ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
საქართველო რუსეთზე ფიქრობს და ავღანეთის საქმეში მასშტაბური წვლილი შეაქვს
Telegraph.co.uk

ავღანეთში 1000-მდე სამხედროს გაგზავნით, საქართველო საკუთარ უსაფრთხოებაში სერიოზულ ინვესტიციას ახორციელებს, მისი დიდი მეზობლის და ყოფილი მმართველის რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთთან შარშანდელი ომის შემდეგ, მოსკოვთან გახანგრძლივებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნატო-სთან კავშირების განმტკიცებისკენ მიისწრაფვის და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წვლილი შეაქვს აშშ-ს ხელმძღვანელობით ავღანეთში თალიბანთან და ალ-ქაიდასთან ბრძოლის საქმეში.

თბილისი იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი არამხოლოდ გაზრდის მის კავშირებს დასავლურ სამხედრო ალიანსთან, არამედ მის არმიას ძალზედ აუცილებელ სამხედრო გამოცდილებას შესძენს, რომელსაც ის რუსეთთან ან რუსების მიერ მხარდაჭერილ ქართულ სეპარატისტულ რეგიონებთან სხვა კონფლიქტში გამოიყენებდა.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს წვლილს ავღანეთში ის პირდაპირ უკავშირებს ქვეყნის უსაფრთხოებას რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების პირისპირ.

”ვიდრე ჩვენი მოკავშირეები… სხვა საკითხებზე არიან კონცენტრირებულები, ჩვენი მტერი სულ უფრო აქტიური ხდება, რაც უფრო მალე გადაწყდება ავღანეთის პრობლემა და რაც უფრო სწრაფად დასრულდება ერაყის ომი, საქართველო მით უფრო დაცული გახდება” – თქვა მან ერთ-ერთი საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცებისადმი მიმართვაში.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით საკუთარ ჯარს არ უკრძალავს ავღანურ ოპერაციაში მონაწილეობას და მისი თქმით, მისია გამოცდილების მიღების თვალსაზრისით ასევე ძალიან ღირებულია.

”ეს უნიკალური შანსია ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მიიღონ რეალური საომარი ნათლობა. ჩვენ ჯარი მხოლოდ სამხედრო აღლუმებზე სატრაბახოდ არ გვჭირდება” – თქვა მან.

მომავალ გაზაფხულზე საქართველო ავღანეთში, აშშ-ს მეთაურობის ქვეშ ორ მსუბუქ დაჯგუფებას და მძიმე ბატალიონს გაგზავნის, სულ 1 000-ზე ოდნავ ნაკლებ ჯარისკაცს.

ქვეითთა ჯგუფის სახით 170 ქართველი სამხედრო უკვე ავღანეთში იმყოფება და საფრანგეთის მეთაურობის ქვეშ მსახურობს. ისინი იქ გასულ თვეს ჩავიდნენ.

საქართველო, ასევე აშშ-ს ხელმძღვანელობით ერაყში მიმდინარე კამპანიის საკვანძო მონაწილე გახლდათ. 2 000 ქართველი ჯარისკაცი ყველაზე სახიფათო ზონაში, ირანის საზღვართან მსახურობდა. ეს აშშ-ს მოკავშირეებს შორის, ბრიტანეთის შემდეგ მოცულობით მეორე ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტიგენტი იყო.

ავღანეთში მისი სამხედრო კონტიგენტის ზრდა (რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც ყველაზე დიდი წვლილი, რაც კი რომელიმე ქვეყანას ერთ სულ მოსახლეზე გაუღია) დაკავშირებულია აჯანყებულებზე ახალი შეტევის განსახორციელებლად 40-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარე მზადებასთან, ავღანეთში მთლიანი სამხედრო რიცხოვნობის დაახლოებით 150 000 სამხედრომდე გაზრდისთვის.

ქართველი ჩინოვნიკების თქმით, ეს იმას ადასტურებს, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებისკენ ხუთწლიანი სწრაფვის შემდეგ, ალიანსს მიეკუთვნება.

”საქართველო ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობისკენ მიისწრაფვის, ამიტომ ჩვენ გვჭირდება იმის დემონსტრირება, რომ გვსურს არამხოლოდ ამ უსაფრთხოების მომხმარებლები ვიყოთ, არამედ განმხორციელებლებიც” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ.

ცოტა თუ ელოდება იმას, რომ საქართველო ახლო პერსპექტივაში ნატო-ს წევრი გახდება.

”მაგრამ თბილისი იმედოვნებს, რომ თუნდაც წევრობის გარეშე ის გარკვეულ სარგებელს მიიღებს და მისი წვლილი არ იქნება დავიწყებული, თუკი ის ხელახლა აღმოჩნდება რუსეთთან მორიგი კონფლიქტის პირისპირ” – ამბობს თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის ანალიტიკოსი.

”სამშვიდობო ოპერაციებში ჩვენი მონაწილეობა იმ ტიპის წვლილია, რომელიც იმ შემთხვევისთვის ემახსოვრებათ, თუკი ჩვენ ჩვენი მოკავშირეებისგან დახმარება დაგვჭირდება” – თქვა მან.

შარშანდელი კონფლიქტის დროს რუსული არმიის ნაწილები საქართველოში შეიჭრნენ, რათა აღეკვეთათ საქართველოს მცდელობა სამხედრო ძალით დაებრუნებინა სეპარატისტული რეგიონი სამხრეთ-ოსეთი, რომელიც წლების განმავლობაში აქტიური რუსული მხარდაჭერით სარგებლობდა.

მას შემდეგ, რაც მთელ საქართველოში მოახდინა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია და დაბომბა სამიზნე ობიექტები, რუსეთის არმია სამხრეთ-ოსეთის და მეორე აჯანყებული რეგიონის, აფხაზეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა და ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

ამ ორი რეგიონის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. თბილისმა რუსეთი სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციასა და ორივე რეგიონში სამხედრო ძალის გაზრდაში დაადანაშაულა. იმავდროულად, მოსკოვი საქართველოს მისი არმიის აღდგენასა და რეგიონების ძალით დაბრუნებისთვის მზადებაში სდებს ბრალს.

ბარამიძის თქმით, კონფლიქტის დროს საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა უკიდურესად სჭირდებოდა და შესაძლოა კვლავ დასჭირდეს. ”რუსეთი საქართველოს მთლიანად გადაყლაპავდა, რომ არა ის დასავლური მხარდაჭერა, რაც ჩვენ მივიღეთ” – თქვა მან.

”რა თქმა უნდა, საქართველო ეძებს უსაფრთხოების გარანტიებს (საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით). თუკი ჩვენ გვსურს რომ გადავრჩეთ, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული ერი, ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება”.

მაიკლ მეინვილი

ForeignPress

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja