ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
საზღვაო ქვეითები ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში ნატოს შემადგენლობაში დისლოცირებისთვის ამზადებენ
eucom.mil
კრწანისი, საქართველო - ქართველ ჯარისკაცთა ორ ჯგუფს სამიზნეს, საგზაო მოძრაობის მაკონტროლებელ ძველ კოშკს, დაახლოებით კილომეტრნახევარი აშორებს - მოთეთრო, ქარითა და წვიმით დაღდასმული, ძველი სახლების ჯგუფს ყველა ფანჯარა და კარი მოგლეჯილი აქვს - ეს ვაზიანის საჰაერო ბაზაა, რუსეთის ეპოქის სამხედრო ობიექტი, რომელიც თბილისიდან 15 მილში მდებარეობს და რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ მიტოვებული და მოუვლელია. კოშკი შიგნიდან მოწინააღმდეგეს აქვს დაკავებული და გამაგრებული, ქმედების ობიექტია დატყვევებული - მძევალი, რომელიც გათავისუფლებას საჭიროებს. ის ოთხსართულიანი შენობის ზემო სართულზე მეამბოხეებითაა გარშემორტყმული.

ქართველებსა და კოშკს შორის მიტოვებული ფარდულების წყებაა, გამაგრებული საავიაციო შენობები, საკმაოდ მოსახერხებელი საიმისოდ, რომ კოშკის თვალსაწიერიდან დასაფარად და დასამალად გამოიყენონ, მაგრამ ამავე დროს არსებობს იმის საფრთხეც, რომ იქ მეამბოხეები მიიმალონ. ფარდულები საფრენ ველზეა მიმოფანტული, გაურკვეველი პრინციპით, ისინი ჭუჭყითა დაფარული და მუხლებამდე სარეველებით გარშემორტყმული. შორიდან ფარდულები ყველა მხრიდან მოგორავე მთებს წააგავს, გარდა ფრონტალური ნაწილისა, სადაც ფარდულის კარი თვალნათლივ ქმნის ყველაზე დიდ საშიშროებას.

ქმედება წინ მიიწევს და ლეიტენანტი ენტონი მ. ჩოროსი, საზღვაო ქვეითების მე-3 ბატალიონის ინსტრუქტორი და საზღვაო ქვეითთა საწვრთნელ მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენელი (MCTAG) თავის ქართველ მეთაურებს კრებს, რათა ინფორმაცია მიაწოდოს.

”ჩვენ ჯგუფს გავატარებთ მთელ სცენარს იმისთვის, რომ მისია მთლიანად დაასრულონ”, - ამბობს ჩოროსი - ”ჩვენ მათ დავალება მივეცით - ამერიკელი საზღვაო ქვეითი შეიპყრეს და ჯგუფებმა მისი სავარაუდო ადგილ-სამყოფელის შესახებ იციან. ასე, რომ მათ უნდა დაგეგმონ ორი თავდასხმა, ორ სხვადასხვა სამიზნეზე”.

ქართული არმიის უფროსი ლეიტენანტი გორგოძე ზაზა, ალფა ჯგუფის მეთაურია, 31-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში. მან თავის ჯარისკაცებს მოუხმო და ყურადღება იმპროვიზირებულ ქვიშის მაგიდისკენ მიმართა. ის ქვებს, ჯოხებს და ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება იმისთვის იყენებს, რომ გეგმის განმარტების პროცესში კოშკი, ფარდულები და გარემომცველი სივრცე გაათამაშოს. თავისი გუნდი სკოლის მოსწავლეებივით შემოიკრიბა, რათა მისიასთან დაკავშირებით განკარგულებები მისცეს.

ზაზას გვერდით ჩოროსი და საზღვაო ქვეითების ინსტრუქტორები დგანან - ისინი ისმენენ და აფასებენ. ეს ინსტრუქტორები საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდასაჭერი ოპერაციებისთვის ქართული ძალების დისილოცირების პროგრამის (GDP-ISAF) მონაწილენი არიან. ისინი აქ იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ მარტში საქართველოს 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ISAF-ს ფარგლებში დისლოცირებისთვის მზად იყოს.

”ორი გუნდი ცდილობდა ერთდროულად მიეტანა შეტევა ” - ამბობს ჩოროსი. ”ამ გუნდმა ჯერ ორი ყველაზე დიდი შენობის აღება არჩია. თუ ისინი მძევალს პირველ შენობაში ვერ აღმოაჩენენ, მაშინ მეორეზე მიიტანენ შეტევას”.

ორივე ჯგუფმა ოპერაცია დაიწყო და ისინი ფრთხილად მიიკვლევენ გზას კოშკის მიმართულებით, ყველა შესაძლებლობას, ყველა თავშესაფარს თავის სასარგებლოდ იყენებენ. მალე აღმოაჩენენ, რომ რამდენიმე ფარდულში მეამბოხეები არიან გამაგრებულნი და მათგან იქაურობას სწრაფად გაწმენდენ.

ეს ორი გუნდი მე-11 კვირაა 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ექვსთვიან წვრთნაში მონაწილეობს. საწვრთნელი რეჟიმი კულმინაციას ავღანეთში მათ გამგზავრებამდე მიაღწევს, როდესაც მისიის რეპეტიციას იანვარში, გერმანიაში (Hohenfels) გაერთიანებული მულტინაციონალური მზადყოფნის ცენტრში გაივლიან. ეს წვრთნები ISAF-ის ფარგლებში აშშ-ს, ნატოსა და სხვა მულტინაციონალურ ძალებთან ავღანეთში ოპერირებისთვისაა შექმნილი. საქართველომ ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ავღანეთში ოპერირებისთვის მისიას 4 ბატალიონი შესთავაზა.

ბევრი ტაქტიკური სვლისა და მანევრის შემდეგ გუნდი მოძრაობის მაკონტროლებელი შენობის წინ აღმოჩნდა. ფარდულებს უკან ჯერ კიდევ ამოფარებულები იყვნენ, როდესაც მათი პოზიციები აღმოაჩინეს და კოშკში გამაგრებულ მეამბოხეებთან ორმხრივი სროლა მოუხდათ. ერთდროულად გაისმა დამაყრუებელი სროლის ხმა, რაც არეულობისა და მოქმედებათამაკოორდინირებელ წამოძახილთან ერთად ბრძოლის ხმას აორმაგებს და წვრთნებს რეალიზმს მატებს. სულ მალე ქართული გუნდი სამიზნე ობიექტში შევარდება და გაწმენდს ერთ ოთახს.

”ასეთი ტიპის მანევრები, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად დასჭირდებათ მაშინ, როდესაც საომარ ველზე საკუთარ ბრძოლას გამარათავენ”, - განაცხადა ჩოროსმა - ”იმიტომ, რომ ალყისთვის, სხვადასხვა ოპერაციისა, თუ რეიდისთვის თქვენ ან რაზმის, ან ჯგუფის მასშტაბი გჭირდებათ”

წვრთნების დროს, საზღვაო ქვეთი ინსტრუქტორები განაგრძობენ ქართველთა ტაქტიკის, ტექნიკისა და პროცედურების დაკვირვებას.

”ყველა ინსტრუქტორი, უმცროსი კაპრალები, კაპრალები… სწორედ ახლახანს დაბრუნდნენ ავღანეთიდან, და თან დიდი გამოცდილება ჩამოიტანეს - მასწავლებლები ეგენი არიან” ამბობს ლეიტენანტ-პოლკოვნიკი DEN TOELE MCTAG-ის დირექტორის მოადგილე და GDP-ISAF -ის ოფიცერი. ”ეს მხოლოდ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიეთობა არ არის: ჩვენ ვწვრთნით, ვავარჯიშებთ და კონსულტაციებს ვუწევთ ქართულ ჯარს, რომელიც ძალიან უნარიანია იმაში, თუ როგორ უნდა იმოქმედონ უკეთ (კონტრტერორისტული ოპრაციების დროს)”.
ქაოსსა და ბურუსში, რომელიც თან სდევდა წვრთნებს, ობიექტი დაძლეულ იქნა და ამერიკელი საზღვაო ქვეითი გათავისუფლებული. ”სვლა ობიექტისკენ ცუდი არ იყო, მათ რამდენიმე ბიჭი დაეკარგებოდათ, მაგრამ წარმატებით გაათავისუფლეს სამხედრო ტყვე და აგრეთვე მეამბოხეთა ლეიტენანტიც შეიპყრეს”, - ამბობს ჩოროსი. ”ამავე დროს ხანდახან მათ ჯგუფურად მოქმედების ტენდენცია აქვთ, ხანდახან მხოლოდ ერთ ჯარისკაცს უშვებენ წინ, მაშინ როდესაც ღია სივრცეში მოძრაობენ. მაგრამ ის, თუ როგორ გაწმინდეს ოთახი და როგორ გაწმინდეს შენობა, ძალიან კარგი იყო”.

ქართული ჯარი, ცნობილია, როგორც ”ძალიან უნარიანი”, მაგრამ მართვის ცენტრალიზებული სისტემა აქვს. ამ სისტემაში მაღალი რანგის ჩინოვნიკებს აკისრიათ ყველა პასუხისმგებლობა და ყველა გადაწყვეტილებას ისინი იღებენ.

დასავლური ტიპის უმეტეს სამხედრო ორგანიზაციებში, მაგალითად ისეთში, როგორიცაა აშშ-Iს შეიარაღებული ძალები, პრაქტიკაშია დეცენტრალიზებული მართვა. აქ ცხადდება მეთაურის განზრახვა და სუბორდინაციაში მყოფ ყველა სხვა ხელმძღვანელს ნებადართული აქვს მიიღოს გადაწყვეტილებანი, რომელიც ხელს უწყობს მეთაურის გნზრახვის შესრულებას.
მიუხედავად იმისა, რომ GDP-ISAF თრეინინგი ძირითადად ქართული ჯარის ავღანეთში ოპერირებაზეა ფოკუსირებული, მის მიზნებშია აგრეთვე ქართული ჯარის მომზადება ნატოსა და ISAF-ის სხვა პარტნიორებთან ურთიერთქმედებისთვის. დღეს საზღვაო ქვეითები უმცროსი შემადგენლობის ოფიცრების სისტემის განვითარებაზეც მუშაობენ.

”მათ წინათ მეტად ცენტრალიზებულ ძველ საბჭოთა დოქტრინა ჰქონდათ; მაგრამ ჩვენ ვცდილობთ დეცენტრალიზება ვასწავლოთ… ისეთი, სადაც ჯგუფი მართავს საპატრულო ბაზას” – ამბობს თოელი.

ტიპურ ქართულ სამხედრო შენაერთში ოფიცერი ყველაფერზეა პასუხისმგებელი, ხოლო უმცროსი შემადგენლობა - არაფერზე, ამბობს ქართული არმიის კაპიტანი ალექს ტუღუში, 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაური. ოფიცერი მართავს ბატალიონის ყველა საქმეს.

”პოლკოვნიკი კოტრელის წინადადების თანახმად, ჩვენ უმცროს სამხედრო პერსონალს მეტი პასუხისმგებლობა უნდა გადავცეთ, ამბობს ტუღუში. პოლკოვნიკი სკოტ კოტრელი MCTAG-ს დირექტორია.

GDP-ISAF-მა დაიწყო ამ შემადგენლობის წვრთნა და გუნდისა და რაზმების ლიდერების შექმნა: შეიარაღებულ შემადგენლობას დაეკისრა პასუხისმგებლობა იარაღზე, ხოლო მათ, ვინც ტრანსპორტს განაგებს, პასუხისმგებლობა ტრანსპორტზე და ა.შ.

”საზღვაო ქვეითების რეკომენდაციები ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით და ვფიქრობ, ეს მუშაობს” – ამბობს ტუღუში. მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი ჩინის ოფიცრებს არა ჰქონდათ ლიდერობის გამოცდილება, ჩვენ ყველა გაკვირვებულნი დავრჩით. ისინი გაოცდნენ იმის გამო, რომ პასუხისმგებლობა გადაეცათ და უკვე ახლავე რაზმის ლიდერებმა იციან, რომ ხელმძღვანელობა, ლიდერებთან კონტაქტი, საიდუმლო მასალის შეგროვება და უფრო მაღალი რანგის შტაბებთან კომუნიკაცია და მთელი რაზმის ხელმძღვანელობა მათ ეკისრებათ”.

ქართული არმიის დაკვეთით საზღვაო ქვეითები GDP-ISAF განაგრძობენ უმცროსი შემადგენლობის სისტემის განვითარებას: უმცროსი შემადგენლობის კურსი, რაზმის ლიდერთა კურსი, მომარაგების კურსი, შეიარაღების კურსი და ა.შ.

”ჩვენ ყველანი გაოცებულნი დავრჩით, როგორ დაასრულეს მათ მისია”, - ამბობს ტუღუში - ”ახალი სერჟანტები - ისინი მოტივირებულნი არიან და ძალიან უნდათ უფრო დიდი გამოცდილებისა და განათლების მიღება”.

ივნისში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ის მთავრობას ავღანეთისთვის ოთხი ბატალიონი შესთავაზა. თითოეული გაიწვრთნება ექვსი თვის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით ორ წელიწადზე დიდხანს.
”ეს სტანდარტული ბლოკების შექმნის მეთოდია”, - ამბობს თოელი - ”ჩვენ ფოკუსში გვაქვს ინდივიდუალური თრეინინგი, შემდეგ სექცია, რაზმი, ჯგუფი და ბოლოს, ბატალიონი”.

GDP-ISAF-ის დაწყებამდე ევროპულ ძალთა საზღვაო ქვეითმა კორპუსმა და MCTAG-მა შეფასება გააკეთეს. მათ დაადგინეს ის რამდენიმე საკითხი, რომელზეც მუშაობა სჭირდებოდათ და ამაზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბეს წვრთნის ექვსთვიანი გეგმა.

”ჩვენ ისინი საუკეთესოდ უნდა გავწვრთნად, რადგან ისინი აშშ-ს საზღვაო ქვეითების გვერდით იბრძოლებენ”- ამბობს თოელი. ”თითოეული საზღვაო ქვეითი ამას სერიოზულად აღიქვამს, რადგან თუ ისე კარგად არ გავწვრთნით, როგორც საზღავო ქვეითებს ვწვრთნით, ეს ჩვენს ჯავშანზე ბზარს გააჩენს და მტერს გარღვევის საშუალება მიეცემა”.
GDP-ISAF-ი ქართველ ჯარისკაცებს მხოლოდ ქვეითი დანაყოფის ტაქტიკას, ტექნიკებსა და პროცდურებს როდი ასწავლიან, ისინი ქართველ ჯარისკაცებს ყველა მიმართულებით წვრთნიან, ისე, რომ თვითკმარი მებრძოლები იყვნენ: 73 ქართველ სამხედროს დაჯავშნილი მანქანების ტარების კურსი ჩაუტარეს; 16 ექიმმა საბრძოლო მოქმედებების დროს სიცოცხლის გადარჩენის ისეთი კურსი გაიარა, რომ ახლა მათ სხვათა გაწვრთნა შეუძლიათ; ჩატარდა საკომუნიკაციო კურსი; და სადაზვერვო მასალის მოპოვების კურსიც.

”ყველა ჯარისკაცი მიუხედავად მათი სპეციალობისა წვრთნას გადის”, - ამბობს თოელი, ”წვრთნების პირველი თვე ქვეითი ჯარის კურსი იყო… მაგრამ დანარჩენი დრო მათ სპეციალობებს მიეძღვნება. თუ თქვენ ტრანსპორტთან მუშაობთ, თქვენ მოტორისტობას ისწავლით. კიდევ ვიტყვი, მათ აქვთ ცოდნა, ეს მოქმედი სამხედრო ბატალიონია. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, ისინი უფრო შესაფერისნი გავხადოთ ავღანეთის ამბოხის გარემოში აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან სამუშაოდ”.

მაგრამ GDP-ISAF-ი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ-ის საზღვაო ქვეითები ქართულ ჯარს წვრთნიან. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც აშშ-ის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სრული და უპირობიო მხარდაჭერა შესთავაზა.

ამ პარტნიორობის შედეგად 2002 წლია 15 დეკემბერს ევროპულ ძალთა საზღვაო ქვეითმა კორპუსმა თავის თავზე აიღო საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა (GTEP). საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაც დროში გაწერილი პროექტი იყო და მიზნად ისახავდა ქართული ჯარის უნარიანობის გაუმჯობესებას.

არსობრივად GTEP, რომელიც ასევე 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველოს დაეცვა თავი ტერორისტებისგან და ამავე დროს ხელი შეეწყო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.

2005 წელს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯარის ერაყში გაგზავნის წინადადებით გამოვიდა. დაიბადა სტაბილურობის შენარჩუნების ქართული პროგრამა (GSSOP). ეს პროგრამაც დროში გაწერილი, ორწლიანი საწვრთნელი პროგრამა იყო. იმ დროს, როდესაც GTEP-ს მიზანი იყო საქართველო შიდა ტერორისტული თავდასხმების გამკლავების უნარით აღეჭურვა, GSSOP ქართულ ჯარს ერაყში სტაბილურობის ოპერაციის შესასრულებლად ამზადებდა.

ბევრი ქართველი სამხედრო, რომელიც ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადება, ერაყის გათავისუფლების ოპერაციის ვეტერანია. GDP-ISAF-ის პროგრამა გრძელდება და 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი თებერვალში წვრთნის დასასრულებლად და ადრე გაზაფხულზე დისლოცირებისთვის ემზადება. შემდეგი ბატალიონი წვრთნას მარტში დაიწყებს.

ForeignPress

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja