ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რუსული "ბაყაყი" ამერიკული "რაპტორის" წინააღმდეგ

მეხუთე თაობის რუსული გამანადგურებელი, ბოლოს და ბოლოს, აფრინდა, თუმცა ამერიკული F-22 Raptor - ამდე ჯერ ბევრი უკლია...

29 იანვარს პირველი საგამოცდო გაფრენა განახორციელა ახალმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა, რომელსაც "სუხოის" საავიაციო საკონსტრუქტორო ბიურო ორი ათეული წელი განსაკუთრებით საიდუმლოდ აწყობდა.

ეს თვითმფრინავი იშიფრება, როგორც "საფრონტო ავიაციის პერსპექტიული საავიაციო პროექტი", თუმცა მასმედიაში დროდადრო ჟონავდა ინფორმაცია მის სხვა დასახელებებზეც - Т-50 და "ნაკეთობა 701".

პირველი საცდელი ფრენა 47 წუთი გაგრძელდა. ჰაერში მას სერიული გამანადგურებელი СУ-30 მიაცილებდა. მათი ვიზუალური შედარებისას ნათლად ჩანს ის ძირითადი განსხვავება, რაც "სუხოის" ახალ საფრენ აპარატს მეხუთე თაობის რეაქტიულ საბრძოლო თვითმფრინავების კლასს მიაკუთვნებს.

დღემდე მსოფლიოში იწარმოება მეხუთე თაობის მხოლოდ ერთი, მრავალდანიშნულებიანი საბრძოლო თვითმფრინავი - F-22 Raptor-ი, ჩვენებურად "რეპტილია". მეორე, ასევე ამერიკული მეხუთე თაობის F-35, ჯერჯერობით გამოცდას გადის და მისი სერიული წარმოება ალბათ 5-6 წლის შემდეგ დაიწყება.

დაახლოებით ასეთივე ბედი ელის რუსულ Т-50-საც, რომლის სერიულ წარმოებაში ჩაშვებამდე საფრენოსნო გამოცდებს შეიძლება 5-10 წელიც კი დასჭირდეს.
"სუხოის" წინამორბედი СУ-27/СУ-30-ისგან განსხვავებით, მეხუთე თაობის Т-50-ის ვერტიკალური ფრთასხმულობა მნიშვნელოვნად დახრილია, ძრავები ერთმანეთისგანაა დაშორებული და კონსტრუქციაში უხვად არის გამოყენებული კომპოზიციური მასალები, რაც ამცირებს მის რადიოლოკაციურ შემჩნევადობას.
რუსული "სტელსის" მთავარი განსხვავება კი მაინც ისაა, რომ შეიარაღება (მართვადი და უმართავი რაკეტები და ბომბები) ფიუზელაჟის შიგნით ბომბნაკვეთურში თავსდება.

აქამდე ყველა რუსული საფრონტო დანიშნულების საბრძოლო თვითმფრინავს (არა მარტო გამანადგურებელს, არამედ საფრონტო ბომბდამშენ СУ-24М-საც კი) შეიარაღება ფრთებისა და ფიუზელაჟისქვეშა პილონებზე ეკიდათ, რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა მათ რადიოლოკაციურ შემჩნევადობას. მეხუთე თაობის რუსული Т-50-ის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები კვლავ გასაიდუმლოებულია, თუმცა საავიაციო ექსპერტების მარჩიელობით, შეეძლება განავითაროს 2500 კმ/სთ სიჩქარე და 5,5 ათას კმ-ზე იფრინოს.

ბრტყელი ფორმის გამო Т-50-ს უკვე შეარქვეს "ბაყაყი", თუმცა ამ ათწლეულში რუსული "ბაყაყი" ძნელად თუ გაუწევს კონკურენციას ამერიკულ "რეპტილიას", რადგან ულტრათანამედროვე ამერიკული რადიოელექტრონული აპარატურა ბევრად ჯობს რუსულს (შესაძლოა, რუსულ Т-50-ში ჩვენი თანამემამულის, კონცერნ "ავიონიკის" პრეზიდენტის გივი ჯანჯღავას ხელმძღვანელობით შექმნილი ელექტრონული აპარატურაა დამონტაჟებული).

რუსული "ბაყაყი" ამერიკულ "რეპტილიას" თუ შეეჯიბრება, კონკურენციას მხოლოდ გასაყიდი ფასით გაუწევს.

ამერიკული F-22 Raptor-ის გასაყიდი ფასი საარაკოა - თითქმის 200 მლნ დოლარი, რითაც ის მსოფლიოში უძვირეს გამანადგურებელ თვითმფრინავად მიიჩნევა.
"სუხოის" წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მათი Т-50-ის საცალო ფასი მსოფლიო ბაზარზე 40 მლნ დოლარზე ბევრად მეტი არ იქნება.

ასეთ შემთხვევაში მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავების ყველაზე რეალური პოტენციური მყიდველები, მათ შორის ინდოეთი, არჩევანს ნამდვილად რუსულ "ბაყაყზე" გააკეთებენ, ვიდრე ამერიკულ "რეპტილიაზე".
ირაკლი ალადაშვილი

1) ავტორი: paata falcona
t-50 pak/fa, rom gamovida f22-is fasi mere daeca. oficialurad iyo 183mln us dolari da axla daaxlovebit 141mln dolaria. tan manamde misi warmoebis licenzia aravis ar qonda amerika awarmoebda marto. axla ki saubaria warmoebis licenzia miiyidos iaponiaze da israelze. me michndeba kitxva. rato moxdeboda es yvelaferi tu pak/fa igive t-50 f22-is seriozuli konkurenti araa?

ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja