საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ კოლეგას ვიქტორ იუშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა შექმნილი ვითარება და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვიქტორ იუშენკომ მიხეილ სააკაშვილის H1N1 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დამხმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტებმა კიევში საქართველოს საელჩოც გახსნეს. დიპლომატიური წარმომადგენლობა კიევის ცენტრში განთავსდა. მიხეილ სააკაშვილი კიევში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.