|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
სანაპირო დაცვის თანამედროვე სისტემები |
|
|
ზოგიერთ ქვეყანაში სანაპირო ზოლის დაცვას დიდი ყურადღება ექცევა და ამისათვის გამოყოფილი ქვედანაყოფები სამხედრო-საზღვაო ფლოტის ან სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედის. სანაპირო დაცვა ზღვაზე დაკვირვების სისტემებს, ნაკლებად სტაციონარულ და მეტწილად მობილურ საარტილერიო თუ ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების ბატარეებს აერთიანებს. სანაპირო ზოლის საშუალო და დიდ მანძილებზე დაცვაში მთავარი ადგილი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების ბატარეებს აერთიანებს, მაგრამ შორ მანძილებზე მათ გამოყენებას თავისი სირთულები ახლავს და პირველ რიგში ეს პრობლემა დამიზნებას ეხება. ხმელეთიდან რადარის სამოქმებო არეალი შეზღუდულია. მაგალითად 50 მ სიმაღლის ანძიდან რადარი საძღვაო სივცეს 50 კმ ხოლო 500 მეტრის სიმაღლეზე კი 110 კილომეტრს აკონტროლებს. ამიტომ შორ მანძილებზე დამიზნებისათვის ძებნა-დაკვირვების თვითმფრინავები ხოლო სანაპირო ზოლთან ახლოს კი რადარები გამოიყენება. ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შესაძლებლობებიც განსხვავებულია და სპეციალისტტა შეფასებით, მაგალითად, ნაღმნოსნის განადგურებას არანაკლეს 4-5 რაკეტა სჭირდება ხოლო ფრეგატს და სადესანტო ხომალდს 2-3 რაკეტა. მიზანში მოხვედრს მაღალი სიზუსტის გამო ერთი რაკეტა იმდენივე ღისრს რამდენიც 2500 ჩვეულებრივი ჭურვი. ევროპის ქვეყნებიდან ერთერთი კარგად ორგანიზებული სანაპირო ზოლი შვეცია აქვს. შვეციის არმია ნაპირის დასაცავად იყენებს ქვემეხებს (75მმ და 105მმ და 120 მმ) ნაღმტყორცნებს (80მმ და 120 მმ) 40მმ საზენიტო ავომატებს და ხომალდაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტებს (RBS-15KA და RBS-17). RBS-17 ერთგვარი გაგრძელება ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტისა HELLFIRE. შვედური რაკეტა 9 კილოგრამ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავს და ძირითადათ საესკორტო კატარღების წინააღმდეგაა ეფექტური. ოთხი ცალი RBS-15KA კი სპაციალურ მაღალი გამავლობის მანქანაზეა დამონტაჟებული. სრულიად სხვა მიდგომა აქვს ისრაელს. ის ზღვაზე დაკვირვებისათვსი იყენებს სათვალთვალო პოსრტებს ხოლო საჭიროების შემთხვევაში კი ისინი ავიაციას, ტანკევბს და თვიტმავალ არტილერიას იყენებენ. რუსები დიდი ხანია რეკლამას უწევენ სპაციალურად სანაპირო დაცვისათვის შექმნილ A-222 BEREG. საქართველოს პირობებს ყველაზე მეტად მობილური ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი სისტემები მიესადაგება მაგრამ საზღვაო სივრცის საავიაციო კონტროლის საშუალებებთან ერთად.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |