ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რუსული "ტოჩკისთვის" წერტილოვანი მიზნები მთელ საქართველოშია...

რუსულმა მედიამ თავის გენერალიტეტზე დაყრდნობით კიდევ ერთი საახალწლო "საჩუქრით" გაგვახარა - ოკუპირებულ ცხინვალთან შექმნილი მე-4 რუსული სამხედრო ბაზის არსენალში ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების Точка-У-ს ტიპის სარაკეტო კომპლექსების დივიზიონი გამოჩნდა.

თუმცა ეს მოულოდნელი არც ყოფილა, რადგან აფხაზეთში С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისა, ხოლო ცხინვალთან ჩვტჰხ-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ცალკეული დივიზიონის განთავსების შემდეგ ლოგიკური ჩანდა რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების შემოტანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სიმართლე რომ ითქვას, პირველი რუსული Точка-У-ები ქართულ მიწაზე ჯერ კიდევ 2007 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა. აგვისტოს ომამდე ათიოდე თვით ადრე რუსულმა მხარემ ოჩამჩირესთან მალულად განათავსა Точка-У-ს ბატარეა, რომელმაც 2008 წლის 10 აგვისტოს სამი კასეტურქობინიანი რაკეტა გაისროლა ფოთის მიმართულებით. ასევე არსებობს ვიდეო და ფოტომასალა, თუ როგორ გადაადგილდება Точка-У-ს გასაშვები დანადგარი როკის გვირაბის სიახლოვეს აგვისტოს ომის დღეებში, ამიტომ არ არის გამორიცხული, ეს სარაკეტო კომპლექსები მაშინაც ყოფილიყო შემოყვანილი.

რატომ იყო სამხედრო თვალსაზრისით აუცილებელი, რომ მოსკოვს თავისი "ტოჩკები" უშუალოდ ოკუპირებულ ქართულ მიწებზე შემოეყვანა?
აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს 25 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ესროლა, მათგან ორი Искандер-ი და 23Точка-У გახლდათ. ამ 23 "ტოჩკიდან", როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამი ოჩამჩირიდან იქნა გაშვებული ფოთისაკენ, დანარჩენი ოცი კი ჩრდილო კავკასიიდან გვესროლეს (ვიდეოკადრები, თუ როგორ უშვებენ "ტოჩკებს" ჩრდილო კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი მდინარის ხეობიდან, ინტერნეტშიც მოიძებნება).

ჩრდილო კავკასიიდან საქართველოს დედაქალაქს 120კმ-რადიუსიანი "ტოჩკა" კი სწვდება (განსაკუთრებით - დაღესტნიდან), მაგრამ ჩანს, რუსეთის გენშტაბში სურდათ, მათ "ტოჩკების" ფრენის მაქსიმალურ რადიუსზე არ ემოქმედათ. რაც უფრო შორი მანძილიდან უშვებენ "ტოჩკას" რაკეტას, მით უფრო მეტია მიზნიდან აცილების ალბათობა - მაგალითად, 56 კმ სიშორეზე გაშვებული Точка-У-ს მიზნისთვის "შესაძლებელი აცილების წრე" 10 მ-ს შეადგენს, ხოლო 70კმ-დან სროლისას ამ პარამეტრმა შეიძლება 235 მ-იანი "წრე" შეადგინოს (ნორმატივით განსაზღვრულია, რომ მიზნის თავდაპირველი კოორდინატები შეიძლება 100 მ-ის ცდომილებით იყოს განსაზღვრული, ხოლო თავად რაკეტის სტარტის წერტილი არა უმეტეს 80 მ-ის ცდომილებით უნდა შეირჩეს).

გამოდის, რომ რაც უფრო ახლოდან გაუშვებდნენ რუსი ოკუპანტები "ტოჩკებს", მით უფრო ზუსტად ხვდება რაკეტები მიზანს.
გარდა ამისა, ცხინვალიდან ოკუპირებულ ახალგორში გადმოყვანილი "ტოჩკები" უფრო ადვილად სწვდება ძირითად ქართულ სამხედრო ბაზებს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის - მარნეულსა (დაახლოებით 75კმ) და ვაზიანში (70კმ-მდე). ახალგორიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე და თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომამდე 65კმ-მდეა, თავად თბილისამდე კი - მხოლოდ 50კმ, რაც იმას ნიშნავს, რომ "ტოჩკას" შეუძლია დედაქალაქში 20-30 მ-ის სიზუსტით დააზიანოს მიზანი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცხინვალთან "ტოჩკების" დივიზიონი განათავსეს. ერთ დივიზიონში 2-3 ბატარეაა გაერთიანებული. თითოეულ ბატარეას 2-3 სარაკეტო გასაშვები დანადგარი აქვს შეიარაღებაში. გამოდის, რომ ცხინვალთან მდებარე საოკუპაციო ბაზაზე მათ 4-დან 9-მდე გასაშვები დანადგარი განათავსეს, ანუ მათ შეუძლიათ ერთდროულად ამდენი რაკეტა გამოუშვან საქართველოს სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით და 19 წუთში ახალი რაკეტები დააყენონ გასაშვებ დანადგარებზე.

შეიძლება თუ არა "ტოჩკის" სტარტის დროულად აღმოჩენა და მოსახლეობის გაფრთხილება?
მზადყოფნა #1-დან, როდესაც სარაკეტო კომპლექსში უკვე შეყვანილია მიზნის კოორდინატები (რომლებსაც ГРУ-ს კოსმოსური დაზვერვის ცენტრალური არქივიდან ციფრული ფოტოსურათების სახით იღებენ), რაკეტის ჰორიზონტალურიდან შვეულ მდგომარეობამდე აწევასა და სტარტს მხოლოდ 15 წმ სჭირდება. რაკეტის ფრენის მაქსიმალური სიჩქარე წამში ერთ კილომეტრს აღემატება და მას მხოლოდ 136 წმ სჭირდება 120კმ-ის დასაფარად. ქართულმა უპილოტო სადაზვერვო აპარატმა რომც დააფიქსიროს "ტოჩკის" რაკეტის შვეულად აწევა და სტარტი, 2-3 წუთი ნამდვილად არ იქნება საკმარისი, რომ დროულად მოხდეს პრეზიდენტის სასახლისა და გაერთიანებული შტაბის თუ ვაზიანის სამხედრო ბაზის ევაკუაცია.

ჰაერში რაკეტის ბალისტიკური ფრენის ტრაექტორიაზე ყველაზე მაღალმა წერტილმა შეიძლება 26კმ-ს მიაღწიოს, რაც შეუძლებელს ხდის ქართული საჰაერო თავდაცვის საზენიტო რაკეტების მიერ მის ჩამოგდებას არათუ პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც კი.

საქართველოს მიმართულებით ნასროლი თითქმის ყველა რუსული "ტოჩკის" საბრძოლო ქობინი კასეტური იყო. თავად ქობინი 480კგ-ს იწონის და მასში 50 ცალი (თითოეულის მასა 7,45კგ-ია) ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი ელემენტია მოთავსებული. მიზნის თავზე, 2250მ-ის სიმაღლეზე, საბრძოლო ქობინი იშლება და 50-ივე ელემენტი გარეთ იფანტება.

თითოეული ელემენტი 316 ცალ 7გ-იან ნამსხვრევს შეიცავს და ყველა ელემენტის მიწაზე დაცემისას აფეთქების შედეგად საერთო ჯამში 15800 ნამსხვრევად გამოიტყორცნება, ეს კი თითქმის 7 ჰექტარზე აზიანებს ცოცხალ ძალას.

ასე რომ, კასეტურქობინიანი რუსული "ტოჩკები" შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე არაჰუმანურ იარაღად, როდესაც მათ ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ იყენებენ, რაც მოხდა კიდეც ფოთსა და გორში (გორში კასეტურქობინიანი "ისკანდერი" ჩამოვარდა).

რა პოლიტიკური მიზნები შეიძლება ჰქონდეს რუსული "ტოჩკების" ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე შემოტანას?
დასავლეთი და მათ შორის თურქეთიც ყბადაღებულ შეშფოთებასა და აღშფოთებასაც კი აღარ ამჟღავნებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სერიოზული რუსული შეიარაღების შემოტანასთან დაკავშირებით.

არადა, NATO-ს წევრ თურქეთში მაინც უნდა ხვდებოდნენ, რომ თუკი დღეს რუსული "ტოჩკები" ცხინვალიდან მხოლოდ თბილისს სწვდება, ხვალ სიტუაცია შეიცვლება და საფრთხე თურქეთსაც დაემუქრება.

რუსეთის 1-ელი და 464-ე სარაკეტო ბრიგადები, რომლებიც ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქში შედიოდა და რომელთა ნაწილიც ოჩამჩირესა და ცხინვალთან გადმოისროლეს, უკვე გადადიან გადაიარაღების უფრო თანამედროვე სარაკეტო სისტემებზე -Искандер-ებზე. თუკი უკვე მოძველებულიТочка-У-ს მოქმედების მაქსიმალური მანძილი მხოლოდ 120 კმ იყო, Bცრფყლტჰ-V-ის მოდიფიკაცია უკვე 500კმ-ს სწვდება!

დიდი ანალიზი არ სჭირდება იმის დადგენას, რომ ცხინვალთან დაბინავებული რუსული სარაკეტო დივიზიონი რამდენიმე წელიწადში სწორედ 500კმ-რადიუსიანი "ისკანდერებით" გადაიარაღდება. ამიტომაც ანკარაში, თურქეთის გენშტაბში, თუკი რუკებს დააკვირდებიან, აღმოაჩენენ, რომ ოკუპირებული ცხინალიდან "ისკანდერებით" რუსეთი თურქეთის ტერიტორიის მთელ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს დაფარავს, ხოლო ასევე ოკუპირებული გალის რაიონიდან თურქეთის შუაგულამდე მიაღწევს.

თუკი NATO-ს წევრი პოლონეთი ფიქრობს, რომ კალინინგრადის ოლქში განლაგებული რუსული ბირთვულქობინიანი "ისკანდერები" მისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რატომ არ შეიძლება, იმავე "ისკანდერებით", ოღონდ ოკუპირებული ქართული მიწებიდან, NATO-ს წევრ თურქეთსაც სერიოზული საფრთხე დაემუქროს?

ირაკლი ალადაშვილი

2) ავტორი: SHOOTER SHOOTER
sad angry

1) ავტორი: SHOOTER SHOOTER
chven ra shegvidzlia ro gavaketot??????
es nato da gaero albat erti ors sheshpotdeba agshpotdeba mere dagmobs da vsiooo, saqartvelo ki sul pexebze kidiat, es chveni mshvidobis myopeli ruseti kide adzlierebs da adzlierebs shemtevi iaragit tavis brigadebs da ro kitxo mshvidobis dasacavad aketebs amas

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja