პერმის მახლობლად მდებარე ავიაბაზაზე 120-ზე მეტმა სამხედრო მომსამსახურემ მეთაურობას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. რუსულ პრესაში ამ აქციას ”მუსლიმანური ბუნტი” შეარქვეს, თუმცა ოფიციალური პირები ბუნტის რელიგიურ მიზეზებს არ ადასტურებენ.
აქციაში მონაწილე ჯარისკაცები ჩრდილოეთ კავკასიიდან არიან, მათი უდიდესი ნაწილი დაღესტნელია, არიან ყაბარდოელებიც. მათი უშუალო მეთაური, პოლკოვნიკი კუზნეცოვი აცხადებს, რომ კავკასიელებმა დანაშაულებრივი ჯგუფები ჩამოაყალიბეს და ცდილობდნენ, საკუთარი ვალდებულებები სხვა ჯარისკაცებისთვის (ნაწილში 500 სამხედროა) გადაებარებინათ.
კერძოდ, ყაზარმის დალაგება და იატაკის რეცხვა კავკასიელი მამაკაცებისთვის შეურაცხმყოფელია და ისინი ამ სამუშაოს შესრულებას რუსებს აიძულებენ. ამ ფონზე ნაწილში დანაშაულმა იმატა და ჯარისკაცების დასაშოშმინებლად მაჰმადიანი ღვთისმსახურების მოწვევაც კი გახდა საჭირო.
მომზადებულია svpressa.ru-ს მიხედვით.