ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები 2009–2012 წლებში
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები 2009–2012 წლებში
• პერსონალის სოციალური პირობების გაუმჯობესება;
• თავდაცვის სისტემის მართვის გაუმჯობესება და შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია;
• პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება;
• შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარება;
• ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა და ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია.

პრიორიტეტი: პერსონალის სოციალური პირობების გაუმჯობესება
ძირითადი პროგრამები/ღონისძიებები პრიორიტეტის მიხედვით:
• სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებისათვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის არსებული დონის ამაღლების პროცესის გაგრძელება;
• ოფიცრებისათვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობა;
• რუსეთის ფედერაციის აგრესიის დროს დაზარალებული/დაღუპული მოსამსახურეების/მათი ოჯახების მიმართ სოციალური ვალდებულებების შესრულების გაგრძელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
• მოსამსახურეების საყაზარმე პირობების გაუმჯობესება.
მოსალოდნელი შედეგი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგებში ახალი კადრების მოზიდვა და გამოცდილი კადრების შენარჩუნება. სამხედრო სამსახურის პრესტიჟის და მოტივაციის ამაღლება. სამხედრო მოსამსახურის ოჯახი იქნება სოციალურად დაცული როგორც სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, ისე მის შემდგომ.

პრიორიტეტი: თავდაცვის სისტემის მართვის გაუმჯობესება და შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია

ძირითადი პროგრამები/ღონისძიებები პრიორიტეტის მიხედვით:
• თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის პროცესების კოორდინირებულად განხორციელებისათვის თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის ურთიერთქმედების გასაუმჯობესებლად საჭირო ზომების მიღება;
• მართვის სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა რგოლსა და სტრუქტურულ ერთეულს შორის კოორდინაციის, ინფორმაციის მიწოდებისა და გაცვლის ხარისხის ამაღლება;
• დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის (PPBS) შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია, PPBS-ის სტრუქტურული ერთეულების საბოლოო ჩამოყალიბება, პროცესში ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და PPBS-ის იმპლემენტაციის მხარდამჭერი სხვა ღონისძიებების განხორციელება;
• უმაღლეს სამოქალაქო სასწავლო დაწესებულებებში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე აკადემიური პროგრამების განვითარების მხარდაჭერა;
• სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დახვეწა და არასამთავრობო სექტორში არსებულ ექსპერტთა პოტენციალის გამოყენება;
• თავდაცვის სისტემის თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი შედეგი:
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების ოპტიმიზაციას, რესურსების გადანაწილებისა და გამოყენების რაციონალიზაციას და გამჭირვალობის ამაღლებას; განხორციელდება შესყიდვების სისტემის სრულყოფა და გრძელვადიანი და საშუალოვადიანი დაგეგმვის ერთიან პროცესში სრული ინტეგრირება.

პრიორიტეტი: პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება

ძირითადი პროგრამები/ღონისძიებები პრიორიტეტის მიხედვით:
• თავდაცვის ეროვნული აკადემიის რეორგანიზაცია, მისი შესაძლებლობების განვითარება საქართველოს სამხედრო განათლების მოთხოვნების შესაბამისად;
• სერჟანტთა მომზადების სკოლის განვითარება და პროფესიული სრულყოფის მიზნით შესაბამისი კურსების დანერგვა;
• სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის გაგრძელება;
• შეიარაღებულ ძალებში გაერთიანებული სწავლებებისა და წვრთნების პროგრამების დახვეწა და იმპლემენტაცია;
• წვრთნებისათვის აუცილებელი სიმულაციური შესაძლებლობების განვითარება;
• სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის მიერ უცხოური ენის საჭირო დონეზე შესწავლის მიზნით ადგილობრივი ენობრივი მომზადების ცენტრის ეფექტიანობის ამაღლება და ენობრივი მომზადების შემდგომი სრულყოფა;
• სამხედრო მოსამსახურეთა მართვის სისტემის ძირეული რეფორმის იმპლემენტაციის დაწყება;
• სამხედრო იერარქიული პრინციპის დაცვისა და წოდებრივი სტრუქტურის ბალანსის აღდგენის მიზნით, თანამდებობრივი პრინციპით ანაზღაურებიდან წოდებრივი პრინციპით ანაზღაურების სისტემაზე გადასვლის პროცესის გეგმაზომიერი განხორციელების დაწყება;
• თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ადამიანური რესურსების მართვის სისტემის, ასევე თავდაცვის სამინისტროში კვალიფიციური პერსონალის მოზიდვის, შერჩევის, შეფასების, პროფესიული განვითარების, შენარჩუნებისა და დათხოვნის პროცედურების ეტაპობრივი ოპტიმიზაცია;
• საფინანსო სამსახურებსა და ლოგისტიკის სფეროში დასაქმებულ ბუღალტრული აღრიცხვის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება.
მოსალოდნელი შედეგი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება ხელს შეუწყობს სამინისტროს ქმედობაუნარიანობის ამაღლებას და განსაზღვრული რესურსებით შეიქმნება უფრო მეტი შედეგის მიღების შესაძლებლობა.

პრიორიტეტი: შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარება

ძირითადი პროგრამები/ღონისძიებები პრიორიტეტის მიხედვით:
• შეიარაღებულ ძალებში საჰაერო თავდაცვის სისტემის სრულყოფის გაგრძელება, საჰაერო თავდაცვისა და კონტროლის შესაძლებლობების და სამხედრო-საჰაერო ძალების შემდგომი განვითარება;
• მართვისა და კონტროლის სისტემის შემდგომი გაუმჯობესება და შეიარაღებულ ძალებში C4ISR-ის შესაძლებლობების ეტაპობრივი განვითარება;
• შეიარაღებულ ძალებში ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარება;
• სამხედრო დაზვერვის სისტემის ეტაპობრივი ოპტიმიზაციის გეგმის შემუშავება;
• შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ოპერაციების წარმოების შესაძლებლობების გაუმჯობესება;
• ძალთა ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესება;
• შეიარაღებული ძალების სამთო და სპეცოპერაციების განხორციელების შესაძლებლობების გაუმჯობესება;
• შეიარაღებული ძალების ტექნიკითა (საკომუნიკაციო, სადაზვერვო, ლოგისტიკური, სამედიცინო, საინჟინრო და ა. შ.) და აღჭურვილობით ოპტიმალურად დაკომპლექტება;
• შეიარაღებული ძალების საერთო მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით “ოპერატიული მართვის ცენტრის” განვითარება;
• შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება;
• რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია;
• სამხედრო-სამედიცინო სისტემის ოპტიმიზაცია/დახვეწა და სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების გაუმჯობესება; საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამსახურებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება; სამხედრო ჰოსპიტალის პოტენციალის უფრო აქტიურად გამოყენება სამხედრო-სამედიცინო სისტემის განვითარების გეგმების შემუშავებაში;
• გაერთიანებულ შტაბსა და შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის (CIMIC) სისტემის ეტაპობრივი განვითარება;
• შეიარაღებულ ძალებში ბირთვული, ბიოლოგიური, ქიმიური და რადიოლოგიური (NBCR) დაცვის შესაძლებლობების ეტაპობრივი განვითარება;
• რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფციის შემუშავება და განვითარება მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით;
• ვადაგასული და დაზიანებული, გამოუსადეგარი საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის უტილიზაცია.
მოსალოდნელი შედეგი:
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების პროპორციულად განვითარებას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ძალთა საერთო შესაძლებლობებს, აამაღლებს მათთვის დაკისრებული მისიების შესრულების ხარისხს და გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვითუნარიანობას.

პრიორიტეტი: ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა და ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია

ძირითადი პროგრამები/ღონისძიებები პრიორიტეტის მიხედვით:
• ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულება და თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
• პარტნიორ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია;
• მუშაობის გაგრძელება საქართველოს მიერ ნატო-ს წინაშე PARP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და “პარტნიორობის მიზნების” შესრულებისათვის;
• საერთაშორისო სამშვიდობო ან/და ანტიტერორისტულ მისიებში მონაწილეობის პოტენციალის შენარჩუნება/განვითარება;
• ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში (ANP) თავდაცვის სამინისტროს კუთხით შესატანი ვალდებულებების შემუშავება და შესრულება;
• თავდაცვის მიმართულებით ნატო-საქართველოს კომისიის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და კომისიის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელება;
• პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობა;
• სამხედრო აეროდრომების აღდგენა და ნატო-ს მოთხოვნებთან მათი თავსებადობის გაუმჯობესება;
• შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სისტემაზე მთლიანად გადასვლის ხელშეწყობა;
• “მასპინძელი ქვეყნის მხარდამჭერი შესაძლებლობების” განვითარება, აღნიშნულ ფორმატში ნატო-სთან თავსებადი ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, ასევე დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარება RSOM-ის (ძალთა ოპერაციულ თეატრზე განთავსება, მომზადება და საოპერაციო ზონაში შესვლა) მოთხოვნების შესაბამისად;
• ნატო-ს შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი შედეგი:
აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვის სისტემის ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც, თავის მხრივ, ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისათვის.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja