ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ტყეებში ნაღმები გველიან...


აგვისტოს ომით შეშინებული ადგილობრივი მოსახლეობა ნელ-ნელა იწყებს ტყეებსა და ყანებში გასვლას, სადაც მათ სასიკვდილო საფრთხე ელოდებათ...
- აგვისტოს ომის შემდეგ, სადაც რუს სამხედროებს დროებითი პოზიციები ჰქონდათ მოწყობილი, მათ გარშემო ტერიტორია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებითაა დანაღმული და ძალიან სახიფათოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - გვითხრა საქართველოს ნაღმსაწინააღმდეგო ცენტრის თავმჯდომარე გიორგი ლეკიშვილმა.
აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეშიც გადაინაცვლეს და თითქმის ორი თვე პოზიციები ჰქონდათ მოწყობილი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონების გარეთაც.
- ომის დროს თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის ერთ-ერთი გამნაღმველი ჯგუფის ინსტრუქტორი ვიყავი. სოფელ ფლევთან ჩასაფრებული ვაფიქსირებდი, თუ როგორ ნაღმავდნენ რუსები ტყიანი ფერდობის გადაღმა ყანებს. 80-მდე სამხედრო ერთ მწკრივად მოდიოდა და, როგორც საბჭოთა არმიაში იყო მიღებული, იმ წესით, ჩაცუცქულები აწყობდნენ მიწაში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს და შემდეგ ნიღბავდნენ, - იხსენებს გიორგი ლეკიშვილი.
იგი ფიქრობს, რომ რუსმა სამხედროებმა ომის შემდეგ დანაღმეს სოფელ სკრაში სამხედრო საწყობის თავზე ტყის მასივის 600 ჰა-ც. დანაღმვამდე რუსმა ჯარისკაცებმა ტყეც გაცხრილეს და იქ თავშეფარებული ყველა ადგილობრივი მოსახლე ტყიდან გაიყვანეს. თუმცა საეჭვოა, ეს ჰუმანური მოსაზრებით გაეკეთებინათ, უთუოდ პრაგმატული მიზნები ჰქონდათ. ე.წ. ბუფერულ ზონებში მოწყობილ პოსტებზე რუს ოკუპანტებს ყოველღამე თავდასხმებისა ეშინოდათ, ამიტომაც, ქართული სადაზვერვო-სადივერსიო ჯგუფები გვერდებიდან რომ არ დასხმოდნენ თავს, განახორციელეს ე.წ. ფლანგური დანაღმვა.
რუსი ოკუპანტები კი გავიდნენ ამ ე.წ. ბუფერული ზონებიდან, მაგრამ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისგან შექმნილი ფლანგური დაცვის უხილავი ზღუდეები იქვე დატოვეს.
ეს სწორედ ის ადგილებია, რომლებსაც ომამდე ინტენსიურად იყენებდა ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა - ტყეში შეშის მოსაგროვებლად თუ ყანებში გასასვლელად.
საბედნიეროდ, აქამდე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებზე აფეთქებებს მასობრივი ხასიათი არა, თუმცა ობიექტური მიზეზები კი ჰქონდა. აგვისტოს ომის შემდეგ კონფლიქტის ზონის მახლობლად მცხოვრებნი შეშისთვის ან ყანების დასამუშავებლად შიშით ვერ გადიოდნენ. დროთა განმავლობაში შიში მცირდება და გლეხებიც ნელ-ნელა დაიწყებენ იმ ტყესა თუ მინდორში გასვლას, სადაც მათი მამა-პაპანიც დადიოდნენ და შეიძლება ხიფათსაც წააწყდნენ - ქვეითსაწინაღმდეგო ნაღმებს...
აგვისტოს ომში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების ფაქტები თითქმის არ არის დაფიქსირებული, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი რუს სამხედროებს არ ჩაუწყვიათ ქართულ მიწაში. ჩვენ არავის შეშინება არ გვსურს, უბრალოდ, ყურადღებას გავამახვილებთ რეალურ ფარულ საშიშროებაზე, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მოგვარება, პირველ რიგში კი განნაღმვითი სამუშაოების დაწყება.
P.S. არსებობს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საშიშროება, თანაც იმ რაიონებში, სადაც საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა.
რუს მესაზღვრეებს დაწყებული აქვთ გალის, ცხინვალის და ახალგორის რაიონების ადმინისტრაციული საზღვრების გადაკეთება სახელმწიფო საზღვრებად და მის მთელ გაყოლებაზე, სავარაუდოდ, ჩაალაგებენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, რაც ოკუპანტებს თითქმის არაფერი დაუჯდებათ, რადგან ასეთი ნაღმები უხვად აქვთ სამხედრო საწყობებში.
ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja