|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველო შეიარაღებას ნატოს-გან, ისარაელისა და უკრაინისგან კვლავ იღებს |
|
|
რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, ალექსანდრ შლიახტუროვის განცხადებით, საქართველო შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას ნატოს-გან, ისარაელისა და უკრაინისგან კვლავ იღებს. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო "ტრენდი" სხავადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. "ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, საქართველო, როგორც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე, ნატო-ს ქვეყნებისგან, ისრაელისა და უკრაინისგან სამხედრო დახმარებას კვლავ იღებს. ნატო-ს ქვეყნები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, ალიანსის მონაწილეები ან როგორც მათ უწოდებენ, ნატო-ში ახლად შესული წევრები საქართველოს, ძირითადად, იარაღს და აღჭურვილობას აწვდიან. აშშ საქართველოს ჯარების პირადი შემადგენლობის ნატო-ს ტაქტიკით მომზადებას ეწევა, ისრაელი საქართველოს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის, უკრაინა - მძიმე შეიარაღებას, კერძოდ, ტანკებსა და საჰაერო თავდაცის საწინააღმდეგო საშუალებებს", - აცხადებს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი. მისივე თქმით, უკრაინის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდება სახელმწიფო ხაზით არ ხდება, არც უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების მფარველობისა და ინფორმაციის გარეშე. ამასთან, შლიახტუროვმა აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე, ასევე, საქართველოს პოლიტიკაზე ამ რეგიონების მიმართ რუსეთის დაზვერვის სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. "სადაზვერვო სამსახური ქვეყნის წინაშე მდგარ სხვა საფრთხეებზეც აქტიურად მუშაობს, როგორიც არის ამერიკის შერთებული შტატებისა და ნატო-ს ქმედებები საქართველოსა და უკრაინის ალიანსში ჩასათრევად, ასევე, ამერიკის ახალი გეგმები ანტისარაკეტო სისტმის ევროპაში განთავსების თაობაზე", - აღნიშნა მან. "ინტერპრესნიუსი"
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |