|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ " Georgian Airways "-ისგან... |
|
|
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, მათ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას მიმართვა გაუგზავნეს, სადაც ქართული მხარისაგან დადასტურებას ითხოვენ იმისა, რომ ქართულ ავიაკომპანიას ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია იმისათვის, რომ რუსეთში ჩარტერული და რეგულარული ფრენების განახორციელოს.
"რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ქართულმა ავიაკომპანიამ "Georgian Airways "-მა მიმართა თხოვნით მიიღონ ნებართვა ჩარტერული რეისების მარშრუტით _ თბილისი-მოსკოვი-თბილისი განხორციელების შესახებ 2009-2010 წლების საახალწლო დღესასწაულების პერიოდში",_აცხადებენ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ "საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის არსებული შეთანსხმების მიხედვით, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ქართული მხარისაგან გამოითხოვა დასტური იმისა, რომ ავიაკომპანია "Georgian Airways"-ს საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მხრიდან რუსეთში ჩარტერული და რეგულარული რეისების განსახორციელებლად ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია".
შეგახსნებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 2008 წლის აგვისტოში შეწყდა.
"GHN.ge"
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |