ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ტაეკვონდო

ტაეკვონდო კორეული საბრძოლო ხელოვნება და სამხრეთ კორეის ნაციონალური სპორტის სახეობაა. კორეულად ტაე (태, 跆) ნიშნავს “ფეხით დარტყმას”, კვონ (권, 拳) – “მუშტის დარტყმას”, დო (도, 道) ნიშნავს “გზას”, “მეთოდს” ან “ხელოვნებას”.

მიმდრევრების რაოდენობის გათვალისწინებით, ტაეკვონდო საბრძოლო ხელოვნებებში წამყვანი სახეობაა. თანამედროვე ტაეკვონდო მოიცავს შეტევის ტექნიკას, თავდაცვას, ფიზიკურ ვარჯიშებს, მედიტაციასა და ფილოსოფიას. სამხრეთ კორეაში ტაეკვონდო ჯარისკაცების საწვრთნელად გამოიყენება. ტაეკვონდოს სპარინგები – სიჰაბ გეირუგი – შესულია ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.

მსოფლიოში ტაეკვონდოს რამდენიმე ორგანიზაციაა, მათგან ყველაზე ცნობილია ტაეკვონდოს მსოფლიოს ფედერაცია (WTF), ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITF), ამერიკის ტაეკვონდოს ასოციაცია, სონგჰამის ტაეკვონდოს ფედერაცია (STF) და მსოფლიოს ტრადიციული ტაეკვონდოს გაერთიანება (WTTU).

ტაეკვონდოს ორი სტილი არსებობს: ტრადიციული და სპორტული. ტრადიციული ტაეკვონდო იმავე სახითაა, რაც იყო 50-იან წლებში, სპორტულმა კი მცირეოდენი ცვლილებები განიცადა. ორივე სტილში ძირითადი აქცენტი ფეხზეა გაკეთებული (დარტყმების უმეტესობა ფეხით კეთდება). სხვაობა ძირითადად გამოიხატება შეჯიბრებების წესებში. ტაეკვონდოს ვარჯიშებში ხშირია დარტყმა ნახტომებში, გაშლილი ხელით დარტყმა, აგურებისა და ქვების ჩამტვრევა მუშტით და ფეხით. ზოგ მწვრთნელს ძიუდოსა და ჰაპკიდოს ელემენტებიც შეაქვს.

ისტორია
ტაეკვონდოს ისტორიაზე მრავალი მოსაზრება არსებობს. ტაეკვონდოს ორგანიზაციები როგორც წესი ამბობენ, რომ ეს სახეობა წარმოიშვა ადრეული კორეული საბრძოლო ხელოვნებისგან. არის მოსაზრება, რომ ტაეკვონდო უცხო ქვეყნების კულტურის გავლენის შედეგია, მაგალითად იაპონიის.

უძველესი კორეული საბრძოლო ხელოვნება იყო ნაზავი სამი კორეული სამეფოს: გოგურიოს, სილასა და ბაეკიეს უხელო ორთაბრძოლებისა. ახალგაზრდა ჭაბუკები ვარჯიშობდნენ ამ სტილში რათა განევითარებინათ ძალა, სისწრაფე და თავდაცვის უნარ-ჩვევები.

ვინც ამ სტილს კარგად აითვისებდა, აღსაზრდელად უშვებდნენ სპეციალურ საბრძოლო დანაყოფებში და უწოდებდნენ ჰვარანგს (Hwarang – ტეკენიდან გახსოვთ ალბათ ) . ჰვარანგებს გარდა საბრძოლო ხელოვნებისა, ასწავლიდნენ ფილოსოფიას, ისტორიას, ეთიკასა და ცხენოსნობას. წვრთნის განრიგში შედიოდა იარაღებით ვარჯიში: ფარიკაობა და მშვილდოსნობა, როგორც ცხენზე, ისე მიწაზე.

სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ჰვარანგები მიემგზავრებოდნენ სილას სამეფოში მისი ღირსების დასაცავად და იწოდებოდნენ როგორც “ჰვარანგ-დო”. იქ სწავლობდნენ საბრძოლო ხელოვნება ტაეკიონს, ისტორიას, კონფუცის ფილოსოფიას, ეთიკას, ბუდისტურ მორალს, სოციალურ უნარ-ჩვევებსა და სამხედრო ტაქტიკას. მთავარი პრინციპები ემყარებდა ბუდისტი ბერის, ვონ გვანგის 5 კოდექსს: ერთგულება, მშობლის პატივისცემა, საიმედოობა, სიკეთე და სამართლიანობა. ტაეკვონდო მთელ კორეას მოედო, რადგან ჰვარანგები სხვა ხალხის კულტურისა და რელიგიის შესწავლის მიზნით მთელ ნახევარკუნძულზე მოგზაურობდნენ.

განვითარება
კორეა მეოცე საუკუნეში 35 წელი იაპონიის მმართველობის ქვეშ იყო. ამ დროს აკრძალული იყო კორეულად ლაპარაკი, პრესა კორეულ ენაზე, კორეის ისტორიის სწავლება და ა.შ. ამიტომ კორეული საბრძოლო ხელოვნებაც წნეხის ქვეშ იყო. კორეელები იძულებულნი იყვნენ იაპონიაში, ჩინეთში ან მანჯურიაში წასულიყვნენ და იქ ევარჯიშათ.

1945 წელს, როცა იაპონიის მმართველობის ხანა დასრულდა, საბრძოლო ხელოვნების სკოლები კვლავ გაიხსნა. ზოგიერთი ცნობით, სკოლებში ისევ ჩვეულებრივი ტაეკიონი და სუბარი ისწავლებოდა, სხვების აზრით კი, ეს უკვე შეცვლილი სახეობა იყო, რომელიც კუნგ-ფუსა და ტრადიციულ კარატეს ჰგავდა.

1952 წელს, კორეის ომის დროს, კორეული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება მოეწყო. მონაწილემ ნამ ტაე ჰიმ საჩვენებელი თითით 13 კრამიტი ჩაამტვრია. ამის შემხედვარე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სინგმან რიმ გენერალ ჩოი ჰონგ ჰის დაავალა ჯარისკაცებისთვის ეს ხელოვნება ესწავლებინა.

1955 წლის 11 აპრილს ჩოი ჰონგ ჰიმ კორეულ საბრძოლო ხელოვნებას ‘ტაეკვონდო’ უწოდა.

დღესდღეობით, ტაეკვონდო 123 ქვეყანაში ისწავლება და 30 მილიონი მიმდევარი ჰყავს, რომელთაგან 3 მილიონს შავი ქამარი აქვს.

ტექნიკა
ტაეკვონდოში შეტევას დიდი ყურადღება ეთმობა, რაც მას განასხვავებს ტრადიციული კარატისგან და კუნგ-ფუსგან (ამათში მთავარი თავდაცვაა). უამრავი დარტყმა არსებობს ფეხით და ცოტა ხელით, რადგან კორეელები მიიჩნევდნენ, რომ ხელი სათუთი ორგანოა და ჩხუბში არ უნდა დაზიანდეს.

ტაეკვონდო პოპულარულია ორივე სქესში. მისი მიმდევრები სხვადასხვა ასაკისანი არიან. ეს სპორტი შესანიშნავად ავითარებს სისწრაფეს, მოქნილობას, ძალას, ბალანსსა და ამტანობას.

ტაეკვონდოში მოვარჯიშე ატარებს სპეციალურ ფორმას, რომელსაც დობოკი ჰქვია. ძირითადად თეთრია, შეილება შავი ან სხვა ფერის იყოს. წელზე უკეთია ნაჭრის ქამარი, რომლის ფერიც მის დონეს ასახავს. ტაეკვონდოს სკოლებს დოიანგი ეწოდება.

ქამრის ფერებია:
თეთრი – ტექნიკის უცოდინარი. თეთრი ქამარი ავტომატურად ეძლევათ დამწყებებს.
ყვითელი – სპორტსმენს მიღებული აქვს საწყისი ცოდნა
მწვანე – ტექნიკა დამაკმაყოფილებელია
ლურჯი – სპორტსმენის ტექნიკა დახვეწილია
წითელი – ამ დონის ცოდნას კონტროლი სჭირდება, რათა ბოროტად არ იქნას გამოყენებული.
შავი – სპორტსმენს არ აქვს მოწინააღმდეგის შიში და ტექნიკას სრულყოფილად ფლობს. შავ ქამარს 16 წლამდე არ აძლევენ. 16 წლამდე სპეციალურ ქამარს (პუმს) აძლევენ, რომელსაც 16 წლის შემდეგ შავი ცვლის.

შავი ქამარი არის პირველი დანი და ეწოდება ჩო დანი. შემდეგ მოდის კიდევ 8 დანი:
2 – იი დანი
3 – სამ დანი
4 – სა დანი
5 – ო დანი
6 – იუკი დანი
7 – ჩილ დანი
8 – პალ დანი
9 – გუ დანი

შეჯიბრები
შეჯიბრები მოიცავს სპარინგს, ფიცრების მტვრევასა და საჩვენებელ გამოსვლებს. დაშავების თავიდან ასაცილებლად მონაწილეებს აცვიათ ჟილეტი და ჩაფხუტი. ხელ-ფეხზე კი უკეთდებათ დამცავები.

3) ავტორი: tld geo
www.tkd.ge

2) ავტორი: giorgi jari
sheni mosazreba migebulia... es urati ufro momwons romelic miyenia... dapataravebulia da debilobaa ufro amra ise ari dz magroba ra... heart

1) ავტორი: ilo khvichia khvichia
au taikvdndo debilobaa
shotokania magari iaponisss

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja