ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
როგორ ებრძოდნენ ქართველი კონტრმზვერავები ამერიკელ აგენტს
ამჯერად აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მოქმედების მეთოდებსა და შედეგებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.
ამ რეალური ისტორიის საფუძველზე შემდგომ საბჭოთა კავშირში მხატვრული ფილმიც გადაიღეს. ორივე შემთხვევაში, ბედის განგებით, ქართველები იყვნენ წინა პლანზე...

1980-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კა-გე-ბეს ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა მწერალმა იულიან სემიონოვმა "ჩეკისტების" დაკვეთით რომანი დაწერა - "საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს", რომელსაც საფუძვლად ქვემოთ მოყვანილი ამბავი დაედო, მოგვიანებით კი ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმიც გადაიღეს, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ვახტანგ კიკაბიძე ასრულებს. ბუნებრივია, ორივე - რომანი და ფილმი, მხოლოდ საბჭოთა კავშირის ოფიციალურ ვერსიას ეყრდნობა, სრული სიმართლე ამერიკის აგენტ "ტრიანონის" შესახებ კი ჯერ კიდევ დასადგენია.

საქართველოში "ტრიანონები" დასეირნობდნენ
ჩვენს ქვეყანაში უხსოვარ დროს დინოზავრები რომ დასეირნობდნენ, ყველას კარგად მოეხსენება. ამ ოცდაათი წლის წინ, 1977 წლის მაისში კი, საქართველოს "ტრიანონიც" ეწვია. თბილისი, ბათუმი, ბიჭვინთა და ახალი ათონი - ასეთი იყო მისი მარშრუტი. მას მომხიბლავი ქალბატონი - ოლგა ფომინაც ახლდა, რომელსაც როგორც საცოლეს, ისე წარუდგენდა ხოლმე ქართველ მასპინძლებს.

ქართული სტუმართმოყვარეობა საყოველთაოდაა ცნობილი, მაგრამ ამ სტუმრებს განსაკუთრებული ყურადღებით ხვდებოდნენ: იმჟამინდელი საუკეთესო სასტუმროს, "ივერიის" ლუქს-ნომერი, საუკეთესო რესტორნები, შავი "ვოლგა" და ა.შ. ასეთი ყურადღება გასაკვირი არ იყო, რადგანაც "ტრიანონს" საქართველოს კომპარტიის ცკ მასპინძლობდა. მოსკოვიდან პოლიტბიუროს წევრის, კონსტანტინე რუსაკოვის სამდივნოდან ერთი დარეკვა საკმარისი იყო, საქართველოს ცკ "ყურებზე რომ დამდგარიყო". თბილისელმა "პარტიულმა ბოსებმა" საიდუმლოდ ისიც შეიტყვეს, რომ საქართველოს სტუმარს დღეს თუ ხვალ რუსაკოვის ქალიშვილი თამარ რუსაკოვა უნდა შეერთო ცოლად. ამ ამბავმა ხომ სულ გადარია მასპინძლები - ნამდვილი შეჯიბრება გაჩაღდა - ვინ უფრო გამოიჩენდა თავს სტუმრის პატივისცემაში.
ახალგაზრდა წყვილს სამთავრობო დაცვა (საქართველოს კა-გე-ბეს მე-9 განყოფილება) თან დაჰყვებოდა.
"ტრიანონი" (აშშ-ის დაზვერვის მიერ მინიჭებული ოპერატიული ფსევდონიმი), იგივე "აგრონომი" (კა-გე-ბეს მიერ ოპერატიული დამუშავებისას მინიჭებული ფსევდონიმი) - ასეთი იყო ამ სტუმრის, საბჭოთა დიპლომატისა და, ამასთანავე, 1974 წლიდან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს-ს) აგენტ ალექსანდრე ოგოროდნიკის ფსევდონიმები. საშუალოზე მაღალი, ათლეტური აღნაგობის აგენტი-დიპლომატი დიდი წარმატებით სარგებლობდა მანდილოსნებში.

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მუშაობისას სულ "მუსრი გაავლო" საბჭოთა საელჩოს თანამშრომლების ცოლებს. აშშ-ის დაზვერვას ოგოროდნიკის "დონჟუანობა" არ გამოჰპარვია და მას მომხიბლავი კოლუმბიელი პილარ სანჩესი მიუგზავნა. შემდეგ იყო მაკომპრომეტებელი ფოტოების ჩვენება და გადაბირების კლასიკური ოპერაცია. საინტერესოა, რომ ოგოროდნიკის გადაბირების ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ცსს-ს გამოცდილი ოფიცერი ოლდრიჩ ეიმსი. რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ მუშაობდა საბჭოთა დაზვერვაზე.

მოსკოვში დაბრუნებისას "ტრიანონი" დაინიშნა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო დაგეგმვისა და პროგნოზირების სამმართველოში. ამერიკის დაზვერვისთვის ეს მნიშვნელოვანი პოზიცია იყო. საბჭოთა კავშირის სრულიად საიდუმლო საგარეო-პოლიტიკურ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი ხშირად საბჭოთა კოლეგა ანდრეი გრომიკოზე ადრე ეცნობოდა. იმხანად "ტრიანონს" საბჭოთა უშიშროების მეორე მთავარი სამმართველო (კონტრდაზვერვა) მე-7 განყოფილება ერთი წუთითაც არ ტოვებდა უყურადღებოდ.
ოგოროდნიკის საქართველოში გამომგზავრებამდე მის წინააღმდეგ ჯაშუშობაში მამხილებელი საბუთი კა-გე-ბეს არ ჰქონდა, თორემ შავ ზღვაზე კი არ გამოუშვებდნენ, არამედ ციმბირსაც მოანატრებდნენ. კა-გე-ბეს "ტრიანონის" ვიზიტის ორი ვერსია ჰქონდა: ის ან აშშ-ის დაზვერვის რეზიდენტს თუ მეკავშირეს უნდა შეხვედროდა, ანდა თურქეთში აპირებდა გაქცევას. ორივე შემთხვევაში ოგოროდნიკი სრული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო. ოგოროდნიკი ადრე, ახალგაზრდული ორგანიზაციების კომიტეტში მუშაობის პერიოდში, კა-გე-ბესთან თანამშრომლობდა და საზღვარგარეთ მივლინებისას მის დავალებებსაც ასრულებდა. ამიტომ ის საკმაოდ ფრთხილად იქცეოდა - საიდუმლო ბლოკნოტი მუდამ თან დაჰქონდა, ხოლო შავ ჩანაწერებს უმალვე ანადგურებდა. ხშირად ამოწმებდა, უთვალთვალებდნენ თუ არა.
ქართველი პარტიული მაღალჩინოსნების თავგამოდებაზე უკვე გიამბეთ, ახლა კი ქართველი "ჩეკისტების" პრობლემებზე მოგითხრობთ.

ექსპერტი ეროვნული უსაბრთხოების საკითხებში. უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი
ბესიკ ალადაშვილი

”ყველა სიახლე”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja