ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
საქართველო ისლამისტ ტერორისტთა სამიზნე?!
ცოტა ხნის წინ საქართველო პირველად მოექცა საერთაშორისო ტერორისტების თვალთახედვის არეში. ტერორისტული ქსელ "ალ-ქაიდას" ლიდერმა და მსოფლიოს #1 ტერორისტად აღიარებულმა უსამა ბინ ლადენმა თავის ბოლოდროინდელ მიმართვაში, რომელიც ევროპისთვის იყო გამიზნული, საქართველოს საკმაო ადგილი დაუთმო.

წინასწარ გვინდა დავამშვიდოთ მკითხველი, რომ "ალ-ქაიდას" ლიდერი ჩვენს ქვეყანას ტერაქტებით არ დამუქრებია. მან, უბრალოდ, შეახსენა ევროპულ და საერთაშორისო საზოგადოებრიობას ის, რაზეც ჩვენში გასაგები მიზეზების გამო ხმამაღლა ლაპარაკს ერიდებიან. ბინ ლადენმა საქართველო მოიყვანა როგორც თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს ყველაზე მძიმე მომენტში საკუთარი მეგობარი ან მოკავშირე ქვეყნის მიტოვება და 2008 წლის აგვისტოს ომი გაგვახსენა. "თქვენთან ახლოს მყოფი სახელმწიფოს - საქართველოს სიტუაციაზე შეგიძლიათ კარგი გაკვეთილი მიიღოთ: ამ ქვეყნის ხალხს ბომბავდნენ და ამცირებდნენ. მათ დახმარებისათვის ამერიკას მიმართეს იმისათვის, რომ აღედგინათ სუვერენიტეტი, რაც მათ წაართვეს, თუმცა ამერიკა მათ ცარიელი სიტყვების გარდა, არაფრით დაეხმარა. Mმხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველომ დაჟინებით მოითხოვა დახმარება, იქ, როგორც იქნა, მივიდნენ ამერიკული გემები, მაგრამ არა საქართველოს სუვერენიტეტის აღსადგენად, არამედ იმისთვის, რომ მათთვის ჩაეტანათ ის, რაც სულაც არ სჭირდებოდათ - რამდენიმე კარავი, ცოტა საკვები და სარეცხი ფხვნილი - დაფიქრდით ამაზე ღრმად! გონიერი ადამიანი ფუჭად არ გაფლანგავს ფულს და არ გასწირავს თავისი ქვეყნის შვილებს, ვაშინგტონში მოკალათებული კრიმინალური ბანდის გულისათვის," - ნათქვამია ბინ ლადენის მიმართვაში.

ამასობაში კი ხელისუფლება მასობრივ პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებს საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ ავღანეთში მიმდინარე ომი საქართველოს ომიც არის და ამაში პრაქტიკულად ყველა მის მიერ კონტროლირებული სტრუქტურა ჰყავს ჩართული. ახლახან ნატოს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა თემაზე - "საქართველოს სამშვიდობო მისია ავღანეთში", ისაუბრეს ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების წვლილზე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. ამგვარი შეხვედრები უკვე სისტემატურად ჩატარდება საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლისათვის, მათ დასარწმუნებლად, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროების თალიბებისა და "ალ-ქაიდას" წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის არის საჭირო(?!). ნოემბრის შუა რიცხვებში ქართული სამხედრო ასეული ავღანეთში ნატოს უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში ჩაერთვება. გაზაფხულისთვის ავღანეთში საბრძოლო მისიით უკვე ქართული ბატალიონი გაიგზავნება. საქართველოს ავღანეთში 750 კაცი ეყოლება და ამ მაჩვენებლით კოალიციაში მონაწილე ქვეყნების პირველ ათეულში გადაინაცვლებს. ერთი ასეული ქაბულში უნდა განლაგდეს, მეორე კი - სისხლისმღვრელი შეტაკებების ეპიცენტრში. ზოგი ოპოზიციონერი პარლამენტარი და სამხედრო ექსპერტი შეშფოთებას გამოთქვამენ ქართული ქვედანაყოფების სუსტი საბრძოლო მომზადებისა და დაბალი საბრძოლო და ფსიქოლოგიური მოტივაციის გამო. მათი ინფორმაციით, ეს სწორედ იმ ბატალიონს ეხება, რომელსაც საბრძოლო მისიის შესრულება მოუწევს. ყველასათვის და, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ავღანეთის კონტინგენტში წამსვლელ სამხედროებს, ავღანეთში დემოკრატიის დამკვიდრებასა და მსოფლიო უსაფრთხოების გამყარებაზე მეტად მატერიალური სარგებლის მიღების სურვილი ამოძრავებთ. ის ხელფასი და სოციალური პაკეტი, რომელსაც ჩვენი სამხედროები ავღანეთში წასვლისათვის მიიღებენ, არც ისე დიდია, რომ ამისათვის თავის გაწირვა ღირდეს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც უკიდურესი სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მზად არიან, დათანხმდნენ კონტრაქტის პირობებს. თუმცა რისკი იმისა, რომ ფსიქოლოგიურად და სამხედრო კუთხით მოუმზადებელი ჯარისკაცები პირდაპირ სასაკლაოზე შეიძლება აღმოჩნდნენ გაგზავნილი, მაინც დიდია. "ავღანური ბატალიონის" დაკომპლექტებაში უკვე პრობლემებმა იჩინა თავი და ბატალიონის რამდენიმე წევრმა უარი თქვა ავღანეთში წასვლაზე.

ავღანეთის ომში ქართველი სამხედროების მონაწილეობის მთავარი სიახლე ის არის, რომ ისინი უკვე უშუალოდ ჩაერთვებიან საბრძოლო მოქმედებებში და მოუწევთ იმათი განადგურება, ვისაც ავღანეთში ნატოს სარდლობა ტერორისტებად მიიჩნევს. ეს კი "ალ-ქაიდას" და იქ მოქმედ მსგავს ორგანიზაციებს, ბუნებრივია, შეუმჩნეველი არ დარჩებათ. აქვე მკითხველს შევახსენებთ, თუ როგორ აიძულა "ალ-ქაიდამ" ესპანეთის მთავრობა, ავღანეთიდან ჯარები გამოეყვანა, როდესაც 2004 წელს მადრიდში მატარებელი ააფეთქა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხელისუფლებამ ჯერაც ვერ აუხსნა გასაგებად საზოგადოებას, რა პოლიტიკურ სარგებელს ელოდება ქვეყნისათვის ავღანეთში ნატოს ოპერაციაში მონაწილეობით.

რაც შეეხება ბინ ლადენის ბრალდებებს, რომ ამერიკამ საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს "გადააგდო", ჩვენ ქრონოლოგიურად გავაანალიზეთ იმჟამინდელი მოვლენები და მივედით სამწუხარო დასკვნამდე, რომ ბინლადენი ნაწილობრივ მართალია.

ომი რუსეთთან რეალურად 7 აგვისტოს დაიწყო 9 აგვისტოს შედგა სატელეფონო საუბარი ჯორჯ ბუშსა და დიმიტრი მედვედევს შორის და რუსეთს მხოლოდ მოუწოდეს ცეცხლის შეწყვეტისაკენ. M9 აგვისტოს, როდესაც პრაქტიკულად ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო, შედგა სატელეფონო საუბარი ბუშსა და მიხეილ სააკაშვილს შორის. Mმხოლოდ 10 აგვისტოს, როდესაც რუსული ჯარი უკვე თბილისს უახლოვდებოდა, თეთრმა სახლმა რუსეთი გააფრთხილა, რომ საქართველოში ინტერვენცია "მნიშვნელოვან და ხანგრძლივ ზეგავლენას იქონიებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე".

მხოლოდ 12 აგვისტოს, როდესაც რუსების მიერ თბილისის აღებისა და, შესაბამისად, სააკაშვილის მთავრობის ჩამოგდების პრობლემა დადგა, ჯორჯ ბუში უკვე პირადად აფრთხილებს რუსეთს, თუმცა, ისიც ცნობილია, რომ იმ დღეს ბუშმა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის არ ურჩია საქართველოში ჩასვლა.
მხოლოდ 13 აგვისტოს, ანუ ომის დაწყებიდან თითქმის 1 კვირის შემდეგ დაჯდა თბილისის აეროპორტში აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი ჰუმანიტარული ტვირთით და ბუშმა საქართველოს ნაპირებთან აშშ-ის სამხედრო გემების გაგზავნის მითითება გასცა. გემებით, რომლითაც ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი ამერიკის სამხედრო დახმარებას ელოდა, სინამდვილეში მართლაც კარვები, პამპერსები და საკვები კონსერვები ჩამოიტანეს ....\

ზაზა შანიძე

”ყველა სიახლე”

1) ავტორი: giorgi gaxokidze gaxo
ara binladebi zog sakitxshi martalia

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja