ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
შეცდომები, რომელსაც ტრაგედია მოჰყვა

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისში მომხდარმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა, ამ ვანდალიზმის მოთავეები აშკარად დაფრთხნენ, თუმცა ცდილობენ, ჯოხი მეისრეზე გადატეხონ და ტრაგედიის მთავარ შემოქმედთა დანაშაული მიჩქმალონ...

მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთა ვერსიით, "მემორიალის დემონტაჟისას მწარმოებელმა კომპანიამ არ განსაზღვრა უსაფრთხოების ზონა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუირება განხორციელდა 211-მეტრიან რადიუსზე, ნორმატივებით განსაზღვრული, სულ ცოტა, 300-მეტრიანი რადიუსის ნაცვლად. ტრაგედია კი სწორედ ასაფეთქებელი ობიექტიდან 273 მეტრში დატრიალდა.

სამუშაოთა მწარმოებლები ვალდებული იყვნენ, ასაფეთქებელი მოედანი შემოეფარგლათ სპეციალურად მომზადებული საფარი ნაგებობით, ე. წ. მიწაყრილებით. ეს მოთხოვნაც ნაწილობრივ იქნა დაცული: კერძოდ: 9-10 მეტრის სიმაღლის მიწაყრილის ნაცვლად, მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლის საფარი გაკეთდა".

პრეისტორია
"მალე საქართველოს მეორე დედაქალაქი ქუთაისი გახდება, მესამე კი - ბათუმი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე თვის შემდეგ... ასე დაიწყო მეორე და მესამე დედაქალაქების ეპოპეა... თუმცა, ექსპერიმენტის დასაწყისი წარუმატებული აღმოჩნდა...
2009 წლის გაზაფხულზე თბილისში დაწყებულმა ხალხმრავალმა აქციებმა ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნა: პარალიზებული იყო სახელმწიფო კანცელარია, პარლამენტი, პრეზიდენტის რეზიდენცია... ეტყობა, პარლამენტის სანახევროდ ქუთაისში გადატანის იდეაც სწორედ მაშინ გაჩნდა (გასაგებ მიზეზთა გამო, საკანონმდებლო ორგანოს თბილისიდან მთლიანი ექსორია ვერ გაბედეს).

ამ იდეის უპირველესი ლობისტი კი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე გახლდათ. 2009 წლის ივნის-ივლისში მან სასწრაფოდ დაიწყო 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად და პარლამენტის ნაწილობრივ= ქუთაისში გადასატანად. 11 სექტემბერს ეს ცვლილება, პირველი მოსმენით, პარლამენტმა განიხილა, რასაც ხმაური მოჰყვა. "ამიერიდან პლენარული სხდომები მხოლოდ ქუთაისში გაიმართება", - კატეგორიულად თქვა ბობოხიძემ, ხოლო იმ დეპუტატებს, ვისაც ეს იდეა არ მოსწონდათ, უსაყვედურა: ერთი ადგილის აწევა გეზარებათო...

ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მეორე პრობლემამ იჩინა თავი: რა ადგილზე უნდა აშენებულიყო პარლამენტის შენობა ქუთაისში? დიდი რჩევა-ბჭობის შემდეგ, ასეთ ადგილად ავტოქარხნის დასახლება, ირაკლი აბაშიძის ქუჩა შეირჩა, სადაც მერაბ ბერძენიშვილის "დიდების მემორიალი" იყო აღმართული. ასე დაიწყო მემორიალის სასწრაფო ნგრევა-განადგურება. დემონტაჟს კომპანია "ლითონკონსტრუქცია" ახორციელებდა.

აჩქარება
გამარჯვების მემორიალის შესაძლო დემონტაჟს დიდი საერთაშორისო ხმაური მოჰყვა. საქმე ის არის, რომ მცირე ხნით ადრე გაერომ მიიღო საგანგებო რეზოლუცია, რომელიც კატეგორიულად გმობს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კულტურის ძეგლების ხელყოფას. 19 დეკემბერს გამოქვეყნდა სტატია გავლენიან "ნიუ-იორკ თაიმსში". ძეგლის ხელყოფის გამო შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ამის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ განაცხადა:

"საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს და საქართველოში პატივისცემით ეპყრობიან მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას". ალბათ, ეს გახდა მიზეზი ძეგლის დაჩქარებული ტემპით აფეთქების, თანაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიები პროტესტის ნიშნად ძეგლს ცოცხალ ჯაჭვს შემოარტყამდნენ.

დეტალები
19 დეკემბერს ავტოქარხნის დასახლებაში მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი დიდების მემორიალის აფეთქების შედეგად ადგილზე დაიღუპა 8 წლის ნინო ჯინჭარაძე, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა მისი დედა - ეკა ცუცხვაშვილი...

ავტოქარხნის დასახლებაში სამართალდამცველები 19 დეკემბერს, დაახლოებით 16 საათზე გამოჩნდნენ. ისინი აფრთხილებდნენ მოსახლეობას, რომ მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინათ (თუმცა, რამდენიმე დღის წინ მოსახლეობას უთხრეს, რომ დემონტაჟი 21 დეკემბერს იგეგმებოდა). ზუსტად 16 საათზე, შპს "საქფეთქმრეწვმა" 27-მეტრიანი ბეტონის კონსტრუქცია (ის, რაც მემორიალის ერთკვირიანი დემონტაჟის შედეგად დარჩა) ააფეთქა. ამ საბედისწერო აფეთქებისას, ბეტონის ნამსხვრევები რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, საცხოვრებელი სახლების მიმართულებით გაიფანტა, რის შედეგადაც მოსახლეობა დაშავდა.

ხელისუფლების რეაქცია
ამ დროს პრეზიდენტი სააკაშვილი დანიაში, კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ სამიტზე იმყოფებოდა. ტრაგედიის შემდეგ პრეზიდენტმა ვიზიტი შეწყვიტა და როგორც გვითხრეს, "ძალიან დამწუხრებული იყო". პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა იმერეთის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პასუხისმგებელი პირები - შპს "საქფეთქმრეწვის" ტექნიკური დირექტორი ავთანდილ დარსაველიძე, ამავე ორგანიზაციის ქუთაისის თბილისის უბნების უფროსები - ელგუჯა გაბადაძე და თენგიზ დარახველიძე.

რაც შეეხება ამ იდეის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, აკაკი ბობოხიძის რეაქციას, იგი დარწმუნებულია, რომ "ქუთაისში ახალი პარლამენტის მშენებლობას არაფერი ემუქრება, უფრო მეტიც, ბობოხიძე მომხდარში მოსახლეობას ადანაშაულებს, რომელიც "სამართალდამცველების მოწოდებას არ დაემორჩილა და აფეთქების საყურებლად სახურავებზე იყვნენ ასულები" (თუმცა, დაღუპული დედა-შვილი ავტოფარეხს აფარებდა თავს). ჩვენთან საუბრისას დეპუტატმა განაცხადა: "ის, რაც მოხდა, ტრაგედიაა, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი უბედური შემთხვევები ხშირად ხდება: მაგალითად, დღეს ავტოავარიაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და, ალბათ, ამასაც ჩვენ დაგვაბრალებენ: ეს გზა რომ არ დაგვეგო, არც ავტოავარია მოხდებოდა!"

ექსპერტის თვალსაზრისი
ანზორ საკანდელიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი:
- ბურღვა-აფეთქებით სამუშაოს თავისი ნორმები და პირობები აქვს, რომელიც მკაცრად დაცული უნდა იყოს. უპირველესად, იმის მიხედვით, თუ რა სიმძლავრის აფეთქება იგეგმება, მუხტის სიმძლავრე, ანუ ასაფეთქებელი ნივთიერების საჭირო რაოდენობა უნდა განისაზღვროს; როგორც ჩანს, გაანგარიშებისას შეცდომა დაუშვეს და რამდენიმე კილოგრამით მეტი ტროტილი ჩადეს. ისიც უნდა დაზუსტდეს, რა სიღრმეში ჩაიდო ასაფეთქებელი ნივთიერება, ასევე აუცილებლად უნდა განისაზღვროს აფეთქების ტალღის მიმართულება, როგორც ჩანს, არც მიმართულება განსაზღვრეს ზუსტად.

ქუთაისელი ვარ და ვიცი, რომ ნგრევის ეპიცენტრიდან უბედური შემთხვევის ადგილამდე 200-300 მეტრია, ამ ქუჩის მხოლოდ ერთ მხარეს არის შენობები, მეორე, მარჯვენა მხარეს კი თავისუფალი სივრცეა და აფეთქების ტალღაც იქითკენ უნდა მიემართათ. ამასთანავე, არც სამშენებლო ნარჩენები იყო გატანილი და აფეთქებისას ჰაერში გაიფანტა, მისი მოქმედება კი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის მოქმედების ტოლფასია. ასე რომ, უსაფრთხოების წესების უგულებელყოფის გარდა, არაერთი უზუსტობაა დაშვებული. და კიდევ: როგორც სპეციალისტი, დარწმუნებული ვარ, აფეთქება საერთოდ არ იყო საჭირო, შეიძლებოდა ამ რკინა-ბეტონის კონსტრუქციისთვის საძირკველი ამოეთხარათ და შემდეგ, ძეგლი გადაეყირავებინათ. მაგრამ არაპროფესიონალიზმის გამო ტრაგედია დატრიალდა.

ეპილოგი
მერაბ ბერძენიშვილის მემორიალს ქუთაისში რამდენიმე დღის განმავლობაში ანგრევდნენ, - ხელოვნების ნიმუში მაღალჩინოსნების ნებასა და კაპრიზზე მტკიცე და ურყევი აღმოჩნდა. ხელისუფლება ჩქარობდა, რადგან 21 დეკემბერს ქვეყნის პრეზიდენტს თავის დაბადების დღეზე ახალი პარლამენტის საძირკვლის გაჭრა ზარ-ზეიმით უნდა აღენიშნა. თუმცა ეს დღე, როგორც ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ თქვა, ეროვნული სირცხვილის დღედ იქცა.

P.S მომხდარში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს "საქფეთქმრეწვის" ხელმძღვანელობა და ამბობს, რომ დამკვეთმა ანუ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა პოლიციასთან ერთად ვერ უზრუნველყო სახიფათო ტერიტორიიდან (პერიმეტრი) მოსახლეობის გაყვანა.

ნინო კვიტაშვილი
”ყველა სიახლე”

2) ავტორი: giorgi jari
ee chemi surati rogor mogwont??? angel crazy

1) ავტორი: levani Tsetskhladze cEcXLa
maestro :d biggrin biggrin

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja