ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რატომ დაფრინავენ რუსული უპილოტო მზვერავები დაუსჯელად

ახალგორის რაიონიდან გამოშვებული უპილოტო თვითმფრინავები დაუსჯელად ზვერავენ ჩვენს სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის დედაქალაქის - თბილისის სიახლოვესაც და ეს სადაზვერვო ფრენები თანდათანობით უფრო ინტენსიური ხდება.

ბევრს ემახსოვრება 2008 წლის გაზაფხულის პერიპეტიები, როდესაც ქართული უპილოტო სადაზვერვო "ჰერმესები" (სამი) რუსულმა გამანადგურებელმა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა გალის რაიონის თავზე ერთმანეთის მიყოლებით ჩამოაგდეს.
დღეს რუსი სამხედროები სამაგიეროს გვიხდიან და ისე გათავხედდნენ, რომ თბილისის სიახლოვესაც დაბოგინობენ.

თუკი არ შეგიძლია აღკვეთო მცირე სიჩქარით მფრენი უპილოტო საფრენი აპარატის "ნავარდი" შენი დედაქალაქის სიახლოვეს, მაშინ როგორ შეებრძოლები ზებგერითი სიჩქარის მქონე რუსულ საფრონტო ბომბდამშენებს, რომლებსაც ჩრდილო კავკასიიდან თბილისამდე მოსაღწევად 5 წუთი ჰყოფნით?!

თუკი მეტისმეტად ობიექტური ვიქნებით, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მცირე ზომის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის აღმოჩენა და, მით უმეტეს, ჩამოგდება, საკმაოდ ძნელია. ასეთი უპილოტო საფრენი აპარატის შიგაწვის ძრავა მცირე სითბურ ეფექტს გამოყოფს, რის გამოც მისი "ჩაჭერა" სითბური დამიზნების გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს - "იგლას" ან "გრომს" - უჭირთ. ამასთან, ძირითადად პლასტმასისკორპუსიანი უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენა და მათთვის რაკეტების დამიზნება უძნელდებათ რადიოლოკაციურ სადგურებსაც, რადგან კომპოზიციური მასალებით დამზადებული უპილოტოების შემჩნევა რთულია.

ასეთ დროს აჯობებდა შვეულმფრენის აფრენა, რომელიც ჰაერში ვიზუალურად აღმოაჩენდა უპილოტო საფრენ აპარატს და შემდეგ ეკიპაჟი და დესანტი შვეულმფრენის გვერდითა ილუმინატორიდან გახსნილი ცეცხლით დააზიანებდა.

მაგრამ შვეულმფრენის გასაფრენად მომზადებას რამდენიმე ათეული წუთი სჭირდება (მით უმეტეს, თუკი ადგილზე არ არის მორიგე ეკიპაჟი), ამიტომაც უკეთესია გამანადგურებელი თვითმფრინავის გაგზავნა, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე არ გვყავს...

ირაკლი ალადაშვილი
”კვირის პალიტრა”

3) ავტორი: giorgi jari
მე რა საღოლ უთხარი ირაკლი ალადაშვილს smile არა ისე რაც მართალია მართალია რა მართლა ძალიან მაგარი ჯურნალისტია.... მე იმენა არენალი მაქ გამოწერილი და როცა მოდის სკოლაში მიმაქ და დასვენებაზე კი არა ლამის გაკვეთილზე ვკითხულობ biggrin biggrin biggrin biggrin

2) ავტორი: ilo khvichia khvichia
sg

1) ავტორი: giorgi jari
მე რომ მკითხოთ რატპომ დაფრინავენ დაუსჯელად?? იმიტომ რომ ტონგუსკები არ გვაქ angry angry angry angry

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja