რუსეთმა აფხაზეთის სანაპიროზე საბრძოლო კატარღების შეყვანა გადადო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთში გამოცხადებული გლოვის დღე გახდა. ოფიციალური მოსკოვი აფხაზეთში სამი სამხედრო კატარღის შეყვანას გეგმავს. რუსეთის სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაციით კატარღები ოჩამჩირეში რამოდენიმე დღეში განლაგდებიან. სეპარატისტები ამ ფაქტთან დაკავშირებით საზეიმო დახვედრის ორგანიზებასაც გეგმავენ. ოფიციალური მოსკოვის განმარტებით სამი კატარღა აფხაზეთის ე.წ. ტერიტორიულ წყლებში მუდმივად იქნება დისლოცირებული და დე-ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოებას დაიცავს. რუსეთის გადაწყვეტილება ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც დაგმეს.