ახალი ზელანდიის ავიაკომპანიამ ტაილანდში ИЛ-76 ის ტიპის თვითმფრინავი დააკავა, რომელსაც იარაღი გადაჰქონდა. საფრენი აპარატი იჯარით ჰქონდა აღებული ახალ ზელანდიურ ავიაკომპანიას - იტყობინება სააგენტო ”ინტერფაქსი” ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. ყაზახეთის დიპლომატიური მისიისა და ტაილანდში ყაზახეთის კომპეტენტური ორგანოების ინფორმაციით, დაკავებული თვითმფრინავი რეგისტრირებულია საქართველოში, კომპანიაზე ”Air West Georgia’’. იგი ტვირთის გადასატანად, იჯარით არის გაცემული ახალ ზელანდიურ კომპანიაზე SP Trading Ltd.
ИЛ-76-ის ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფი ბელორუსიის ერთი და ყაზახეთის 4 მოქალაქე ქართულმა კომპანიამ თვითმფრინავის მომსახურებისთვის დაიქირავა, რაც ომაროვის თქმით, შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს. დაკავებული ეკიპაჟი ბანკოკის ციხეში 12 დღეს დაჰყოფს.
თავის მხრივ, ქართული მხარე აცხადებს, რომ კომპანია SP Trading, რომელმაც თვითმფრინავი დაიქირავა, უკრაინულია. ”ეს თვითმფრინავი ეკუთვნის ქართულ ავიაკომპანიას Air West, რომელმაც იგი უკრაინულ კომპანიას ლიზინგის წესით გადასცა. ხელშეკრულება ლიზინგით გადაცემის თაობაზე 5 ნოემბერს გაფორმდა” - აცხადებს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცის ხელმძღვანელი გიორგი ბუჩუკური.
ИЛ-76 ბანკოკში 11 დეკემბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ეკიპაჟმა საწვავის მარაგის შესავსებად დაჯდომის ნებართვა ითხოვა. ერთერთი ვერსიით, თვითმფრინავი ტაილანდის ხელისუფლებამ, ამერიკული მხარის მითითებით დააკავა. დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ თვითმფრინავს 35 ტონაზე მეტი იარაღი გადაჰქონდა, მატ შორის რეაქტიული ნაღმები, რაკეტები - ”მიწა ჰაერი” და 12 კონტეინერი საბრძოლო მასალა. ექსპერტების აზრით, იარაღი ჩრდილო კორეის წარმოებისაა.
თვითმფრინავი ასრულებდა ორმხრივ რეისს უკრაინიდან კორეაში. ფხენიანში ჩაფრენამდე იგი საწვავის შესავსებად სამჯერ დაჯდა - აზერბაიჯანში, არაბტა გაერთიანებულ ემირატებსა და ტაილანდში. უკანა გზაზე, ტვირთის მიღების შემდეგ, თვითმფრინავი ტაილანდსა და შრი-ლანკაში უნდა დამჯდარიყო.
მომზადებულია ლენტა.რუ-ს მიხედვით