|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
თვითმხილველების ინფორმაციით, ოშში შეტაკებების შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა |
|
|
ქალაქ ოშში შეტაკებების შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,- როგორც ყირგიზული საინფორმაციო სააგენტო "24.კგ" იუწყება, ამგვარ მონაცემებს თვითმხილველები ასახელებენ . თვითმხილველების განცხადებით, მხოლოდ ქალაქ ოშში დარბევებისას 1500-დან 2000 უზბეკი დაიღუპა. ოფიციალური მონაცემებით კი, დაღუპულთა რაოდენობამ 170 მიაღწია. კერძოდ, ოშის ოლქში 94, ჯალალ-აბადის ოლქში კი, 43 ადამინი დაიღუპა. სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოებს 1762-მა ადამიანმა მიმართა, საავადმყოფოებში 826 ადამიანი მოათავსეს, 798-ს კი ამბოლატორიული დახმარება აღმოუჩინეს. ყირგიზეთის ოფიციალური მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ქვეყნის სამხრეთში ვითარება თანდათანობით სტაბილური ხდება. მხარის გუბერნატორის, ბეკტურ ასანობის განცხადებით, გასულმა ღამემ მშვიდად და სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა. დილის 08:00 საათიდან ქალაქში რამდენიმე სავაჭრო პავილიონმა დაიწყო მუშაობა. ამ დროისთვის უკონტროლო რჩება ვითარება მიმდებარე სოფლებში – ფურკატსა და ნარიმანში. ყირგიზეთის სამხრეთით, ქალაქ ოშში ეთნიკურ საფუძველზე ყირგიზებსა და უზბეკებს შორის დაპირისპირება 11 ივნისს დაიწყო. არეულობის მონაწილეები წვავენ მანქანებს, ანგრევენ მაღაზიებსა და საცხოვრებელ სახლებს, გახშირდა მაროდიორობის ფაქტები.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |