რუსეთი და შეერთებული შტატები იარაღდებიან და კიბერომი რეალობად იქცა
ანგარიშის თანახმად, კიბერომი უკვე რეალობად იქცა, რადგან სულ ცოტა ხუთი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები და რუსეთი უკვე იარაღდებიან ვირტუალური იარაღით.
წელს პოლიტიკურად მოტივირებული კიბერთავდასხმების ტალღამ, ისეთებმა, როგორიც იყო თავდასხმა თეთრ სახლსა და აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტზე, დაადასტურა, რომ შეიარაღების რბოლამ საერთაშორისო არენაზე ახლა ონლაინ გადაინაცვლა, აცხადებს კვლევა.
კველავში ნათქვამია, რომ კიბერბრძოლებმა შეიძლება ”კატასტროფული” გავლენა იქონიოს ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე, რადგან ელექტრომომარაგება, წყლის მიწოდება და საფინანსო ბაზრები, რისკის ქვეშ არიან.
მიუხედავად იმისა, რომ პოტენციურ ონლაინ ომზე კარგა ხანია ლაპარაკობენ, ვირტუალური კრიმინალური ანგარიში, რომელიც ვებ-უსაფრთხოების ფირმამ McAfee გამოსცა აცხადებს, რომ ეს სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმიდან რეალურ ფაქტად იქცა.
პოლ კურტცის, თეთრი სახლის მრჩევლისა და კვლევის შემსრულებლის განცხადებით, (კვლევა 20-ზე მეტ ექსპერტთან ინტერვიუს საფუძველზე ჩატარდა) საფრანგეთი, ისრაელი და ჩინეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომელთაც უკვე აქვთ კიბერსაომარი პროგრამები.
” McAfee გლობალორი კიბერ შეიარაღების რბოლაზე ორი წლის წინ გაფრთხილებდათ, მაგრამ ჩვენ სულ უფრო მეტი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ ეს რეალობად იქცევა”, - განაცხადა დევიდ დილტმა, McAfee-ის პრეზიდენტმა.
”რამდენიმე სახელმწიფო მსოფლიოში აქტიურადაა ჩართული კიბერ-ომისა და თავდასხმების მსგავს სამზადისში. ”დღეს იარაღი ბირთვული კი არ არის, არამედ ვირტუალურია და ყველა უნდა ადაპტირდეს ამ საფრთხის გათვალისწინებით”.
ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყნების ინფრასტრუქტურა ინტერნეტთანაა დაკავშირებული და არასაკმარისი კონტროლის გამო მოწყვლადია ჰაკერებისთვის, გვაფრთხილებს ანგარიში.
მთავრობათა შორის მომავალ კიბერომებში კომპანიებიც ორმხრივ ცეცხლში მოხვდებიან, რადგან ბევრი უმნიშვნელოვანესი მომსახურება კერძო ბიზნესის სახით ფუნქციონირებს.
გასულ თვეს კონგრესის მრჩეველთა ჯგუფმა აშშ-ში განაცხადა, რომ ჩინეთი, როგორც ჩანს, მზარდ ტექნიკურ შესაძლებლობებს იმისთვის იყენებს, რომ დახვეწილი და გრძელვადიანი კომპიუტერული თავდასხმების მეშვეობით აშშ-ს სადაზვერვო მასალა მოაგროვოს.
საქართველომ ასევე დასდო ბრალი მთავრობასთან დაკავშირებულ რუს ჰაკერებს, ამ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის ომის მიმდინარეობისას, ქართული საიტების
გამორთვაში.
მეთიუ მური
ForeignPress
ჰა აა როგორია??? ისე მემგონი ჩვენც უნდა დავიწყოთ მზადება რა... ხო გახსოვთ არა ომის დროს საგაერო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდძე მიშა შედარებული იყო ჰიტლერთან რა საიტი რო გატეხეს და.... 2 დღე დაგვჭირდა მაგის ამოსაშლელად