ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
საზენიტო კომპლექსები კი გვჭირდება, მაგრამ ვინ გვაძლევს?!
ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი ობამას ადმინისტრაციას საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას სთხოვს, მაგრამ...
"საქართველოს საჰაერო თავდაცვისუნარიანობის განადგურებამ ქვეყანა მოსალოდნელი საფრთხეების წინაშე დაუცველი დატოვა", - ეს სიტყვები აშშ-ის უხუცეს პოლიტიკოსს, დიდად გავლენიან რესპუბლიკელ სენატორ რიჩარდ ლუგარს ეკუთვნის. იგი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას და ევროპელ მოკავშირეებს საქართველოს გადაიარაღების საკითხის სასწრაფო განხილვას სთხოვს.
სენატორ ლუგარის ამ გამოსვლას ცნობილმა ბრიტანულმა საინფორმაციო საშუალებამ, BBC-მ, საღამოს რუსულ რადიოპროგრამაში საგანგებო გადაცემა მიუძღვნა. პირდაპირ ჩართვაში აშშ-იდან მიწვეული იყო რუსეთისა და ევრაზიის საკითხების წამყვანი ექსპერტი არიელ კოენი, რუსეთიდან დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის საქართველოს განყოფილების გამგე მიხაილ ალექსანდროვი, ხოლო საქართველოდან - ამ სტატიის ავტორი.
ნახევარსაათიანი პირდაპირი რადიოეთერის დროს მოსკოველი სტუმარი სულ ცდილობდა, დაემტკიცებინა ამერიკული მხარისთვის, რომ სენატორ ლუგარის ინიციატივას აზრი არა აქვს, რადგან რა საზენიტო საშუალებებიც უნდა მიაწოდოს აშშ-მა საქართველოს, რუსეთი მათ რამდენიმე წუთში ჯართად აქცევსო...
ამან, რა თქმა უნდა, აღგვაშფოთა და რამდენიმემილიონიანი რადიოაუდიტორიის გასაგონად სათითაოდ ჩამოვუთვალეთ მოსკოველ მოხელეს რუსეთის ავიაციის დანაკარგები აგვისტოს ომის დროს, რასაც რუსეთის გენშტაბი ნაწილობრივ დღესაც არ ამხელს.
თუმცა არც ამერიკელებს მოვრიდებივართ - აგვისტოს ომის შემდეგ არაერთხელ გვსმენია თქვენი სენატორების დაპირებები - საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღით დაგეხმარებითო, მაგრამ რეალურად ჯერჯერობით არაფერი ჩანსო...
საკმაოდ ცხარე კამათის ბოლოს გადაცემის სატელეფონო ჩართვაში ერთმა სანქტ-პეტერბურგელმა მსმენელმა სრული სერიოზულობით თქვა, - რას ერჩით ამ პატარა საქართველოს. მაგათ, საზენიტო კი არა, საშუალო რადიუსის ბირთვულქობინიანი რაკეტები უნდა იშოვონ და თუკი რუსეთი კიდევ შეუტევს, ეს რაკეტები რუსეთის შუაგულს დასცხონო...
როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია!

ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja