ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
შპს “საქასტაკის” დაფუძნების ისტორია

საქართველოში მწვავე პრობლემა იყო საავიაციო სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იდგა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეების მომზადების კუთხით, ვინაიდან არ არსებობდა თანამედროვე ტიპის მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავიაციო სასწავლებელი, რომელიც უზრუნველყოფდა ამ სპეციალისტების მომზადება–გადამზადებას. მითუმეტეს არ არსებობდა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა მომზადების უმაღლესი სკოლა, სადაც ახალი თაობის აღზრდა იქნებოდა შესაძლებელი.
შპს "საქაერონავიგაცია'' ამ პრობლემის მოგვარების მიზნით იძულებული იყო კადრების მომზადება-გადამზადება განეხორციელებინა ქვეყნის გარეთ განთავსებულ სასწავლო ცენტრებში, რაც დიდ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული.

დიდ ბრიტანეთში RUDLOE COLLEGE-ში ერთი სტუდენტის მომზადების ღირებულება კვირაში 1200-დან 1600 აშშ დოლარს შეადგენს, რაც წელიწადში 75000-დან 85000-მდე აშშ დოლარი გამოდის, მგზავრობის და ცხოვრების ხარჯების გარეშე. საქართველოში მათი მომზადების საფასური კვირში 799 აშშ დოლარს შეადგენს, რაც წელიწადში 38352 აშშ დოლარი გამოდის.

ხელმძღვანელობის ინიციატივით საწარმოს კვალიფიციური კადრებით შევსებისა და ხარჯების მინიმიზაციის მიზნით, გაიმართა მოლაპარაკებები ინგლისურ კომაპნია ASTAK LTD-სთან საქართველოში ერთობლივი ტრეინინგ-ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით. ASTAK LTD წარმოადგენს ინგლისურ კომპანიას, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბაზში. მის მფლობელობაშია RUDLOE COLLEGE-ი. ეს სასწავლებელი წარმოადგენს თანამედროვე აღჭურვილობის მქონე და ICAO-ს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მყოფ დაწესებულებას.

ზემოთ აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგად 2005 წელს დაფუძნდა ქართულ-ინგლისური ერთობლივი საწარმო (სასწავლო ცენტრი) შპს “საქასტაკი”.
სასწავლო ცენტრი მდებარეობს ქ. თბილისში საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შპს "საქაერონავიგაციის" კუთვნილ ახლად აშენებულ შენობაში. მასში სასწავლო პროცესს წარმართავენ დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტირებული ინსტრუქტორები. პარალელურად მიმდინარეობს ადგილობრივი კადრების მომზადება ინსტრუქტორებად დიდ ბრიტანეთში, რის შემდეგაც მოხდება მოწვეული ინსტრუქტორების ეტაპობრივი ჩანაცვლება ადგილობრივი კადრებით.
ზოგადი პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შპს "საქაერონავიგაცია" სთავაზობს საჰაერო მართვის მეთვალყურეების მოსამზადებელ კურსებს. აბიტურიენტების შერჩევის პროცესის მაქსიმალურად გამჭირვალეობისა და ობიექტურად წარმართვის მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ტესტირების პროცესი ჩატარებულიყო ბრიტანეთის საბჭოს მიერ, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში, იგი წარმოადგენს მიუკერძოებელ ორგანიზაციას და აქვს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდიკა.

აბიტურიენტების შერჩევა მიმდინარეობდა ოთხ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა წარმოებდა ბრიტანელების მიერ სტუდენტების შევსებული ფორმების მიხედვით, მეორე ეტაპზე ბრიტანეთის საბჭომ გამოავლინა ინგლისური ენის ცოდნის დონე, მესამე ეტაპზე ზემოაღნიშნულ პირველ ორ ეტაპზე გასული კონკურსანტების შერჩევა განახორციელეს ASTAK LTD-ს წარმომადგენლებმა გასაუბრების გზით, ხოლო ბოლო ეტაპზე კონკურსანტებს ჩაუტარდათ ფსიქოლოგიური ტესტი. შერჩევის შედეგად გამოვლინდა 12 აბიტურიენტი, რომლებიც სწავლობენ შპს “საქასტაკის” სასწავლო ცენტრში საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის პროფესიის დასაუფლებლად. სწავლებას წარმართავენ ბრიტანელი ინსტრუქტორები ICAO-ს მიერ აკრედიტირებული პროგრამით.

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები დასაქმდებიან შპს “საქაერონავიგაციაში”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja