ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რუსეთს და საქართველოს ისევ ომი აქვთ – ეკრანებზე

TIME

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთს და საქართველოს ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი ომი ჰქონდათ და ეს ქვეყნები ახლა დავას კინოეკრანებზე განაგრძობენ. რუსმა კინემატოგრაფისტებმა უკვე გამოუშვეს გაკრიალებული დოკუმენტური და რომანტიკული მხატვრული ფილმები, რომლებშიც საქართველო გენოციდის ჩამტარებელ აგრესორად დახატეს. ახლა კი კონფლიქტთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოსახატად საქართველოს მთავრობა რენი ჰარლინს, ჰოლივუდელ რეჟისორს, რომელმაც ”კერკეტი კაკალი 2” გადაიღო, უჭერს მხარს. ყველაფრეს ის ავსებს, რომ ენდი გარსია დარტყმის ქვეშ მყოფ, რუსული ტანკების პირისპირ მდგომ ქართველ პრეზიდენტს ასახიერებს.

ომის მთავარი მსხვერპლი, როგორც ცნობილია, სიმართლეა. რუსულ-ქართულ ომთან დაკავშირებით, უახლოესი მაგალითი, ალბათ სიმართლის მოძიებისა ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული გამოძიება იყო, რომელსაც წელიწადზე მეტი დასჭირდა იმისთვის, რომ დაედგინა, ვინ ისროლა პირველად. ეს საქართველო იყო, დაადგინა ანგარიშმა, მაგრამ ამასობაში ისიც ითქვა, რომ რუსეთმაც მომდევნო თავდასხმისას საერთაშორისო სამართალი დაარღვია. მაგრამ ნუ ელოდებით ამ ნიუანსებიდან რომელიმეს აღმოჩენას ფილმებში, რომელთა მიზანი ისტორიის გადაწერაა.

თავიდან მედიაში გამოცდილი პრეზიდენტი, რომელსაც ვაშინგტონი უჭერს მხარს, მიხეილ სააკაშვილი, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იურისტი, სასტიკად უწევდა რეკლამირებას იმ ფაქტს, რომ ომი რუსული ექსპანსიონიზმის შედეგი იყო. მან ათეულობით ინტერვიუ მისცა დასავლურ მედიას, მაშინაც კი როდესაც ყუმბარები ცვიოდა და განაცხადა, რომ მომავალი ფილმი გარსიასთან მთავარ როლში ამ შეხედულებას კიდევ უფრო განავრცობს. ”მართლაც ზუსტად ახლა ამერიკელი რეჟისორი ჰოლივუდურ ფილმს იღებს და დარწმუნებული ვარ, რუსეთს აქ საუკეთესო კონტექსტში არ წარმოადგენენ” - განუცხადა მან კიევში თავმოყრილ მხარდამჭერებს. ”მართალია ენდი გარსიამ მანამდე ”ნათლიაში’ (III) ითამაშა და მისი ევოლუცია მაფიოზიდან საქართველოს პრეზიდენტამდე არ იწვევს საუკეთესო ასოციაციებს. მაგრამ ვფიქრობ ჩვენ ყველაფერს მოვახერხებთ”.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ დიდბიუჯეტიან ფილმს საქართველოს მთავრობა არ აფინანსებს. ”ჩვენ საკმაოდ ბევრი პრობლემა გვაქვს ჩვენი რეჟისორების დაფინანსების მხრივ” – განაცხადა მან უკრაინაში თავყრილობაზე, რომელსაც TIME ესწრებოდა. მაგრამ სცენარის ავტორმა დავით იმედაშვილმა TIME -ს უთხრა, რომ თავდაპირველი დაფინანსება პროექტისთვის საქართველოს მთავრობამ გაიღო. ასეთი პროექტი, განაცხადა მან საქართველოს შესაძლებლობას აძლევს საპასუხოდ დაარტყას გათავხედებულ ჩრდილოელ მეზობელს. ”საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, რუსეთი გოლიათია” – განაცხადა იმედაშვილმა. ”იდიოტობაა რუსეთთან ომში ჩაბმა, მაგრამ ჩვენ სხვა რამ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ საკუთარი თავი სხვა გზით უნდა დავიცვათ”. ფილმის აღმასარულებელი პროდიუსერი, მირზა დავითაია, რომელიც პარლამენტისა და სააკაშვილის პარტიის წევრია, იმეორებს ამ აზრს. ”ეს ჩვენი შანსია, ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, თუ რა ხდებოდა აქ” – განაცხადა მან ინტერვიუში. ”ყველაფერი ისტორიულ ფაქტებს ეფუძნება”.

მაგრამ რუსეთს მოვლენათა საპირისპირო ვერსია აქვს და მილიონობით დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ დარწმუნებულიყო, მისი ვერსია ხალხს მისწვდა. პირველ მცდელობას გრაფიკული დოკუმენტური ფილმსი”08/08/08 – ღალატის ხელოვნება” წარმოადგენდა და ის ეკრანებზე კონფლიქტის დასრულებიდან სამ თვეში გამოვიდა. ფილმში ამტკიცებდნენ, რომ დაქირავებული ამერიკელები ეხმარებოდნენ ქართულ მთავრობას სამხრეთ ოსეთის, სეპარატისტული რეგიონის ხალხის წინააღმდეგ გენოციდის ჩატარებაში, ხოლო რუსეთი, მისი თქმით, იძულებული იყო ჩარეულიყო, რათა ისინი დაეცვა. მაგრამ პროექტი ჩავარდა. მისი ნარატორი, კანადელი ჯორჯ ოუთსი იყო, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოფილი მთარგმნელი, მაგრამ იქ მოყვანილი არგუმენტები სიმპათიით განწყობილი კრიტიკოსებისთვისაც ისეთი მოუქნელი ჩანდა, რომ YouTube--ზე მისი რუსული და ინგლისური ვერსიებიც 12,000-ზე ნაკლებმა დამთვალიერებელმა ნახა.

ომის უფრო ამბიციური ჩვენების მცდელობა მარტში გამოჩნდა, მხატვრული ფილმი Olympus Inferno, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა. აქ მიდგომა უფრო ნატიფი იყო და იმ ამერიკელი მეცნიერის თავგადასავალს აღწერდა, რომელმაც შემთხვევით გადაიღო ქართული შემოჭრა სამხრეთ ოსეთში, როდესაც პეპლის, სახელად დიახ Olympus Inferno-ს შესწავლით იყო დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ სასიყვარულო ამბავს ყვებოდა, გზავნილი აქაც იდენტური იყო: გასულ აგვისტოს ქართული არმია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თარეშობდა და ამერიკელი სამხედროები ამაში ეხმარებოდნენ.

ზუსტად თავისი ქართველი კოლეგებივით ფილმის რეჟისორი იგორ ვოლოშინი ამტკიცებს, რომ მისი ნამუშევარი ისტორიული დოკუმენტია, ისევე როგორც ხელოვნების ნიმუში. ”ამ ფილმში ძალიან ობიექტური პოზიციაა გამოხატული”, უთხრა ვოლოშინმა TIME -ს. ”ერთის მხრივ ეს მხატვრული ფილმია, ხელოვნების ნიმუში, მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით, ჩვენ ტყუილი არ გვითქვამს”. როდესაც ჰკითხეს როგორ მიაგნო სიმართლეს, კონფლიქტის მღვრიე წყალში, ვოლოშინმა განაცხად, რომ მას არაფრის მტკიცება არა სჭირდება. ”დრო აჩვენებს, ვინ იყო მართალი” – გვითხრა მან.

შესაძლოა ასეც მოხდეს, მაგრამ ახლა რუსეთს ახალი ფილმის გადაღება უნდა, რათა კონფლიქტის თავისეულ ვერსიას განუმტკიცოს პოზიცია. სახელგანთქმულმა სერბმა რეჟისორსმა ემირ კუსტურიცამ მოსკოვში თავის მხარდამჭერებთან ღამის კლუბში შეხვედრის შემდეგ პროექტზე უარი თქვა. მაგრამ არ გაგიკვირდეთ, თუ ფილმის ხელმომწერად ვინმე სხვა აღმოჩნდება და რუსმა კინომოყვარეულებმა ნაცნობ საგანზე კიდევ ერთი ფილმი იხილონ.

სიმონ შუსტერი
ForeignPress

ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja