ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
როგორ გადაურჩა დიდი ბრიტანეთის მზვერავი დახვრეტას
ამ ისტორიის გმირი საბჭოთა საგარეო დაზვერვის (კა-გე-ბეს პირველი მთავარი სამმართველოს) ლეგალური რეზიდენტი ინგლისში, პოლკოვნიკი ოლეგ გორდიევსკია, რომელიც 1970-იანი წლების დასაწყისში დანიაში სამსახურებრივი მივლინებისას ინგლისის დაზვერვის ("მი-6") აგენტი გახდა.
ნგლისელი "ჯეიმს ბონდების" ფარული ხელშეწყობით 1985 წლის გაზაფხულზე, კერძოდ, აპრილში, "ცენტრმა" გორდიევსკი ლონდონის რეზიდენტურის ხელმძღვანელადაც კი დანიშნა. ინგლისელების დახმარება კი იყო ის, რომ მათ ლონდონიდან სხვადასხვა მიზეზის გამო, თანდათანობით გააძევეს საბჭოთა რეზიდენტურის ყველა გამოცდილი თანამშრომელი გორდიევსკის გარდა. ამიტომაც კა-გე-ბეს ხელმძღვანელობა იძულებული შეიქნა, დიდ ბრიტანეთში საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ოლეგ გორდიევსკი დაემტკიცებინა.

გორდიევსკის, ალბათ, ბრწყინვალე კარიერა ელოდა, რომ არა ბედისწერა. 1985 წლის გაზაფხულზე ვაშინგტონში მდებარე საბჭოთა კავშირის საელჩოში გამოცხადდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსანი ოლდრიჩ ეიმსი და საიდუმლო ინფორმაციის გამხელის სანაცვლოდ 50 ათასი დოლარი მოითხოვა. თანხმობის მიღების შემდეგ ეიმსმა კა-გე-ბეს გადასცა საბჭოთა სპეცსამსახურების იმ თანამშრომელთა სია, რომლებიც უცხო ქვეყნების დაზვერვისთვის მუშაობდნენ, მათ შორის იყო ოლეგ გორდიევსკის გვარიც. გორდიევსკი სასწრაფოდ მოსკოვში გამოიძახეს და დაიწყო მისი დაკითხვების (რომლის დროსაც ფსიქოტროპულ საშუალებებსაც იყენებდნენ), ფარული მოსმენისა და თვალთვალის ხანგრძლივი პროცესი. გორდიევსკის ბინის ტელეფონი ისმინებოდა, ოთახები "ხოჭოებით" (ფარული მოსმენის აპარატურა) და სათვალთვალო აპარატურით იყო სავსე, ქუჩაში "მეშვიდეს" (გარე თვალთვალის სამმართველო) გოგო-ბიჭები არ სცილდებოდნენ.

კა-გე-ბე გორდიევსკის დაჭერას და დახვრეტას არ ჩქარობდა, რადგანაც სურდა, "მი-6"-თან მისი მოსკოვური კონტაქტები გამოევლინა. "საბჭოთა მონსტრი" - კა-გე-ბე - დარწმუნებული იყო, რომ მისი მეთვალყურეობიდან ვერავინ გაიქცეოდა და ინგლისის აგენტს კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა. ჯოჯოხეთური წნეხის მიუხედავად, გორდიევსკიმ თითქმის არარეალური რამ - საბჭოთა კავშირიდან გაქცევა - გადაწყვიტა და "მი-6"-ის მიერ წინასწარ შედგენილი გეგმის განხორციელებას შეუდგა. გორდიევსკი პროფესიონალი იყო, ამიტომ თავისუფლად დაუსხლტა გარე თვალთვალის ბრიგადას და დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლებს განგაშის პირობითი ნიშანი მისცა. დღეში ორჯერ, სასპორტოდ ჩაცმული შინიდან სავარჯიშოდ გადიოდა. გაქცევის წინადღეს, ახლობლებთან ტელეფონზე საუბრისას, იცოდა რა, რომ უსმენდნენ, გორდიევსკიმ მცდარ კვალზე დააყენა კა-გე-ბე - ვითომდა ნათესავებთან მიდიოდა სტუმრად.

ამგვარი ოპერატიული მანევრების შემდეგ საბჭოთა კონტრდაზვერვის ყურადღება მოდუნდა, რითაც ისარგებლა გორდიევსკიმ და 1985 წლის 20 ივლისს საბჭოთა კავშირიდან გაიქცა. მისი მარშრუტი და გადაადგილების საშუალებები რაღაცით წააგავს "ჯარისკაცის მამის" - გოდერძი მახარაშვილის ფრონტის ხაზამდე მიღწევის ცნობილ ეპოპეას. რამდენიმე სახის სატრანსპორტო საშუალების გამოცვლის შემდეგ, 21 ივლისს გორდიევსკი დათქმულ ადგილზე, კერძოდ, ვიბორგთან - ფინეთის საზღვართან ახლოს იყო. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ ბრიტანელი დიპლომატების ორი მანქანა გამოჩნდა, აგენტი ერთ-ერთ საბარგულში მოათავსეს და დიდი სიჩქარით ფინეთის საზღვრისკენ გასწიეს. საბჭოთა მესაზღვრეებმა უპრობლემოდ გაატარეს დიპლომატები და... მეორე დღეს გორდიევსკი ლონდონში იყო.

კა-გე-ბეს ხელმძღვანელობამ მხოლოდ 15 აგვისტოს შეიტყო, რომ "თაგვმა კატას აჯობა" და მოღალატე რეზიდენტი უკვე სამშვიდობოს იყო. მანამდე ამ სპეცსამსახურს ასეთი მძიმე შეცდომა არასოდეს დაუშვია. რუსეთში მისი საქმის გამგრძელებლები და გულშემატკივრები დღესაც მძიმედ იხსენებენ ამ ფიასკოს. თუმცა სამარცხვინო შედეგის მიუხედავად, კა-გე-ბეს იმჟამინდელი ხელმძღვანელებიდან არავინ დასჯილა.

ლონდონში გორდიევსკის ცხოვრების მატერიალური უზრუნველყოფა მთლიანად დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ იკისრა. საერთო თანხამ, სხვადასხვა მონაცემით, 180-230 ათას გირვანქა სტერლინგს მიაღწია. ყოფილი საბჭოთა რეზიდენტი ამჟამადაც აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და "მი-6"-თან. სწორედ გორდიევსკის დახმარებით გამოააშკარავეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის საგარეო დაზვერვის 100-ზე მეტი აგენტი. 1985 წლის ბოლოს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ოლეგ გორდიევსკის დახვრეტის განაჩენი გამოუტანა.

საინტერესოა, რომ ეს განაჩენი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც არ გაუქმებულა და დღესაც ძალაშია, რის გამოც გორდიევსკის მშვიდი სიბერე არ უწერია. რუსეთის სპეცსამსახურების კილერების შიშით 70 წელს მიღწეულ გორდიევსკის ჯერ კიდევ უხდება პარიკითა და გრიმით სიარული...
რუსეთის ჯიბრით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება პატივსა და ყურადღებას არ აკლებს კა-გე-ბეს ყოფილ პოლკოვნიკს. 2007 წლის ივნისში დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ქვეყნის წინაშე გაწეული დიდი დამსახურებისათვის ოლეგ გორდიევსკის ბრიტანეთის უმაღლესი ჯილდო - "წმინდა მიხეილისა და წმინდა გიორგის" ორდენი გადასცა.

ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი
ბესიკ ალადაშვილი

”ყველა სიახლე”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja