ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ტალიავინის დასკვნა

საქართველო 2009 წლის განმავლობაშიც რჩებოდა მსოფლიო საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში. ეს განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის საქართველოში ვიზიტისას და ევროკავშირის ეგიდით შექმნილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის დასკვნის გამოქვეყნებისას გამძაფრდა.

ბაიდენის ვიზიტი ხელისუფლებამ თავის მხარდამჭერ აქციად წარმოაჩინა, თუმცა ფაქტია, რომ ვიცე-პრეზიდენტმა სააკაშვილის ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების გატარების აუცილებლობაზე საჯაროდ მიანიშნა. რაც შეეხება ე.წ. ტალიავინის დასკვნას, მისი გამოქვეყნება ჯერ კიდევ ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა ამ დოკუმენტმა საბოლოოდ ოქტომბრის დასაწყისში იხილა დღის სინათლე. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ თავდაპირველად ეს დასკვნა საქართველოს ხელისუფლებასაც მოეწონა და რუსეთისასაც. როგორც ოპოზიცია ირწმუნებოდა, დასკვნა, ფაქტობრივად, სააკაშვილის განაჩენი იყო, თუმცა...

კომისიამ რუსეთი დაადანაშაულა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული პასპორტების გაცემასა და აგვისტოს ომამდე ამ რეგიონებში არსებული რეჟიმების დაუფარავად მხარდაჭერაში და არ დაადასტურა ქართული მხარის მიერ ოსი მოსახლეობის გენოციდი, თუმცა დასკვნაში შავით თეთრზე ჩაიწერა, რომ სეპარატისტთა პროვოკაციებზე წამოეგო საქართველოს ხელისუფლება და პირველმა სწორედ ქართულმა მხარემ გაისროლა.

წელს საქართველოში უკვე ნაკლებად ლაპარაკობდნენ ნატოში გაწევრების პერსპექტივაზე, ასევე დასავლეთის ქვეყნებს იშვიათად სტუმრობდა ჩვენი პრეზიდენტი, თუმცა ის აზიის ქვეყნების საკმაოდ ხშირი სტუმარი იყო. თუ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს დავუჯერებთ, დასავლეთში სააკაშვილისთვის ხელის ჩამორთმევა აღარავის სურს.

ნათია დოლიძე
”ყველა სიახლე”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja