ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
საქართველოს და რუსეთს შორის დაძაბულობის განმუხტვის პირველი ნიშანი

მოსკოვმა და თბილისმა, ხუთშაბათს, სასაზღვრო პუნქტის გახსნის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. სულ რამდენიმე თვის წინ კი ეს ორი მეზობელი კონფლიქტის განახლების მიჯნაზე იყო

ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. საქართველომ და რუსეთმა ხუთშაბათს საერთო სასაზღვრო პუნქტის გახსნა გადაწყვიტეს. ყინულის დნობა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ მტრულად განწყობილ მეზობელს შორის, 2008 წლის ომის შემდეგაც კი, გასულ ზაფხულს, ჯერ კიდევ კონფლიქტის განახლების საფრთხე არსებობდა.

საზღვრის გახსნა მარტში იგეგმება

შეთანხმება რომელიც შვეიცარელი დიპლომატების შუამავლობით შედგა, ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნას ითვალისწინებს, აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ და დააზუსტა, რომ ოქმს ხელს ორი კვირის განმავლობაში მოაწერენ. ”მხარეთა დელეგაციები რუსეთს და საქართველოს შორის საერთაშორისო კავშირების განახლების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ” – განაცხადა რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა. სასაზღვრო პუნქტის გახსნა მარტის თვეშია ნავარაუდევი.

მოსკოვმა ზემო ლარსი 2006 წელს, თბილისთან დაძაბულობის ზრდის ფონზე ჩაკეტდა, რადგან საქართველო დასავლეთთან, კერძოდ კი ნატო-სთან დაახლოვების გზებს ეძებდა. ორი წლის შემდეგ, რთული ვითარება საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების გამო ღია ომში გადაიზარდა. ამის შემდეგ, რუსეთმა თავისი ჯარები საქართველოდან გაიყვანა, მაგრამ დარჩა ამ ორ პროვინციაში, რომელთა დამოუკიდებლობაც ოფიციალურად აღიარა.

მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა

ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტი რუსეთში ერთადერთი გასასვლელია, რომელიც სეპარატისტულ რეგიონებს არ ესაზღვრება. ორი მეზობლის დამაკავშირებელი ყველა სხვა გზა აჯანყებული რეგიონების ტერიტორიაზე გადის, რომელთა საზღვრებიც 2008 წლიდან ჩაკეტილია და ყოველგვარ საერთაშორისო მიმოსვლას გამორიცხავს. ხუთშაბათს ხელმოწერილი შეთანხმება, საქართველოს მოქალაქეებსა და სავაჭრო-სატვირთო მანქანებს საზღვრის გადაკვეთის საშუალებას მისცემს. ამ შეთანხმებას ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, მეზობელი სომხეთიც მიესალმა რომელიც ამ გზაზე რუსეთთან, მის ძირითად ეკონომიკურ პარტნიორთან დაკავშირების იმედს ამყარებს.

გაყინული ურთიერთობების გადნობის მეორე ეტაპი, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების აღდგენა იქნება, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მწვანე შუქი აუნთო. ქართულმა ავიაკომპანიამ, ამ კვირას რუსეთს ემბარგოს მოხსნის შესახებ თხოვნით მიმართა. რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ ეს რეისები მხოლოდ მაშინ განახლდება, როდესაც საქართველო უსაფრთხოების გარანტიებს წარმოადგენსო. საქართველოს ხელმძღვანელობა ნამდვილი ”საფრთხეა რეგიონალური უსაფრთხოებისთვის” – განაცხადა ივანოვმა თავის აფხაზ კოლეგასთან სერგეი შამბასთან შეხვედრის დროს. ეს განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ სრულფასოვან შერიგებამდე ჯერ კიდევ შორი გზაა.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja