ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
საქართველო საბჭოთა უშიშროების ყოფილი თანამშრომლებისთვის სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს
BBC
საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორი ათეული წლის გასვლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიზანია არ დაუშვას საჯარო დაწესებულებებში საბჭოთა უშიშროების სამსახურის ყოფილ თანამშრომლების მუშაობა.

თბილისის გამოქვაბულივით არქივებში, თაროებზე 1921 წლით დათარიღებული ფერადი საქაღალდეები აწყვია. თითოეული მათგანი საბჭოთა ეპოქის მსხვერპლთა შესახებ დეტალურ დოკუმენტაციას შეიცავს, მათ შორის საბჭოთა ხელისუფლების ცენტრალური კომიტეტის ბრძანებებს მათ დეპორტაციაზე ან ბრძანებების აღსრულებაზე. სიურპრიზს არ წარმოადგენს ის, რომ ამ საქაღალდეების რიცხვი განყოფილებაში უზარმაზარია, რომელიც 1930-იან წლებს ეხება, პერიოდს როდესაც სტალინის რეპრესიები პიკს აღწევს. საქართველომ მისი არქივები 2004 წელს გახსნა, მას შემდეგ რაც პრო-დასავლელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აირჩია.

მაგრამ პროცესი სახელწოდებით ლუსტრაცია, რაც განწმენდას ნიშნავს და საბჭოთა რეჟიმის ”თანამშრომლების” აღნუსხვას გულისხმობს – ჯერ-ჯერობით არ განხორციელებულა, მაშინ როდესაც ჩეხეთის რესპუბლიკამ, უნგრეთმა და ბალტიის სახელმწიფოებმა ეს კანონი 10 წლის წინ მიიღეს.

თუმცა, დღეს პარლამენტარმა გია თორთლაძემ ლუსტრაციის კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც საქართველოს საბჭოთა ეპოქასთან საბოლოოდ გამიჯნავს.

”ჩემი თაობის ადამიანები, რომლებიც 40-დან 50-წლამდე ასაკის არიან, საბჭოთა უშიშროების სისტემაში იყვნენ ჩართულები” – ამბობს ის – ”ამიტომ, ჩვენ მათი საქმეების შესწავლის უფლება უნდა გვქონდეს”.

”თუკი მათი კავშირი ამ უწყებასთან დადასტურდება, მათ ექვსი თვე მიეცემათ განმარტებისთვის. ამის შემდეგ მოხდება მათ მომავალზე გადაწყვეტილების მიღება”.

კანონი აუკრძალავს მათ და არა მხოლოდ მათ, არამედ ნებისმიერს, ვინც სხვადასხვა საბჭოთა კომიტეტის წევრი იყო, სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობას.

ამ ქვეყნის ისტორიაზე ერთი თვალის გადავლებითაც გასაგები ხდება, თუ რატომ არ მიიღო საქართველომ დღემდე ეს კანონი. 1990-იან წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სულ მალე, თბილისი მის ორ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში საკუთარი იურისდიქციის აღდგენას შეეცადა. დღევანდელ დღეს ყველაფერ საბჭოთაზე უარის თქმა საქართველოს მთავრობის ანტი-რუსულ პოზიციას უკავშირდება. პარლამენტის მმართველი პარტიის წარმომადგენლები კანონპროექტს მხარს უჭერენ, მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსი დარწმუნებულია, რომ მისი მიღების უკან შეთქმულება იმალება.

”ჩემთვის ეს კანონი დღევანდელი ადამიანების პოლიტიკაში მუშობის თავიდან აცილებას ნიშნავს” – ამბობს გიორგი ფარცხალაძე, თბილისის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმიდან.

”არსებობენ ცალკეული ფიგურები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ საბჭოთა უშიშროებასთან და ისინი დღემდე პოლიტიკურად ძალიან აქტიურად მუშაობენ მოსკოვთან. ჩვენ ეს ვიცით და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეჩერდეს მათი ხელისუფლებისკენ სვლა”.

ბატონი ფარცხალაძე კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს და შესაძლოა ეს იდენტიფიკაციის პროცესი, ყველაზე სერიოზული დაბრკოლება აღმოჩნდეს მთავრობის მზადყოფნაში განახორციელოს ლუსტრაციის კანონი. დღეს ქვეყნის საბჭოთა არქივების მხოლოდ 20%-ია შემორჩენილი. მათი ნაწილი რუსეთში ინახება. თუკი გავითვალისწინებთ საქართველო-რუსეთის დღევანდელ ურთიერთობებს, ნაკლებად სავარაუდოა რომ მათი საქართველოსთვის დაბრუნება უახლოეს მომავალში მოხდება.

იმ ფონზე, როდესაც მტკიცებულებები არასაკმარისია, ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის მოტივაციას ამ კანონპროექტის მხარდაჭერის საქმეში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

ნინო ბურჯანაძე, პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”-ს ლიდერი ამბობს, რომ როდესაც პარლამენტში იგივე კანონპროექტი რამდენიმე წლის წინ შევიდა, ის არ მიიღეს. ახლა ის აცხადებს რომ – ”იგივე ხალხი, რომელიც მაშინ ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიოდა ახლა კანონპროექტს მხარს უჭერს, რაც მე კიდევ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ეს ყველაფერი არის ”პიარი” და მეტი არაფერი”.

ასე რომ, რატომ გეგმავს მმართველი პარტია ამ კანონის მხარდაჭერას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არქივების გარეშე? თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდია ამბობს, რომ – ”დღევანდელი პოლიტიკური ელიტა, მთავრობის და ოპოზიციის დიდი ნაწილის ჩათვლით, საკმაოდ ახალგაზრდაა და ძალიან ცოტა ადამიანია ისეთი, რომელიც საბჭოთა სპეც-სამსახურებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ასე რომ ვფიქრობ, მთავრობას ესმის, რომ ეს უფრო სიმბოლური ჟესტია”.

საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანია ისეთი, რომელიც კომუნისტური იდეების ერთგული რჩება. სოსო გაგოშვილი თბილისის საბჭოთა მუზეუმის ხელმძღვანელია. ეს პატარა, ნესტიანი ადგილია, რომელსაც ძალიან ცოტა დამთვალიერებელი ჰყავს.

ის თავის სამუშაო მაგიდასთან ზის, რომლის თავზეც სტალინის და ლენინის სურათები ჰკიდია. მე მას ვეკითხები, მუშაობდა თუ არა ის საბჭოთა კავშირის ცენტრალურ კომიტეტზე და რამდენად აშფოთებს მას შემოთავაზებული კანონპროექტი.

”მე მჯერა, რომ კაპიტალისტური პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება და საბჭოთა კავშირი აღდგება. ამიტომ, მე არ ვფიქრობ, რომ ე.წ. მოღალატეებს როდესმე პასუხს აგებინებენ, მაგრამ თუკი ეს ასე მოხდება, დაე დამაპატიმრონ” – ამბობს იგი.

თუკი კანონი ძალაში შევა, ის შეიძლება მართლაც სიმბოლურ ჟესტად, მაგრამ ასევე გაცილებით ხმამაღალი საზოგადოებრივი დებატების დასაწყისად იქცეს.

ტომ ესლემონტი
ForeignPress

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja