ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
SA. 316 ”ალუეტ III”

საბრძოლო ვერტმფრენი SA. 316 ”ალუეტ III”
საფრანგეთის არმიის შეიარაღებაზე არის საბრძოლო ვერტმფრენი SA. 316 ”ალუეტ III”. ეს არის მრავალმიზნობრივი ვერტმფრენი, რომლის დანიშნულებაა ტაქტიკური დაზვერვის წარმოება, ჯარების მართვის უზრუნველყოფა და სახმელეთო ჯარების შენაერთების შტაბებს შორის დაკავშირება; ასევე - საარტილერიო ცეცხლის კორექტირება, სახმელეთო ჯარების საცეცხლე დახმარება და მოწინააღმდეგის ტანკებთან ბრძოლა.
”ალუეტ III”-ის სერიული წარმოება დაიწყო 1960 წელს. მსოფლიოს 73 ქვეყანაში მისი 1 400 ეგზემპლარი გაიგზავნა. შვეიცარიაში, რუმინეთსა და ინდოეთში მას ლიცენზიით უშვებდნენ.
ვერტმფრენს აქვს ერთი აირტურბინის ძრავა და სამსაყრდენიანი შასი, რომელიც ფრენისას არ ეკეცება. მისი კაბინა საკმაოდ დიდი ზომისაა და მასში შეიძლება მოთავსდეს 6-8 შეიარაღებული მედესანტე. ძრავა ფუზელაჟის ზედა ნაწილშია მოთავსებული. ვერტმფრენის სამიზნე-სანავიგაციო აღჭურვილობა საშუალებას იძლევა, იგი გამოყენებულ იქნეს ტანკებთან საბრძოლველად.
”ალუეტს” აქვს სამფრთიანი წამყვანი პროპელერი და საჭის პროპელერი. ფრთები ლითონისაა. საჭის პროპელერი დაყენებულია ვერტმფრენის კუდის ბოლოში და გააჩნია დამცავი ზღუდე. ვერტმფრენის შეიარაღებაში შეიძლება შედიოდეს 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი ან 20 მმ-იანი ქვემეხი, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები და უმართავი რაკეტები.
SA. 316 ”ალუეტ III”-ის ტაქტიკურ-ტექნიკური დახასიათება:
ეკიპაჟი - 3 ადამიანი.
მაქსიმალური ასაფრენი მასა - 2,25 ტონა.
ფუზელაჟის სიგრძე - 10 მ.
ვერტმფრენის სიმაღლე - 3 მ.
წამყვანი პროპელერის დიამეტრი - 11 მ.
ძრავის სიმძლავრე - 870 ცხენის ძალა.
მაქსიმალური სიჩქარე - 190 კმ-სთ.
ფრენის მანძილი - 600 კმ.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja