმომადგენლობის მიერ არის ჩადენილი, რომელთაც ბაზა მალის უდაბნოში აქვთ მოწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ მალი საკმაოდ სტაბილური ქვეყანაა, რომლის მოსახლეობისთვისაც ექსტრემისტული იდეოლოგია უცხო ხილს წარმოადგენს, მალის ხელისუფლება აშშ-სგან ათობით მილიონიან დახმარებას იღებს რადიკალიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ღონისძიებები ძირითადად მუსულმანი მოსახლეობით კომპატქურად დასახლებულ ადგილებში ტარდება, რაც სავარაუდოდ ქვეყანაში ექსტრემისტული ჯგუფების გააქტიურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |