Mi-8/17 წარმოადგენს რუსული წარმოების საშუალო სიდიდის სატრანსპორტო ვერტმფრენს, რომელსაც შეუძლია 24 ჯარისკაცის, ან 3-4 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება. შეიარაღებაში მიღების წლიდან (1967) მოყოლებული გამოშვებულია 30 მოდიფიკაციის 8 000 ერთეული. ქართული არმიის შეიარაღებაში ამ ტიპის 20-მდე ვერტმფრენია.
Mi-8 ტექნიკური მონაცემები: 3 პილოტი; 2 ცალი 1700 ც.ძ. იზოტოვის TB2-117A ძრავა; წონა 6625 კგ; მაქსიმალური სიჩქარე: 250 კმ/სთ; საწვავის რაოდენობა დამატებითი ავზების გარეშე 445 ლ; საბრძოლო რადიუსი: 425-480 კმ; დინამიური ჭერი: 4500 მ;
Mi-8-ს 1981 წელს ჩაუტარდა მოდერნიზაცია (Mi-17). გაუმჯობესდა მთელი რიგი მონაცემები, რის შედეგადაც ვერტმფრენს შეუძლია 30 ჯარისკაცის, ან 4 ტონა ტვირთის გადატანა, ხოლო Mi-17MD-ს 36 ჯარისკაცის, ან 5 ტონა ტვირთის (ეს მოდელი ქართულ არმიაში არაა).
1976 წელს დამტკიცებული Mi-14 შექმნილია საზღვაო სამიზნეების (გემები, კატარღები) გასანადგურებლად. ის არის რუსული წარმოების ვერტმფრენი-ამფიბია, ანუ მას შეუძლია წყალზე დაჯდომა. ქართული არმიის შეიარაღებაში ამ ტიპის მხოლოდ ერთი ვერტმფრენია. 1995 წლიდან რუსეთის არმიის შეიარაღებიდან მოიხსნა და გადავიდა რეზერვში. სულ გამოშვებულია 300-მდე მანქანა.
ამერიკული წარმოების UH-1H არის სატრანსპორტო ვერტმფრენი, რომელიც ჩამოუვარდება Mi-8/17-ს. მისი წარმოება დაიწყო 1967 წელს და შეუძლია 14 ჯარისკაცის, ან 1760 კგ ტვირთის გადატანა. ქართული არმიის შეიარაღებაში ამ ტიპის 8 ვერტმფრენია.
ტექნიკური მონაცემები: 1-2 პილოტი; 1 ცალი 1400 ც.ძ. Textron Lycoming T53-L-13 ძრავა; ასაფრენი წონა 4100კგ; მაქსიმალური სიჩქარე: 222 კმ/სთ; საწვავის რაოდენობა დამატებითი ავზების გარეშე 840 ლ; სიშორე 511კმ; დინამიური ჭერი: 5910მ;