ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
სერგეი ლავროვი - რუსეთი მსოფლიოს აფრთხილებდა, რომ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება ცუდად დასრულდებოდა

სერგეი ლავროვი - რუსეთი მსოფლიოს აფრთხილებდა, რომ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება ცუდად დასრულდებოდა

Ambebi.Geრუსეთის
საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ერთი წლის წინ,
როცა ”სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დანაშაულებრივი ბრძანება
გასცა”, რუსეთი მსოფლიოს აფრთხილებდა, რომ საქართველოსთვის დიდი ოდენობით
შეტევითი შეიარაღების მიწოდება "ცუდად დასრულდებოდა”. ამის შესახებ
ლავროვმა ტელეკომპანია ”ვესტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

”მე
მარწმუნებდნენ, რომ სააკაშვილი ამას ვერ გაბედავდა. მე მქონდა საშუალება,
კონდოლოზა რაისს გავსაუბრებოდი. მან მითხრა: თუ სააკაშვილი იმ იარაღის
გამოყენებას გაბედავს, რომელსაც ჩვენ ვაწვდით, შეუძლია, ნატო-ში
გაწევრიანება დაივიწყოს. იმის შემდეგ, რაც მან იარაღი გამოიყენა, რაისს
ვკითხე, როგორ გადაწყდებოდა ნატო-ში საქართველოს შესვლის საკითხი და მან
არაფერი მიპასუხა”, - აღნიშნა ლავროვმა.  

რუსი მინისტრი
იმედოვნებს, რომ ამ სიტუაციიდან დასკვნას ბევრი გააკეთებს.  ლავროვმა
აღნიშნა, რომ რუსეთი სხვადსხვა წყაროდან იღებს ინფორმაციას იმის თაობაზე,
რომ ცალკეული ქვეყნები რთული სქემებით მაინც ცდილობენ, შეტევითი
შეიარაღების შეძენაზე საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა დააკმაყოფილონ.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ ამგვარი
შეიარაღება, სპეციალისტების შეფასებით, დასახლებულ პუნქტებში საბრძოლო
მოქმედებების წარმოებისთვის არის განკუთვნილი.

”ეს ძალიან
გვაშფოთებს. ყოველ ამგვარ შეტყობინებაზე რეაგირებას ვახდენთ. გასაგები
მიზეზების გამო არ ვიტყვი, როგორ და ვისთან კონტაქტით. მაგრამ ეს
სერიოზული საკითხია და ჩვენ ამ საკითხს მწვავედ ვსვამთ ჩვენი პარტნიორების
წინაშე”, - განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვის  თქმით, გასული
საუკუნის 90-იანი წლების მიჯნაზე ნატო-ს გაფართოების პროცესში 
გეოპოლიტიკაში ტექტონიკური ძვრები არ გაითვალისწინეს.  მისივე თქმით, არ
სრულდება ძირითადი შეთანხმება, რომელის საფუძველზეც ნატო-რუსეთის საბჭო
შეიქმნა. კერძოდ, ლავროვი აღნიშნავს, რომ 90-იანი წლების ბოლოს მიღწეული
იყო შეთანხმება, რომ ერთ ქვეყანას საკუთარი უსაფრთხოება სხვა სახელმწიფოს
ხარჯზე არ უნდა გაეძლიერებინა.

"ჩვენი ნატოელი პარტნიორების
მხრიდან მუდმივად ვხედავთ ქმედებებს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის
რისკებს შეიცავს. ჩვენ ამის შესახებ რეგულარულად ვსაუბრობთ. გვამშვიდებენ
და გვეუბნებიან, რომ ეს ჩვენს წინააღმდეგ არ არის მიმართული. თუმცა,
კონკრეტული სამხედრო დისკუსიებიდან ჩანს, რომ ამას რაღაც უნდა
მოვუხერხოთ”, - განაცხადა ლავროვმა.

"ინტერპრესნიუსი"

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja