ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რის სანაცვლოდ აღარ მიაწვდის მოსკოვი ირანს С-300-ებს?

С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდება, ის ისრაელსა და აშშ-საც მოსთხოვს, საქართველოს არაფერი მიჰყიდონ...
ირანი ძალიან არის დაინტერესებული თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვით, რომლებსაც შეუძლიათ შეაჩერონ ებრაელი პოლიტიკოსები და სამხედროები, არ გასცენ ირანის ატომურ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმის ბრძანება.
2005 წლიდან თეირანი ცდილობს, რუსეთისგან შეიძინოს С-300 ПМУ-1 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების 5 დივიზიონი მაინც, რომლებიც საიმედოდ ჩაკეტავდნენ ირანის მთავარ სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის დედაქალაქს, ატომურ რეაქტორებს, აეროდრომებს.
რუსეთმა ირანს უკვე მიჰყიდა 29 ცალი ТOP-M1 ტიპის ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. თუმცა, С-300-ებს, მისგან განსხვავებით, გარდა კონკრეტული ობიექტებისა, ირანის საჰაერო სივრცის დიდი ნაწილის გაკონტროლებაც შეუძლიათ, რადგან მისი მოდერნიზებული საზენიტო რაკეტები თითქმის 150 კმ-ზე აზიანებენ საჰაერო ობიექტს.
მოსკოვში არ ლაპარაკობენ ასეთი ხელშეკრულების არსებობაზე, თუმცა ოფიციალურმა თეირანმა რამდენჯერმე განაცხადა (მათ შორის ირანის თავდაცვის მინისტრმაც), რომ რუსეთმა უკვე დაიწყო ირანისთვის С-300-ების მიწოდება.
ჩანს, ეს უფრო დეზინფორმაცია იყო, რომელსაც უნდა შეეჩერებინა ირანულ ატომურ ობიექტებზე ისრაელის ავიაციის შესაძლო თავდასხმები.
რამდენჯერმე ამ ხერხმა გაჭრა, რადგან ისრაელის ხელისუფლება მართლაც ფიქრობდა (და ახლაც ფიქრობს), წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით აეფეთქებინა ირანში ბუშერის ატომური რეაქტორი მისი ამუშავების დაწყებამდე; მსგავსი რამ ებრაელმა პილოტებმა გააკეთეს ერაყში - ააფეთქეს სადამ ჰუსეინის ატომური რეაქტორი.
სხვადასხვა ინფორმაციით, რუსეთს 5 დივიზიონი С-300-ის ირანისთვის მიყიდვით 800 მლნ-დან 1 მლრდ დოლარამდე უნდა მიეღო.
საუდის არაბეთმა მოსკოვს მოულოდნელად შესთავაზა, - თუ ირანს არ მიჰყიდით С-300-ებს, ერ-რიადი 2 მლრდ დოლარის რუსულ იარაღს შეიძენს თეირანთან კონტრაქტის დარღვევით ნანახი ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლადო.
როგორც ხედავთ, აშშ და ისრაელი, საუდის არაბეთი და სხვა წამყვანი ქვეყნები მეტისმეტად არიან დაინტერესებულნი, რომ რუსეთმა С-300-ები არ მიჰყიდოს ირანს და, სამაგიეროდ, ბევრ დათმობაზე წავლენ.
ერთ-ერთ ასეთ დათმობად, უეჭველია, იქცევა ისრაელის ხელისუფლების კატეგორიული გადაწყვეტილება, არ მიჰყიდოს საქართველოს შეიარაღება (მათ შორის "სპაიდერის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები) და მინიმუმამდე შეამციროს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა თბილისთან, რათა არ გააღიზიანოს კრემლი.
ებრაელები ჭკვიან ხალხად არიან მიჩნეულნი, მაგრამ შეიძლება ისინიც მოტყუვდნენ და ირანში არალეგალური გზით მაინც აღმოჩნდეს რუსული С-300-ები ისე, რომ ოფიციალური მოსკოვი სუფთა დარჩება...

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja