ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
T-90 დეტალური აღწერა

T-90 «Владимир» (მთავარი კონსტრუკტორის ვლადიმირ პოტკინის საპატივცემულოდ, ინდოეთში ტანკი ცნობილია სახელით-Bhishma)

თანამედროვე რუსული ტანკი. წარმოადგენს T-72 ღრმა მოდიფიკაციას, შექმნილია „ურალვაგონზავოდ“-ის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ (Нижний Тагил) 1989 წელს. თავდაპირველად ტანკის ინდექსი იყო «Объект 188» ან Т-72БУ. შეიარაღებაზე მიღებული იქნა 1993 წელს.

«Объект 188»-ზე მუშაობა მიმდინარეობდა პარარელურად სხვა, უფრო თანამედროვე ექსპერიმენტალურ ტანკ «Объект 187» ერთად, რომელიც ასევე წარმოადგენდა T-72 განვითარებას. მაგარამ საბჭოთა კავშირის დაშლის გამო ამ ტანკის სერიულ წარმოებაში ჩაშვება შეუძლებელი გახდა და ძირითად ტანკად არჩეული იქნნა უფრო მარტივი Т-72БУ,შემდეგში დაერქვა Т-90.ამის მიუხედავად პროგრესული მიღწევები რომლებიც დანერგილი იყო ტანკ «Объект 187»-ზე გადატანილი იქნა რუსული ტანკების ახალ გენერაციაზე.

Т-90 სერიული წარმოება დაიწყო 1992 წ.1992-1996წწ წარმოებამ საერთო ჯამში სახმელეთო ჯარებს მიაწოდა 120-ზე მეტი Т-90,ამის მერე წარმოება შეჩერდა და ხელახლა განახლდა მხოლოდ 2004 წ. ახალი ტანკებით დაკომპოლეკტდა ტაგანროგის წითელი დროშის ორდენოსანი, სუვოროვის მოტომსროლელთა ХХI დივიზიის ერთი პოლკი და ასევე დონის მე-5 გვარდიული სატანკო დივიზიის ერთი ქვედანაყოფი (დისლოცირების ადგილი ბურიატინი).2004-2006წწ გამოშვების Т-90-ების ერთი ბატალიონი ირიცხება ტამანსკის მოტომსროლელთა დივიზიაში.

სარაკეტო ქვემეხური ტანკი T-90-არის ახალი რუსული ტანკი, რომელშიც ჩადებულია ორიგინალური კონსტრუქციული და კომპონენტური გადაწყვეტილებები T-72 და T-80-იდან. T-90C შექმნილია T-72 მრავალწლიანი საბრძოლო გამოყენების შედეგების ღრმა ანალიზზე დაყრდნობით და ასევე მრავალწლიანი მკაცრი და ინტენსიური გამოცდების საფუძველზე.

ტანკი Т-90С ინარჩუნებს რუსული სატანკო მშენებლობის თავისებურებებს-კლასიკური საკომპონოვკო სქემა, რომელშიც შეიარაღება მოთავსებულია მბრუნავ კოშკურაშ, ძრავა და ტრანსმისია მოთავსებულია კორპუსის უკანა ნაწილში;ეკიპაჟი ერთმანეთისგან განცალკევებით:ეკიპაჟის მეთაური და მემიზნე ოპერატორი საბრძოლო განყოფილებაში, მძღოლ-მექანიკოსი მართვის განყოფილებაში. T-90C პრაკტიკულად ყველა კვანს აქვს ახალი მახასიათებელი.

ცეცხლის მართვის ავტომატიზირებული სისტემის მიზანია აწარმოოს ეფექტური დამიზნებული ცეცხლი დიდ მანძილზე საარტილერიო ჭურვებით და მართვადი რაკეტებით, როგორც გაჩერებულ მდგომარეობაში ასევე მოძრაობაში მოძრავი და უძრავი მიზნების წინააღმდეგ. დამიზნებული ცეცხლის წარმოება შეუძლია როგორც მემიზნე ოპერატორს ასევე ტანკის მეთაურს, დღისით და ღამით, ასევე ცეცხლის წარმოება შეიძლება შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან. ეს სისტემა უზრუნველყოფს ეფეკტური სროლის მანძილის და ღამით ხედვის შესაძლებლობის გაზრდას, ძირითადად ტანკზე დაყენებული სითბური ღამის ხედვის აპარატურის დახმარებით.

პირველი სერიის Т-90 («Объект 188»)ეყენა ცეცხლის მართვის სისტემა 1А45Т,რომელიც უნიფიცირებული იყო Т-80 ცეცხლის მართვის სისტემასთან, ასევე ეყენა ოპტიკო-ელექტრონული ჩახშობის კომპლექსი «Штора-2»,რომელიც უზრუნველყოფს ტანკის ინდივიდუალურ დაცვას მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების შეიარაღებაზე მყოფი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების წინაშე, საკომანდო ნახევარავტომატური დამიზნების სისტემით მართვადები როგორებიცაა «TOW», «Hot», «Milan», «Dragon» და ლაზერული თვითდამიზნებადი ტიპის «Maverick», «Hellfire», «Copper head».

Т-90 ახალი ვერსია (Т-90А ან «Объект 188А1»), შეიარაღებაში მიღებული იქნა 2004წ, გაუმჯობესებულია ბევრი მიმართულებით. კერძოდ, ღამის სამიზნედ დაყენებულია თანამედროვე, სრულებით სტაბილიზირებული ხედვის არის მქონე მე-2 თაობის სითბოვიზორი «Эсса» ,რომელიც ინტეგრირებულია ძირითად სამიზნე მოწყობილობაში და მის მანძილმზომ არხთან. ძველი, ჩამოსხმული კოშკურა შეცვლილია გაძლიერებული შედუღებით შექმნილი კოშკურით, 100 ლიტრით გაზრდილი ჯავშნის იქითა მოცულობით და ჯავშნის 950მმ სისქით. ძველი, მე-2 თაობის დინამიური დაცვის ელემენტები (4С22) შეცვლილია ახალი, მე-3 თაობის ელემენტებით (4С23).840ც/ძ ძრავის მაგივრად დაყენებულია ახალი 1000ც/ძ დიზელის ძრავა В-92С2.მომავალში გათვალისწინებულია დაუყენდეს უფრო მძლავრი,1200ც/ძ დიზელის ძრავა В-99;მიღებულია კარდინალური ზომები ავზების ხანძარსაშიშროების შესამცირებლად;ჭურვები რომლებიც არ არის მოთავსებული ავტომატურ დამტენში ინახება სპეციალურ შეჯავშნურ კონტეინერებში, რაც საკმაოდ ამცირებს ჭურვების დეტონაციის ალბათობას. თვითონ ავტომატური დამტენი დაფარულია დამატებითი ჯავშნით. ზოგიერთი მონაცემებით შეცვლილია ქვემეხის სტაბილიზატორი, რაც ორჯერ ზრდის ლულის გადაგდების სისწრაფეს და სროლის სიზუსტეს მოძრაობაში.

Т-90 შეიარაღებას წარმოადგენს:
125მმ ქვემეხი 2А46М4 (43 ჭურვით-მათ შორის 22 მოთავსებულია ავტომატურ დამტენში).დამიზნების მაქსიმალური მანძილი ჯავშანგამტანი, ქვეკალიბრული ჭურვებით არის-4000 მ, მართვადი რაკეტებით-5000 მ, მსხვრევად-ფუგასური ჭურვებით 10 000 მ. პირდაპირი გასროლის მაქსიმალური მანძილი,2მ სიმაღლის მქონე მიზანზე აღწევს 2120 მ. ქვემეხის სწრაფსროლა არის 8გასროლა წუთში (ხელით დატენვის შემთხვევაში 2 გასროლა წუთში)
ქვემეხთან შეწყვილებული 7,62მმ ტყვიამფრქვევი ПКТ-2000 ტყვიით.
საზენიტო,12,7მმ მძიმე ტყვიამფრქვევი «Корд»-300 ტყვიით.

ცეცხლის მართვის კომპლექსი (ცმკ) 1А45Т «Иртыш» შედგება ცეცხლის მართვის სისტემისგან (ცმს) 1А42 და მართვადი რაკეტების 9К119 «Рефлекс» მართვის სისტემისგან. ცმს უზრუნველყოფს სროლის პარამეტრებში შესწორებების ავტომატურ შეყვანას. ამ დროს გამოითვლება ტანკის სისწრაფე, მანძილი მიზნამდე და მისი კუთხური სიჩქარე, ჰაერის ტემპერატურა, ატმოსფერული წნევა, ქარის სიჩქარე და მისი მიმართულება, ქვემეხის დახრის კუთხე და ასევე მისი არხის ცვეთის ხარისხი

ცმს შემადგენლობაში შედის დღის სამიზნე-მანძილმზომი 1Г46,რომლის ხედვის არეც სტაბილიზირებულია ორ სიბრტყეში, ციფრული ბალისტიკური გამომთვლელი 1В528-1,ასევე ქვემეხის ორსიბტყული სტაბილიზატორი 2Э4204 «Жасмин».ქვემეხი აღჭურვილია გასწორების კნტროლის ჩანერგილი სისტემით, რომელიც ჩამონტაჟებულია მემიზნე-ოპერატორის სამიზნე მოწყობილობაში (1Г46).

ტანკის სითბოვიზორული კომპლექსი ТО-ПО2Т Агава-2ТИ (მოდერნიზირებულკზე ატენია «Эсса»,ფრანგული სითბოვიზორით Catherin-FC)ჩვეულებრივ პირობებში უზრუნველყოფს მიზნის აღმოჩენას 6400 მ;ახდენს კვალიფიცირებას-4600 მ;იდენტიფიცირებას-2500 მ. სითბოვიზორის წყალოით T-90 გახდა უფრო მხედველი:დღისითაც და ღამითაც სამიზნეში ჩანს არა მარტო ჯავშანტექნიკა არამედ ადამიანებიც 3-4კმ მანზილზე.

ტანკი ასევე აღჭურვილია 6 ცალი მართვადი სარაკეტო კომპლექსით 9К119М «Рефлекс» (ან მისი მოდერნიზირებული ვარიანტით 9К119М1 «Рефлекс-М»).პირველის შემადგენლობაში შედის გასროლა 3УБК20 რაკეტა 9М119М «Инвар»-ით, მეორის შემადგენლობაში შედის გასროლა 3УБК20М რაკეტა 9М119М1 «Инвар-М»-ით და ასევე ცეცხლის მართვის სიტემა და გამაომთვლელი აპარატურა.

9К119М «Рефлекс» (9К119М1 «Рефлекс-М») მახასიათებლები:
30კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ტანკის გარტყმის შესაძლებლობა-0,8
სროლის მანძილის დიაპაზონი- 100-5000მ
ფრენის საშუალო სიჩქარე-340მ/წ (350მ/წ)
5კმ ფრენის დრო-17,6წ (17წ)
მაქსიმალური ჯავშანგამტანობა 90 გრადუსიანი კუთხით-700-750მმ (900მმ)
მაქსიმალური ჯავშანგამტანობა 90 გრადუსიანი კუთხით, დინამიური დაცვის მიღმა-650-700მმ (750მმ)

-90 ჯავშნის შეფასება
კინეტიკური ჭურვების წინააღმდეგ
კოშკურა:800-830 მმ (ახალი, შედუღებული კოშკურით 950მმ)
კორპუსი (ზედა საშუბლე დეტალი): 830
კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ
კოშკურა:1150-1350მმ (შედუღებული კოშკურით 1500მმ ფარგლებში)
კორპუსი (ზედა საშუბლე დეტალი): 1350მმ

Т-90 დაცულობა გაზრდილია 3-ჯერ პირველი სერიის Т-72-ებთან შედარებით. მასზე დაყენებულია ჩაშენებული დინამიური დაცვის ელემენტები «Контакт-V» (4С22), რომელიც «Контакт-1» (4С20) შედარებით უზრუნველყოფს ტანკის დაცვას არა მარტო კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ არამედ ჯავშანგამტანი ქვეკალიბრული კინეტიკური ჭურვების წინააღმდეგაც. მოდერნიზირებულ Т-90С (ასევე Т-90А და АС) ყენდება გაუმჯობესებული ტექნოლოგიის შედუღებული კოშკურა და ახალი თაობის დინამიური დაცვის ელემენტებით („Реликт“ 4С23)

ტანკზე აყენია დიზელის ძრავა В-84МС 840ც/ძ. მოდერნიზირებულ ტანკებზე აყენია ძრავა В-92С2 1000ც/ძ სიმძლავრით. ძრავა В-92С2 წინა არის 1020 კგ, რაც 2-ჯერ ნაკლებია AVDS-1790 (აშშ), C12V (ინგლისი), UDV-12-1100 (საფრანგეთი) ძრავებთან შედარებით. გაბარიტული სიმძლავრით В-92С2 მათ ჯობნის1,5 — 4,5-ჯერ, საწვავის ეკონომიურობაში 5 — 25 %. ასევე აქვს ბრუნვითი მომენტის გაცილებით დიდი რესურსი. დიზელის ძრავების უმეტესობის ბრუნვის რესურსის მომენტი შეადგენს 6 — 18 %,ძრავა В-92С2 კიდევ ეს მონეტი არის- 25 — 30 %. რესურსის ასეთი მარაგი უზრუნვლეყოფს ტანკის მართვის გაადვილებას, ამაღლებს მის მანევრულობას და საშუალო სიჩქარეს.

დადებითი მხარეები:

დასავლეთის ტანკებთან გაცილებით უკეთესი დაცულობა, რომელიც მიიღწევა მძლავრი პასიური ჯავშნის და ახალი თაობის დინამიური დაცვის შერწყმის წყალობით.
ზეზუსტი იაღარის წინააღმდეგ მოქმედების მოწყობილობის ქონა.
მცირე წონა და ზომები, რომელიც ხელს უწყობს სტრატეგიულ მობილურობას, გაბარიტულ გამავლობას, ბრძოლის ველზე ნაკლებად შემჩნევადობას და დაზიანების შესაძლებლობის შემცირებას.
ჭურვების ტიპის ფართო არჩევანი,რომელშიც შედის ქვეკალიბრული-კინეტიკური-ჯავშანგამტანი, მსხვრევად-ფუგასური (მათ შორის მსხვრევად-შრაპნელური ელექტრონული დისტანციური-კონტაქტური ამფეთქიანი), კუმულაციური ჭურვები და მართვადი რაკეტები.
მოდერნიზაციის კარგი პოტენციალი.
კარგი გამავლობა და საიმედო მუშაობა ტემპერატურის ფართო დიაპაზონში.
დაბალი ფასი. (მიახლოებით 2,35-3მლნ დოლარი)

უარყოფითი მხარეები:

ეკიპაჟი დაუცველია საბრძოლო კომპლექტის აფეთქებისგან, რაც განპირობებულია მის კორპუსში განთავსებით (პრობლემა ნაწილობრივ გადაჭრილია Т-90А).
Т-90 რამდენადმე ჩამორჩება დასავლეთის ტანკებს მობილურობაში, მექნიკური ტრანსმისიის და სიჩქრეთა კოლოფის გამო.
სერიულ ტანკებზე არ აყენია სატანკო ინფორმაციის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას ბრძოლის ველიდან ცოცხალ დროში, ქვედანაყოფის ტანკების ადგილმდებარეობაზე და ტანკის ტექნიკურ მდგომარეობაზე.2006წ ასეთი რუსული სისტემა გადიოდა ცდებს მოდერნიზირებულ ტანკზე Т-72Б2 «Рогатка».

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja