|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
საქართველოში არსებულ ვითარებას გაერო-ს უშიშროების საბჭო კიდევ არაერთხელ განიხილავს |
|
|
საქართველოში არსებულ ვითარებას გაერო-ს უშიშროების საბჭო კიდევ არაერთხელ განიხილავს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტის" გაერო-ში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მარკ ლაიალ გრანტმა განუცხადა.
"საქართველო უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში რჩება. ჩემი ვარაუდოთ ამ საკითხს უშიშროების საბჭო არაერთხელ განიხილავს", - განაცხადა ლაიალ გრანტმა. მისივე შეფასებით, მიუღებელია ის პირობები, რომლებიც მოსკოვმა საქართველოს გაერო-ს მისიის აღდგენისთვის წამოაყენა.
"რუსეთის წინადადების სირთულე ის არის, რომ დასახელების თუ მანდატის ცვლილების ნიღბის ქვეშ სტატუსის ცვლილება იმალება. ჩვენ კი ამას არ მივიღებთ", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი მზად არის, ნებისმიერი წინადადება განიხილოს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ არღვევს. გრანტმა ასევე მიუთითა, რომ უშიშროების საბჭოს სხვა წევრებსა და რუსეთს შორის კავკასიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.
"უშიშროების საბჭოს დანარჩენი წევრები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ და ამიტომ აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ", - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.
საქართველოში გაერო-ს მისიამ არსებობა 2009 წლის 31 ოქტომბერს შეწყვიტა. მისიის მანდატის გაგრძელებას ვეტო რუსეთის დელეგაციამ დაადო. მოსკოვი მანდატის გაგრძელების პირობად აფხაზეთში დამოუკიდებელი მისიის გახსნას ასახელებდა.
"InterPressNews"
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |