რუსეთისთვის მთავარ საფრთხეს ნატო-ს გაფართოება წარმოადგენს, - ამის შესახებ საუბარია რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინაში, რომელსაც პრეზიდენტმა დიმიტრი მედევედევმა ხელმოწერით დაამტკიცა. დოკუმენტში ნათქვამია - "რუსეთის წინააღმდეგ ფრთომასშტაბიანი ომისა და ბირთვული თავდასხმის საფრთხე ნაკლებია, თუმცა ზოგიერთი მიმართულებით რუსეთის წინააღმდეგ საფრთხეები იზრდება".
დოკუმენტში ჩამოთვლილია "ძირითადი საფრთხეები" - საერთაშორისო ნორმების დარღვევით ნატო-ს მისწრაფება, შეიძინოს გლობალური ფუნქცია და წევრი ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთის ფედერაციას მიაუახლოვოს, მათ შორის წევრი ქვეყნების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე;
ზოგიერთ ქვეყანასა და რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა და სტრატეგიული სტაბილურობის დარღვევა; უცხო ქვეყნების (ან ქვეყანათა ჯგუფის მიერ) სამხედრო კონტინგენტის თავმოყრა რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ქვეყნებში; სტრატეგიული ანტისარაკეტო თავადაცვითი სისტემების შექმნა და განთავსება, რომელიც გლობალურ სტაბილურობას და ბირთვულ-სარაკეტო ბალანსს არღვევს;
კოსმოსური სივრცის მილიტარიზაცია; რუსეთის ფედერციასთან და მის მოკავშირეებთან ტერიტორიული პრეტენზიები მის შიდა საქმეებში ჩარევას ნიშნავს; იმ ქვყენების რაოდენობის გაზრდა, ვისაც ბირთვული იარაღი აქვთ; რიგი ქვეყნების მიერ იარაღის შემცირების შესახებ შეთანხმების დარღვევა; რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში სამხედრო დაპირისპირების ინსპირირება; ტერორიზმის გავრცელება; კონფესიათა შორის დაპირისპირება, საერთაშორისო რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფებების გააქტიურება.
როგორც რუსული სააგენტოები წერენ, ყველა ამ საფრთხისგან დასაცავად, ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებასთან ერთად, რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა პრევენციულ ბირთვულ დარტყმებსაც ითვალისწინებს. რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს თავისი შეიარაღებული ძალები ქვეყნის ტერიტორიის გარეთ. მათ შორის, ქვეყნის და რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად და "იძულებით მშვიდობის დასამყარებლად". როგორც ცნობილია, რუსეთის სამხედრო დოქტრინაში აღნიშნული პუნქტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შევიდა.
"ინტერპრესნიუსი"